19 ივლისს, 19:00 საათზე, „კავკასიურ სახლში“ გაიმართება საჯარო დისკუსია თემაზე -„შიდაპოლიტიკური სიტუაცია უკრაინაში და მიმდინარე რეფორმების შეფასება“.
მომხსენებლები:
სერგეი სოროკა – სახელმწიფო მრჩეველი სტრატეგიულ დაგეგმვასა და საჯარო მომსახურების სფეროში
იულია ბიდენკო – პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, უკრაინაში ევროკავშირის პროექტის საექსპერტო გუნდის წევრი ხარკოვში.
მომხსენებლები აუდიტორიას გააცნობენ უკრაინაში არსებულ შიდაპოლიტიკურ სიტუაციას, უკრაინული პოლიტიკური სისტემის რევოლუციის შემდგომ ტრანსფორმაციას, განხორციელებულ წარმატებულ თუ წარუმატებელ რეფორმებს, კრიზისის საშიშროებებსა და უკრაინაში ქართული პოლიტიკური ელიტის ბედს.
სამუშაო ენებია : რუსული და ინგლისური
დასწრება თავისუფალია!
მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის 20