Close Menu
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
Facebook X (Twitter) Instagram
Regional DialogueRegional Dialogue
Facebook X (Twitter) Instagram YouTube
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
Regional DialogueRegional Dialogue
Home » მარნეული „დღესა მას ნავრუზობასა“
ბლოგი

მარნეული „დღესა მას ნავრუზობასა“

26.03.20214 წუთის საკითხავი
გაზიარება
Facebook Twitter LinkedIn Email

32 წლის სამირა ბაირამოვა მარნეულის მუნიციპალიტეტის ალგეთის თემის სოფელ საბირქენდში ცხოვრობს. სამირას ოჯახიც, ისევე, როგორც აზერბაიჯანელი ოჯახების უმეტესობა გაზაფხულის დღესასწაულს – ნოვრუზ ბაირამს – გამორჩეულად აღნიშნავს. მილი ბაირამის – ეროვნული ზეიმის სამზადისი კარგა ხნით ადრე იწყება. ჯეჯილი – გაზაფხულის,  ნაყოფიერებისა და სიუხვის სიმბოლო – სადღესასწაულო სუფრის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია, ამიტომ ერთი თვით ადრე თესენ ხორბალს, რომ 21 მარტისთვის ჯეჯილი კარგად იყოს აბიბინებული. ნოვრუზისთვის საგანგებოდ ამზადებენ სადღესასწაულო ხონჩას, რომელზეც  ჯეჯილის გარდა დევს:  ტკბილეული, წითელი და ფერად-ფერადი კვერცხები.   

„ნოვრუზისთვის ცხვება რამდენიმე ნამცხვარი: შაქარბურა, გოღალი, ფახლავა. მათ მომზადებას საკმაოდ დიდ დრო სჭირდება, 6-7 საათი მაინც. შაქარბურას ნახევარმთვარის ფორმა აქვს, გოღალს – მზის და ფახლავას – ვარსკვლავების. ეს შემთხვევით არ ხდება, ნამცხვრები კოსმიურ მოდელს განასახიერებენ“, – ამბობს სამირა.

დღესასწაული 4-5 დღე გრძელდება, იწყება სამშაბათიდან და გვირგინდება 21 მარტს – გაზაფხულის ბუნიაობა დღეს.

21 მარტს დილით ოჯახის წევრები ჯერ ტკბილეულით ულოცავენ ერთმანეთს. საღამოს ყველა ერთად იკრიბება სადღესასწაულო მაგიდასთან, თითოეულის სახელზე ინთება სანთელი. მერე იწყება სტუმრიანობა, ახლობლები გვიანობამდე დადიან ერთმანეთთან.

სადღესასწაულო სუფრაზე უნდა იყოს: ბატკნის ხორცი, დოლმა – „უჩ ბაჯი დოლმა“ – სამი დის დოლმა (რადგან ხორცი სამი ფერის ბოსტნეულში – პომიდორში, ბულგარულ წიწაკასა და ბადრიჯანშია ჩატენილი), ჩიხირთმა (რომელიც ქართული ჩიხირთმისგან განსხვავდება და უფრო ჩვენებურ  ჩახოხბილს ჰგავს), სხვა აზერბაიჯანული კერძები და, რასაკვირველია, მთავარი ბლუდა, სუფრის „მეფე“ – ფლავი.

სამირამ შაბათი დღე სახლში გაატარა, დედასთან ერთად სადღესასწაულო კერძებს ამზადებდა, რადგან კვირა დღეს, 21-ში სახლის საქმეებისთვის აღარ ეცალა.

სამირა ბაირამოვა სამოქალაქო აქტივისტია, მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფში“, პერიოდულად სხვადასხვა პროექტშია ჩართული. კარგად ფლობს ქართულ ენას. ჯიპას საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს. როგორც ამბობს, მისი ყველაზე დიდი მხარდამჭერი ოჯახია.

კვირას სამირა რამდენიმე ღონისძიების ორგანიზებაში იყო ჩართული.

როცა ამ სტატიისთვის რესპონდენტებს ვეძებდი და ვაზუსტებდი, რა იგეგმებოდა მარნეულში, რამდენიმე ნაცნობმა სწორედ მასთან გადამამისამართა.

ნოვრუზ ბაირამი – გაზაფხულის დღესასწაული – აზერბაიჯანელების და არა მხოლოდ აზერბაიჯანელების გამორჩეულად საყვარელი დღესასწაულია. ნოვრუზს 2009 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა და 2010 წელს კი 21 მარტი  გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საერთაშორისო დღედ გამოცხადა.

ნოვრუზ ბაირამი საქართველოშიც უძველესი დროიდან აღინიშნებოდა, როგორც მწერალი და მთარგმნელი ოქტაი კაზუმოვი ამბობს, ამ დღესასწაულის აღნიშვნას, სულ მცირე 8 საუკუნის ისტორია მაინც აქვს. ამის დასტურად შოთა რუსთაველის  „ვეფხისტყაოსანი“ მოჰყავს:

„ამა ქალაქსა წესია დღესა მას ნავრუზობასა –

არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა;

ყოველნი სწორად დავიწყებთ კაზმასა, ლამაზობასა“.

თუმცა გაზაფხულის დღესაწაულის ტრადიციის ფესვები გაცილებით ადრეულ პერიოდში უნდა ვეძებოთ.

სამირა ბაირამოვა განმარტავს: „მინდა ყველას ვუთხრა, რომ ნოვრუზი არ არის რელიგიური დღესასწაული, ეს სახალხო დღესაწაულია და დაახლოებით  300 მილიონი ადამიანი აღნიშნავს მსოფლიოში“…

ოქტაი კაზუმოვიც ამბობს, რომ დღესასწაულს თავისი გავლენა დაატყო სხვადასხვა ცივილიზაციამ, სხვადასხვა რელიგიამ, სხვადასხვა პერიოდმა, თუმცა მას  მხოლოდ სახალხო დღესასწაულის მნიშვნელობა აქვს, თუნდაც ისეთ ქვეყანაში, როგორიც არის ირანის ისლამური რესპუბლიკა.

„ეს დღესასწაული იმითიც არის მნიშვნელოვანი, რომ ძალიან კარგად ასახავს აზერბაიჯანული კულტურისა და ყოფის ყველა მნიშვნელოვან დეტალს. მაგალითად, თავის თავში აერთიანებს 4 ძირითადი სტიქიის, ელემენტის გაღვიძებას, რაც 4 დღის განმავლობაში აღინიშნება. ყველაფერი გვირგვინდება ბუნიაობით, დღით, როცა დღე და ღამე ტოლდება.

ნოვრუზისადმი არის მიძღვნილი უამრავი ლექსი, უამრავი სიმღერა და რწმენა-წარმოდგენა.

ნოვრუზი ყველგან აღინიშნება, მაგრამ თითოეულმა რეგიონმა თავისი ხელი დაატყო. ზოგან, მაგალითად, ჩემს სოფელში ცოტა ადრეც აღნიშნავენ, მარტის მესამე კვირას. ზოგან, მაგალითად, მარნეულში მეორე დღეს დიდ ხესთან მიდიან: ეს ხე ზოგან ტირიფია, ზოგან ალვის ხე, რომელსაც ჩინარს ვეძახით.

ნოვრუზი უამრავი დათქმის დღეა: შერიგების, ნიშნობის, სიყვარულში გამოტყდომის“.

სხვა წლებისგან განსხვავებით, ეპიდემიის გამო შარშან და წელს, არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლების დონეზე მარნეულში სადღესასწაულოდ არანაირი ღონისძიება არ დაგეგმილა, ინიციატივა სამოქალაქო აქტივისტებმა აიღეს. მათ ასევე თხოვნით მიმართეს პრემიერ-მინისტრს, რომ 21-ში კომენდანტის საათი გაეუქმებინათ. თუმცა პრემიერის აპარატიდან წერილი რელიგიურ საკითხთა საბჭოს დააწერეს. საბოლოოდ კი აქტივისტებმა უარი მიიღეს.

„დამცირებულად ვგრძნობთ თავს. ერთია წინასაარჩევნო დაპირება და მეორე არჩევნებისშემდგომი რეალობა. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის მილოცვა ფარისევლურია. სხვაგვარად ვერ ავხსნით იმ ფაქტს, რომ 2-3 საათითაც არ მოხსნეს კომენდანტის საათი, – გვითხრა ღონისძიების ინიიციატორმა მირთაგი ასადოვმა – ვოცნებობთ დროზე, როცა ჩვენი დღესასწაულებიც საკონონმდელო დონეზე აღინიშნება“.

დღის 2 საათზე მარნეულის გამგეობის სიახლოვეს მდებარე სკვერში აქტივისტებმა დღესასწაულის აღნიშვნა დაიწეს. ხალხიც იყო, თუმცა, ცხადია, არა ისეთი მასშტაბით, როგორც წინა წლებში.

ისმოდა აზერბაიჯანული მუსიკა.

იდგა დიდი სამოვარი, ყველა მიირთმევდა ჩაის და ტკბილეულს.

კოცონის დანთების პატივი ანა დოლიძეს ერგო, რომელიც ერთადერთი იყო პოლიტიკოსთაგან, მარნეულში იმ დროისთვის რომ ჩავიდა.

„თქვენი ჩამობრძანება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ვისურვებ და ღვთის შეწევნით, ასევე იქნება, რომ ჩვენ ყველა ერთად შევქმნით ერთიან ძლიერ სახელმწიფოს“, – მიმართა თბილისიდან ჩასულ სტუმრებს მირთაგი ასადოვმა.

საღამოს ტრადიციულ სუფრაზე ბაირამოვების ოჯახში მოვხვდით.

„მრავალ ნოვრუზს დაესწარით“, – დაგვლოცა სამირას მამამ, კალანტარ ბაირამოვმა. ზოგჯერ ოჯახებში ღვინოც აქვთ, თუმცა სადაც სასულიერო პირები არიან ან მორწმუნე მუსლიმები, ალკოჰოლური სასმელები არ გმაოიყენება.

კომენდანტის საათამდე ჩვენ თბილისში დავბრუნდით. თუმცა აქტივისტები პროტესტის ნიშნად მარნეულის ცენტრში შეიკრიბნენ.

„ჩვენ კანონის დარღვევა სულაც არ გვინდა, უბრალოდ, დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ვაპროტესტებთ“, – გვითხრა სამირა ბაირამოვამ.

მარნეულში და სოფლებში გვიანობამდე ისმოდა აზერბაიჯანული სიმღერა, მილოცვა…

გუშინ პოლიცია ამ პროცესში არ ჩარეულა.

თინათინ მოსიაშვილი

22.03.2021

მსგავსი პოსტები

„ხალხთა მეგობრობა“ და ნაციონალიზმი საბჭოთა იმპერიაში

15.05.2025

სამხრეთ კავკასიური „შენგენი“

08.05.2025

საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი: 1920-იანი წლების საბჭოთა მიდგომა ტერიტორიული დავებისადმი

31.03.2025
ახალი ამბები

რა იდეოლოგია აქვს პუტინის რეჟიმს?

18.05.2025

რამდენიმე შტრიხი ინგლის-საქართველოს სარწმუნოებრივ ურთიერთობათა წარსულიდან – ნუგზარ პაპუაშვილი

08.05.2025

ცივილიზაციური თეორია პროპაგანდის სამსახურში

10.04.2025

ტრაგიკული დიპლომატია: ამერიკულ-რუსული მოლაპარაკებები უკრაინის შესახებ

11.03.2025
  • Facebook
  • Twitter
  • Instagram
  • YouTube

რა იდეოლოგია აქვს პუტინის რეჟიმს?

ანალიტიკა 18.05.2025

პუტინიზმის იდეოლოგიურ კონტურებზე საუბარი დიდი ხანია გრძელდება. მრავალი წელია მეცნიერები და ექსპერტები რუსული რეჟიმის ბუნებაზე…

„ხალხთა მეგობრობა“ და ნაციონალიზმი საბჭოთა იმპერიაში

15.05.2025

რამდენიმე შტრიხი ინგლის-საქართველოს სარწმუნოებრივ ურთიერთობათა წარსულიდან – ნუგზარ პაპუაშვილი

08.05.2025

სამხრეთ კავკასიური „შენგენი“

08.05.2025

„კავკასიური სახლის“ პროექტი

  • კავკასიური სახლი 0155 თბილისი, საქართველო გალაკტიონ ტაბიძის 20
  • (+995 32) 2 935088;     (+995 32) 2 996022
  • info@caucasianhouse.ge
  • FAX: (+995 32) 2997261

პუბლიკაციების შინაარსი არ გამოხატავს დიდი ბრიტანეთის მთავრობის აზრს. პუბლიკაციების შინაარსი გამოხატავს ავტორთა პირად მოსაზრებებს.

Facebook Youtube Instagram Twitter
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский

© 2023 რეგიონალური დიალოგი. დიზაინი შექმნილია და შესრულებულია Rankers Digital-ის მიერ

„კავკასიური სახლის“ პროექტი

კავკასიური სახლი
0155 თბილისი, საქართველო
გალაკტიონ ტაბიძის 20

(+995 32) 2 935088; (+995 32) 2 996022

info@caucasianhouse.ge

FAX: (+995 32) 2997261

პუბლიკაციების შინაარსი არ გამოხატავს დიდი ბრიტანეთის მთავრობის აზრს. პუბლიკაციების შინაარსი გამოხატავს ავტორთა პირად მოსაზრებებს.
About Us
About Us

Your source for the lifestyle news. This demo is crafted specifically to exhibit the use of the theme as a lifestyle site. Visit our main page for more demos.

We're accepting new partnerships right now.

Email Us: info@example.com
Contact: +1-320-0123-451

Our Picks
Facebook X (Twitter) Instagram YouTube WhatsApp
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
© 2025 ThemeSphere. Designed by ThemeSphere.

ჩაწერეთ ზემოთ და დააჭირეთ Enter საძიებლად. გასაუქმებლად დააჭირეთ Esc.