Close Menu
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
Facebook X (Twitter) Instagram
Regional DialogueRegional Dialogue
Facebook X (Twitter) Instagram YouTube
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
Regional DialogueRegional Dialogue
Home » ბანერებზე საშიში საზოგადოების განწყობის ცვლილებაა
კომენტარი

ბანერებზე საშიში საზოგადოების განწყობის ცვლილებაა

21.07.20153 წუთის საკითხავი
გაზიარება
Facebook Twitter LinkedIn Email

გოგა აფციაური
რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, “კავკასიური სახლის” პროექტების მონაწილე

გადმოწიეს თუ არა რუსმა მესაზღვრეებმა საოკუპაციო ხაზი? ქართული საზოგადოების ბოლო დროის მთავარი სამსჯელო თემა ესაა. დაბნეულობა საქართველოს ხელისუფლების არაკოორდინირებულმა თუ არაშეთანხმებულმა განცხადებებმა გამოიწვია. საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდნენ, რომ ხურვალეთთან და წითელუბანთან  რუსები საოკუპაციო ხაზს გადმოსცდნენ და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერით ადგილობრივი მოსახლეობის ათობით ჰექტარი მიწის ნაკვეთი მიიტაცეს. გარდა ამისა, საოკუპაციო ხაზს მიღმა სტრატეგიული დანიშნულების ბაქო-სუფსას ნავთობსადენი მოექცა. სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი კი ამტკიცებდა, რომ რუსები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ა.ო.-ის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედებდნენ და თბილისის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კონტროლირებული ტერიტორია არ დაურღვევიათ. ახლა ამ საკითხში გარკვევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუ დადასტურდა, რომ რუსეთი მცოცავ ოკუპაციას უკვე გორის მუნიციპელიტეტის ტერიტორიაზე ახორციელებს, მაშინ განგაშის სიგნალის გაშვება ყველა მიმართულებით სასწრაფოდ უნდა მოხდეს და საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო ყურადღების მაქსიმალური მობილიზება უნდა მოახდინოს, მაგრამ ვიდრე საკითხი გაურკვეველია საზოგადოების ემოციურმა ქმედებებმა შესაძლოა პროვოკაციებს დაუდოს სათავე და საქმე უფრო გაფუჭდეს. ჟურნალისტების ერთი ჯგუფის მიერ საოკუპაციო ბანერის მოგლეჯვამ, პირდაპირი დარტყმის ქვეშ დააყენა ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებიც სოფელში ჩასულთა საპროტესტო აქციებს არ შეუერთდნენ და მომიტინგეებს სთხოვდნენ, რომ პროვოკაცია არ მოეწყოთ, რადგან შეიარაღებული რუსების პირისპირ მარტო აღმოჩნდებოდნენ.  მიუხედავად პოლიციის პატრულირებისა, აქ მცხოვრებ ადამიანებს დაუცველობის და მარტოობის სრული  განცდა აქვთ და ეს მეხსიერება 2008 წლის აგვისტოს ომიდან მოდის, როცა მთავრობამ ისინი შემოსული შეიარაღებული ჯგუფების პირისპირ მარტო  დატოვა. ეს ყველაფერი ოკუპირებულ ტერიტორიებთან მცხოვრებ ადამიანებს კიდევ დიდხანს ეხსომებათ, ამიტომ ისინი მყიფე მშვიდობას და სტაბილურობას განსაკუთრებით უფრთხილდებიან.  ჩემთვის გასაკვირი არ იყო, როცა მათ ოკუპაციის წინააღმდეგ სოფელში აქციის მოსწაყობად ჩასულ საზოგადოებას იქით მოუწყეს აქცია და მათ სოფლის დატოვება უსაფრთხოების შესანარჩუნებლად მოსთხოვეს. ამ ადამიანების საქციელი ზოგიერთმა აქტივისტმა ვაშლზე გაყიდულ პატრიოტიზმად შეაფასა. მაგრამ ხურვალეთელები და წითელუბნელები რომ წლების განმავლობაში  უწყლოდ, ბუნებრივი აირის გარეშე, ახლა უკვე უმოსავლოდ დარჩენილ და შესაბამისად სოციალური პრობლემებით სავსე  სოფლებში რჩებიან,  სხვების მსგავსად დედაქალაქში არ მირბიან და საკუთარ კერას ინარჩუნებენ ნუთუ ეს არის ვაშლზე გაყიდული პატრიოტიზმი? ….

2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის 58-ე არმია გორში შემოვიდა და 10 დღეზე მეტი ქალაქი ოკუპაციის პირობებში ცხოვრობდა, მაგრამ საერთაშორისო ძალისხმევით ოკუპაცია გორში დასრულდა. რუსებმა წელის ათრევით, უხალისოდ დატოვეს ეს ქალაქი, მაგრამ მხოლოდ საერთაშორისო ძალისხმევა რომ მათ არ აჩერებთ, ეს მთელმა მსოფლიომ ნახა. აქ სხვა რამეშია საქმე: რუსებმა იმ დროს  გორში და საქართველოს სხვა ქალაქებში დასაყრდენი, მხარდაჭერა ვერ ნახეს, ამიტომ ადრე თუ გვიან მათ წინააღმდეგ წინააღმდეგობის მოძრაობა დაიწყებოდა. ეს იგრძნეს კრემლში და გავიდნენ.  რატომ დგანან ისინი  ყირიმში, დონბასში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე? იმიტომ, რომ მათ იქ ჯერჯერობით მხარადჭერა აქვთ. ახლა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მთავარი  პრობლემა ის კი არ არის, ბანერს სად დადგამენ, მთავარი პრობლემა ახლა საქართველოში  პრორუსული ძალების, მე-5 კოლონის გაძლიერებაა. თუ კრემლში დაინახეს რომ მათი მომხრეების რაოდენობა გაიზარდა და საშველად უხმობენ, მაშინ ისინი ბანერებს ზედაც არ შეხედავენ და აღარც ტანკები გადაუხვევენ ორჭოსანისკენ. ამიტომ ქართული საზოგადოების გათიშულობა და  დაპირისპირება შესაძლოა ამ გეგმის ერთი დეტალი იყოს, რაც ამ პროვოკაციისას აშკარად გამოჩნდა, ვგულისხმობ ადგილობრივ მოსახლეობასა და თავისუფალი ზონის აქტივისტებს შორის დაპირისპირებას. რუსული პროპაგანდა უკვე მუშაობს ანტიდავსავლური მიმართულებით, რუსეთი რბილი ძალით, ფულით უკვე შემოდის საქართველოში, აძლიერებს საკუთარ მომხრეებს და ელოდება როდის დაუძახებენ ისინი საშველად. ამიტომ ბანერების აქეთ-იქით ტარება მანამდე არ არის საშიში, ვიდრე საზოგადოების დიდი ნაწილი ევრო-ატლანტიკური სივრცის მიმართულებით იხედება. ახლა მთავარი საზრუნავი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების არამარტო ეკონომიკური გაძლიერება, არამედ იქ განათლების შეტანა და ადამიანების სწორი ინფორმირებაა,  იმისთვის რომ ეს გაჭირვებული ხალხი მანიპულაციის მარტივ იარაღად არ იქცეს.

მსგავსი პოსტები

მერცი შოლცის ნაცვლად?!

23.02.2025

გერმანული თავსატეხი და მისი წინაპირობები

28.01.2022

მარსიანი: “გლობალური კატასტროფა ვითომ ერთმანეთისაგან განარჩევს ბრძენსა და სულელს, ძლიერსა და სუსტს, მდიდარსა და ღარიბს?”

17.11.2021
ახალი ამბები

ვერტიკალის რყევა: ომის ეფექტი რუსულ რეჟიმსა და ელიტებზე

16.06.2025

რა იდეოლოგია აქვს პუტინის რეჟიმს?

18.05.2025

რამდენიმე შტრიხი ინგლის-საქართველოს სარწმუნოებრივ ურთიერთობათა წარსულიდან – ნუგზარ პაპუაშვილი

08.05.2025

ცივილიზაციური თეორია პროპაგანდის სამსახურში

10.04.2025
  • Facebook
  • Twitter
  • Instagram
  • YouTube

ვერტიკალის რყევა: ომის ეფექტი რუსულ რეჟიმსა და ელიტებზე

ანალიტიკა 16.06.2025

ვლადიმირ პუტინი რუსეთს უკვე 25 წელია მართავს. ამ პერიოდში მან და მისმა გარემოცვამ „ძალაუფლების ვერტიკალი“…

რა იდეოლოგია აქვს პუტინის რეჟიმს?

18.05.2025

„ხალხთა მეგობრობა“ და ნაციონალიზმი საბჭოთა იმპერიაში

15.05.2025

რამდენიმე შტრიხი ინგლის-საქართველოს სარწმუნოებრივ ურთიერთობათა წარსულიდან – ნუგზარ პაპუაშვილი

08.05.2025

„კავკასიური სახლის“ პროექტი

  • კავკასიური სახლი 0155 თბილისი, საქართველო გალაკტიონ ტაბიძის 20
  • (+995 32) 2 935088;     (+995 32) 2 996022
  • info@caucasianhouse.ge
  • FAX: (+995 32) 2997261

პუბლიკაციების შინაარსი არ გამოხატავს დიდი ბრიტანეთის მთავრობის აზრს. პუბლიკაციების შინაარსი გამოხატავს ავტორთა პირად მოსაზრებებს.

Facebook Youtube Instagram Twitter
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский

© 2023 რეგიონალური დიალოგი. დიზაინი შექმნილია და შესრულებულია Rankers Digital-ის მიერ

„კავკასიური სახლის“ პროექტი

კავკასიური სახლი
0155 თბილისი, საქართველო
გალაკტიონ ტაბიძის 20

(+995 32) 2 935088; (+995 32) 2 996022

info@caucasianhouse.ge

FAX: (+995 32) 2997261

პუბლიკაციების შინაარსი არ გამოხატავს დიდი ბრიტანეთის მთავრობის აზრს. პუბლიკაციების შინაარსი გამოხატავს ავტორთა პირად მოსაზრებებს.
About Us
About Us

Your source for the lifestyle news. This demo is crafted specifically to exhibit the use of the theme as a lifestyle site. Visit our main page for more demos.

We're accepting new partnerships right now.

Email Us: info@example.com
Contact: +1-320-0123-451

Our Picks
Facebook X (Twitter) Instagram YouTube WhatsApp
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
© 2025 ThemeSphere. Designed by ThemeSphere.

ჩაწერეთ ზემოთ და დააჭირეთ Enter საძიებლად. გასაუქმებლად დააჭირეთ Esc.