Close Menu
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
Facebook X (Twitter) Instagram
Regional DialogueRegional Dialogue
Facebook X (Twitter) Instagram YouTube
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
Regional DialogueRegional Dialogue
Home » ევროინტეგრაცია საქართველოში ანუ ,,მაშასადამე ვარ ევროპელის“ კრიტიკული გააზრებისთვის
ბლოგი

ევროინტეგრაცია საქართველოში ანუ ,,მაშასადამე ვარ ევროპელის“ კრიტიკული გააზრებისთვის

05.07.20166 წუთის საკითხავი
გაზიარება
Facebook Twitter LinkedIn Email
,,იდეოლოგიური კლიშეებიდან გამოსვლა, საკუთარი ემპირიული ხედვისა და ვნებების მდგომარეობიდან გათავისუფლება დაგვეხმარება რეალობის ობიექტურ დანახვაში“
მერაბ მამარდაშვილი

ევროინტეგრაცია და ევროპული სტრუქტურებისკენ სწრაფვა უპირველესი თუ არა, ერთ-ერთი უმთავრესი სახელმწიფოებრივი საკითხია საქართველოსთვის. ქართველების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას და ამას აუცილებელ ამოცანადაც კი მიიჩნევს. რა თქმა უნდა, უცნაური და საგულისხმო არაფერია ამგვარ მიდგომებში, რომ არა თავად ევროპის ხშირად გაუცნობიერებელი და დამახინჯებული აღქმა, მისი იდეური და არსობრივი სტრუქტურის და ამ რეალობაში საქართველოს ადგილის სიღრმისეული გააზრების ნაკლებობა.

მოდით, ყველაფერი დავიწყოთ სახელმწიფოსა და ერის დახასიათებით. უნდა ითქვას, რომ ქვეყანა, გარკვეული ნიშნით, მისი შემადგენელი სუბიექტების – მოქალაქეების ,,ცხოვრებით ცხოვრობს“. მის წინაშე დაახლოებით მსგავსი გამოწვევები და ამოცანებია, რაც კონკრეტული ინდივიდის შემთხვევაში. ამასთან დაკავშირებით ცნობილი ესპანელი ფილოსოფოსი ორტეგა ი გასეტი სამართლიანად შენიშნავდა: ,,საზოგადოება-მასა შეიძლება განვიხილოთ როგორც ფსიქოლოგიური რანგის მოვლენა. ის არამარტო ადამიანთა სიმრავლეს აღნიშნავს, არამედ ერთი კონკრეტული ადამიანის ბუნებასაც.“[1] ამგვარად თუ ვიტყვით, რომ ევროპულ ინტეგრაციასთან მიმართებაში ქართული საზოგადოება ხშირად ზედაპირულია, მოჩვენებითია, არარეალისტურია, გულწრფელობას უჩივის, პასუხისმგებლობას გაურბის და ა. შ. ეს ასე ვთქვათ, ,,პიროვნული“ მახასიათებლები მისთვის საკამოდ შესაფერისი იქნება.

დავიწყოთ ზედაპირულობით.

ქართული სოციუმის უდიდეს ნაწილს არა აქვს საკმარისი წარმოდგენა ევროპის, დასავლეთის ისტორიული, სულიერი, მსოფლმხედველობითი იდეის შესახებ. ქართველებისთვის ევროპა ძირითადად მხოლოდ ე. წ. ,,აღთქმული მიწაა“, რომელიც მას ყველა პრობლემას მოუგვარებს და იქ შესვლის შემდეგ ყველანაირად ,,თავი ქუდში ექნება“.

ეს იმთავითვე არასწორი დამოკიდებულებაა არამხოლოდ ევროპის, არამედ ზოგადად ადამიანისა და საზოგადოების მიერ მისი სამომავლო ცხოვრების წარმოდგენის მიმართ. კაცობრიობას ჯერ არ მოუფიქრებია სოციალური თუ პოლიტიკური ინსტრუმენტი, სტრუქტურა, რომელიც მუშაობს როგორც პანაცეა, – ნებისმიერი ახალი რეალობა ახალ პრობლემებს სახავს, რომელსაც ახლებური გადაწყვეტა და შველა ჭირდება. ამის საპირისპიროდ, მთელი აქცენტის გადატანა ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ქვეყნის უთუოდ ,,გაბრწყინებაზე“ გვაშორებს დღევანდელობას, ახლანდელი დღით ცხოვრებას. ამის გარდა, ყბადაღებული ევროცენტრიზმი საკუთარი ადგილის, როლის და პასუხისმგებლობის ადეკვატურად გააზრების შესაძლებლობასაც გვართმევს, – საზოგადოება მუდმივად რაღაცის მოლოდინშია და განუწყვეტლივ ელის ხსნას გარედან, სხვისგან. ერად ყოფნა, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობა კი, პირველ რიგში, ქვეყნის მიერ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას და ამის გაბედვას ითხოვს. თავის ერთ-ერთ კლასიკურ ნაშრომში ზიგმუნდ ფროიდი აღნიშნავს: ,,ადამიანთა უმეტესობას სინამდვილეში არ უნდა თავისუფლება, რადგან თავისუფლება მოითხოვს პასუხისმგებლობას და ადამიანთა უმრავლესობას ეშინია მისი“. დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის ტვირთვის ურთიერთკავშირზე აკეთებდა განსაკუთრებულ აქცენტს ილია ჭავჭავაძეც, როდესაც მიუთითებდა: “ხალხი თვითმოქმედებით არის მხოლოდ ძლიერი და ნაყოფიერი სულით თუ ხორცით. …გვეყო, ბატონებო, ჩვენის აწმყოსი და მომავლის ბედის სხვაზედ მიგდება. სხვა გზა არ არის, ჩვენის ცხოვრების შარაგზა ჩვენვე უნდა გავიკაფოთ, ბედი და უბედობა ხელთ უნდა ვიგდოთ”.[2]

ევროპული სტრუქტურებისკენ მხოლოდ ინერციული და ტრაფარეტული მისწრაფება არამხოლოდ საკუთარი პასუხისმგებლობიდან ,,გაქცევას“ ემსგავსება, არამედ ქვეყნის მიერ საკუთარი თავიდანაც, წარსული ისტორიიდან, კულტურიდან და სამეზობლო რეგიონიდანაც კი. ამის ერთ-ერთი შედეგია, რომ არცთუ ისე იშვიათად, ხელოვნურად კეთება გაზვიადებული აქცენტი ქვეყნის ისტორიისა და ეროვნული თვითმყოფადობის ,,ევროპულად“ წარმოსაჩენად; ეს მაშინ როდესაც ჩვენი[3] კულტურა, ისტორია ევროპულთან ერთად, მაგალითად, როგორც კონსტანტინე გამსახურდია ამბობდა, ,,საკმაოდ არის დავალებული აღმოსავლეთიდანაც“. ასეთი მიდგომით ჩვენ თითქოს ,,გვრცხვენია“ ნამდვილი საკუთარი თავის და ვცდილობთ, რაც შეიძლება სწრაფად გავერიდოთ მას. ასევე ხშირად შესამჩნევი ტენდენციაა საბჭოთა ისტორიის, კომუნისტური წარსულის, ან თუნდაც ქართულ კულტურაზე რუსული გავლენის ერთი ხელის მოსმით ხაზის გადასმა და აბსოლუტურად ცალსახა, ვიწრო კატეგორიული პერსპექტივებით შეფასება. მართალია და ბუნებრივიცაა, ეს არ არის ყველაზე საამაყო მომენტები საქართველოს ისტორიაში, მაგრამ უახლესი წარსულია, რომელზედაც ქვეყნის ყოველდღიურობა სხვადასხვა ნიშნით დღემდე დგას, ამიტომ მისი გაუაზრებელი მოკვეთის მაგივრად, ობიექტური და ზომიერი ანალიზი გვჭირდება.

რადიკალიზმი და საკითხების რეალისტურად შეფასების შიში  ფონად გასდევს მთელ ქართულ საზოგადოებრივ სპექტრს დამოუკიდებლობიდან დღემდე. განსაკუთრებით 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, საქართველოში ჩამოყალიბდა სოციალური დისკურსი, რომელიც აბსოლუტურად ზღუდავდა ქვეყნის ევროპული არჩევანის კრიტიკას (სხვადასხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ წრეებში ეს მიდგომა დღემდე გრძელდება). ძალა, ინდივიდი, რომელიც გაუცნობიერებლად და შესაძლოა, გულწრფელად ეჭვქვეშ აყენებს ან კითხვები უჩნდება საქართველოს ევროპული არჩევანის მიმართ არის გარიყული, მიჩნეული ჩამორჩენილად და მარგინალად. ხშირად მსგავსი სტიგმატიზაცია უფრო შორსაც მიდის და ისინი ავტომატურად იხსენებიან როგორც რუსეთის მოკავშირეები ან კრემლის ქომაგები. რასაკვირველია, აქ საქმე არ ეხება იმას, თუ რამდენად ,,სწორია“ ან არგუმენტირებული აღიშნული საზოგადოების ევროსკეპტიციზმი, არამედ, ასე ვთქვათ, სოციუმის ,,პროგრესული ნაწილის“ დამოკიდებულებას მათ მიმართ. ევროპა, ევროპული ტრადიცია დგას პირველ რიგში განსხვავებული და თავისუფალი აზრის დაცვის გარანტად, რომელიც არ ერიდება საკუთარი თავის კრიტიკას. ამიტომ ევროპისთვის განსაკუთრებით უცხოა გაუცნობიერებლად რამის მიღება, ობსკურანტიზმი, სწორხაზოვანი და წმინდა ჭეშმარიტებად გამოცხადებული დოგმატები. ნამდვილი ევროპული მიდგომა საზოგადოების მსგავსი ჯგუფებისადმი იქნებოდა არა მათი კრიტიკის ცინიზმი, დაცინვა და იარლიყების მიწებება, არამედ იმ ევროპული ცოდნისა და გამოცდილებების გაზიარება, რომლებიც მათ სხვადასხვა მიზეზების გამო არასწორად ან საერთოდ ვერ გაიგეს. აღსანიშნავია, რომ ევროპისა და დასავლეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფუძველი სწორედ ჰუმანიზმია, რომელიც ქრისტიანული საწყისებიდან მოდის. ფილოლოგი ლევან გიგინეიშვილი სწორად შენიშნავს ამასთან დაკავშირებით, რომ ვისაც ეს არ შეუძლია, ალბათ, მას არც ესმის ევროპა ბოლომდეო.

ყველაფერი ევროპულის ინერციულად, ბრმად და ავტომატურად მიღება, მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის ევროპული, შეიძლება დავაკავშიროთ ერის გარკვეული ნაწილის ,,პოსტკოლონიალურ სნობიზმთან“, რაც გულისხმობს ყოფილი იმპერიის პერიფერიული საზოგადოებების ერთგვარ კომპლექსს, არ გამოჩნდნენ ჩამორჩენილად ,,განვითარებული მსოფლიოს“ თანამედროვე ტენდენციებისაგან. ამგვარ მცდელობას ევროპული ცხოვრების წესისა და აზროვნების ერთ-ერთი პირველი მოამაგე საქართველოში ნიკო ნიკოლაძე ადარებდა ადამიანს ,,ვინც მოდას აჰყვება, შეუფერებლად მოირთვება, მოიკაზმება და ხალხის თვალში სასაცილო გახდება“. (1,104) ნამდვილი ევროპელობა ალბათ უფრო ნიშნავს საკუთარი თავის, კულტურის და თვითმყოფადობის უფრო მეტად დაფასებას და არ გეთაკილებოდეს იყო ,,ის, რაც ხარ“, – როგორც ძველი ბერძნები იტყოდნენ gnōthi seauton. ამის შესახებ ნიკოლაძე ისევ აგრძელებს ,,ევროპული წესის თვისება ის არის, რომ ყოველი თაობა განძად სთვლის წინაპრებისაგან გადმოცემულ სიმართლეს და საუნჯეს და ზედ თვითონაც ბევრს ამატებს, ართავს, აშენებს. აზიაში და ჩვენთანაც, ყოველი ახალი თაობა ყოვლად უაზრო, უზრდელი, უტრადიციო, უეცრად სპობს და ლეწს წინანდელი თაობის ნაშრომს“. იგივეს გულისხმობდა აკაკი წერეთელი, როდესაც წერდა: ,,წარსულ ნერგზედ ახალ-ნამყის ველოდებით შეხორცებას“[4], და ბევრი სხვა ევროპული აზრის შემომტანი  საქართველოში.

საზოგადოება ალბათ ასევე უფრო ღრმად უნდა ფიქრობდეს, თუ რა აქვს მას ევროპული და რა უნდა ,,დამალოს“ მან ევროპისგან. ამ კუთხით შეიძლება ითქვას, რომ რასაც ჩვენ ყველაზე მეტად ვემიჯნებით და არაევროპულად წარმოგვიდგენია, მისი რაციონალური ფორმით წარმოჩენა, შესაძლოა, სავსებით მისაღები და ნორმალური იყოს ევროპისთვის. მაგალითად, თანამედროვე ევროპაში ანტირელიგიური და გნებავთ, ანტიტრადიციული ტენდენციების პარალელურად, დიდი ნოსტალგიაა სულიერებისადმი, მისტიკისადმი ან/და ე.წ. მყარი ტრადიციული კატეგორიებისადმი, რომლის შედეგადაც ბევრი ხდება ბუდისტი და მუსლიმიც კი. ამ მხრივ ტრადიციული ქართული ქრისტიანული კულტურა და ,,კონსერვატიული ხმა“ სულაც არ ჩანს ევროპული კონტექსტიდან ამოვარდნილად.[5]

საკუთარის მიჩქმალვის და ყალბი ევროპელობის დამატებით არაერთი კერძო ფაქტის მოყვანა შეიძლება: მაგალითად, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში დასავლეთი ხშირად გამოიხატება მხოლოდ დასავლელი პოლიტიკოსების ნაცნობობაში, საუნივერსიტეტო გარემოში (განსაკუთრებით იმ მიმართულებებზე, სადაც საგარეო პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები ისწავლება)  მხოლოდ ევროკავშირსა და ნატოზე საუბრით, საჯარო სივრცეში ევროპაში მიღებული განათლების უპირობო უპირატესობაში, – როდესაც ცალსახა აქცენტი კეთდება არა შინაარსზე, არამედ უბრალოდ ფაქტზე, რომ ადამიანმა განათლება საზღვარგარეთ მიიღო, შენობებისა და ქალაქების არქიტექტურის ფსევდო-ევროპულ ყაიდაზე მოწყობაში და ა. შ.

ევროპა არ შეიძლება იყოს მხოლოდ ლიბერალური რეფორმების გატარება: მაგალითად, გენდერული ბალანსის ხელოვნური მიღწევა, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, პოლიტკორექტულობაზე მუდმივი აპელირება და სხვ. როგორც პუბლიცისტი შოთა იათაშვილი წერს ევროპა ძალიან უბრალო რამით, – ყოფის კულტურით იწყება, ანუ როგორ ცხოვრობ, როგორ აღიქვამ საკუთარ გარემოს, ყოველდღიურობას, ცხოვრების წესს…[6] იგივეს ამბობდა პირველი რესპუბლიკის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიაც XX საუკუნის დასაწყისში, რომ ევროპელობა მოწოდებით და თეორიის დონეზე არ ხდება: “ვერცერთი ხალხი ვერ ევროპიელდება გონებით, პოლიტიკურათ, თუ ის ვერ ევროპიელდება ცხოვრებით, ეკონომიურათ“.

ევროპა არ არის ჩვენი საბოლოო დანიშნულება ან მიზანი, როგორადაც ეს ხშირად საქართველოში ისმის. ევროპა უფრო საშუალებაა, მექანიზმი, რომლის დახმარებითაც გრძელვადიან სოციო-ეკონომიკურ და პოლიტიკურ სარგებელთან ერთად, უნდა განვიმტკიცოთ ის ფასეულობები, რასაც ჩვენ ნამდვილ ევროპულს ვუწოდებთ. სამწუხაროდ, ხშირად ეს იდეალები და ღირებულებები ჩვენთან ლოზუნგებს და სლოგანებს არ ცდება.

ედიშერ ბაღათურია.

“კავკასიური სახლი”

______________________________________________________________

[1] ორტეგა ი გასეტი, ხოსე. ,,მასების ამბოხი“. გამომცემლობა ,,ხომლი“. თბილისი, 1993

[2] ჭავჭავაძე, ილია. ,,აზრები“. შემდგენელი გ. კალანდარიშვილი. თბილისი, 1988

[3] იგულისხმება საქართველოს

[4] წერეთელი, აკაკი. ,,თორნიკე ერისთავი“. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი, 1987

[5] გიგინეიშვილი, ლევან. ,,შეხვედრები მწერალთა სახლში“. ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სატელევიზიო გადაცემათა არქივი. 25 აპრილი, 2014

[6] იათაშვილი, შოთა. ,,კვირის აზრები“. ტელეკომპანია ,,მაესტროს“ სატელევიზიო გადაცემების არქივი. 5 სექტემბერი, 2012

მსგავსი პოსტები

„ხალხთა მეგობრობა“ და ნაციონალიზმი საბჭოთა იმპერიაში

15.05.2025

სამხრეთ კავკასიური „შენგენი“

08.05.2025

საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი: 1920-იანი წლების საბჭოთა მიდგომა ტერიტორიული დავებისადმი

31.03.2025
ახალი ამბები

რუსეთის მომავალი კრემლის იდეოლოგების აზრით

10.12.2025

რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები უკრაინის ომის ფონზე

23.10.2025

სტალინიზმის რენესანსი რუსეთში

09.08.2025

„ცუდი რუსები“ – რუსული კინოს გავლენა უკრაინაში ომის დაწყებაზე

21.07.2025
  • Facebook
  • Twitter
  • Instagram
  • YouTube

რუსეთის მომავალი კრემლის იდეოლოგების აზრით

ანალიტიკა 10.12.2025

როგორ წარმოუდგენიათ რუსეთში საკუთარი მომავალი? როგორი იქნება რუსული სახელმწიფო 2050 წელს კრემლის პროპაგანდისტების აზრით? მომავლის…

რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები უკრაინის ომის ფონზე

23.10.2025

ახალგაზრდების ხედვა გაერო-ს რეზოლუცია „ახალგაზრდების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის“ შესახებ საქართველოში

18.10.2025

სტალინიზმის რენესანსი რუსეთში

09.08.2025

„კავკასიური სახლის“ პროექტი

  • კავკასიური სახლი 0155 თბილისი, საქართველო გალაკტიონ ტაბიძის 20
  • (+995 32) 2 935088;     (+995 32) 2 996022
  • info@caucasianhouse.ge
  • FAX: (+995 32) 2997261

პუბლიკაციების შინაარსი არ გამოხატავს დიდი ბრიტანეთის მთავრობის აზრს. პუბლიკაციების შინაარსი გამოხატავს ავტორთა პირად მოსაზრებებს.

Facebook Youtube Instagram Twitter
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский

© 2023 რეგიონალური დიალოგი. დიზაინი შექმნილია და შესრულებულია Rankers Digital-ის მიერ

„კავკასიური სახლის“ პროექტი

კავკასიური სახლი
0155 თბილისი, საქართველო
გალაკტიონ ტაბიძის 20

(+995 32) 2 935088; (+995 32) 2 996022

info@caucasianhouse.ge

FAX: (+995 32) 2997261

პუბლიკაციების შინაარსი არ გამოხატავს დიდი ბრიტანეთის მთავრობის აზრს. პუბლიკაციების შინაარსი გამოხატავს ავტორთა პირად მოსაზრებებს.
About Us
About Us

Your source for the lifestyle news. This demo is crafted specifically to exhibit the use of the theme as a lifestyle site. Visit our main page for more demos.

We're accepting new partnerships right now.

Email Us: info@example.com
Contact: +1-320-0123-451

Our Picks
Facebook X (Twitter) Instagram YouTube WhatsApp
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
© 2026 ThemeSphere. Designed by ThemeSphere.

ჩაწერეთ ზემოთ და დააჭირეთ Enter საძიებლად. გასაუქმებლად დააჭირეთ Esc.