Close Menu
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
Facebook X (Twitter) Instagram
Regional DialogueRegional Dialogue
Facebook X (Twitter) Instagram YouTube
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
Regional DialogueRegional Dialogue
Home » მეორე მსოფლიო ომი ანტიკოლონიური პერსპექტივიდან
ბლოგი

მეორე მსოფლიო ომი ანტიკოლონიური პერსპექტივიდან

13.05.20204 წუთის საკითხავი
გაზიარება
Facebook Twitter LinkedIn Email

კოლონიზაცია თანამედროვე კაპიტალისტური სისტემის ფუნდამენტური ატრიბუტია, რომელიც ერთი ქვეყნის მიერ (იმპერიის მიერ), სხვა ქვეყნ(ებ)ის და ხალხის ექსპლუატაციას მოიცავს. მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ყველაზე მნიშველოვანი თემა და დამახასიათებელი ასპექტი კოლონიალიზმი და შესაბამისად, ანტიკოლონიური ხასიათის ბრძოლები გახლდათ.

1930-იანი წლების მსოფლიომ იცოდა, რომ ნაცისტური გერმანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი აღმოსავლეთით ექსპანსია იყო. ამ მიზანზე ჰიტლერი „Mein Kampf-ში“ პირდაპირ საუბრობდა. ნაცისტური იმპერიის აღმოსავლეთით გავრცობას მატერიალური მიზეზები გააჩნდა – აღმოსავლეთ ევროპის ნაყოფიერი მიწისა და რესურსებს ათვისება. ამავდროულად, ეს იყო ფაშისტური იდეოლოგიური მისია, რომ არიული რასის ბატონობა დამკვიდრებულიყო „უმცროს“, „პრიმიტიულ“ სლავურ და სხვა რასებზე; ეს გეგმა მოიცავდა „პრიმიტიული“ რასების გადასახლებას, დამონებას, ან მთლიანად ანულირებას. ამ კონტექსტში, ნაცისტური მთავრობა ხშირად აპელირებდა უიდეო ბოლშევიზმის განადგურების აუცილებლობაზე და ბოლშევიკური მმართველობის განადგურებას პირდაპირ უკავშირებდა ებრაელების ლიკვიდაციის აუცილებლობას.

1941 წლის 22 ივნისის შეტევა, ზემოთ აღწერილი კოლონიზაციის გეგმის განხორციელება იყო. ამ პერიოდში, და ამ კონტექტში, საბჭოთა კავშირს განსაკუთრებით უთანაგრძნობდა კოლონიზებული ხალხი. სტალინგრადის ბრძოლის დროს, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი აფრო-ამერიკელი პოეტი, ლენგსტონ ჰიუზი წერდა, რომ საბჭოელი ხალხის მიერ ფაშისტების დამარცხებას მსოფლიო მნიშვენლობა ჰქონდა. ჰიუზი წითელი არმიის გამარჯვების მნიშვნელობას პირდაპირ უკავშირებდა საკუთარ სამშობლოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კუ კლუქს კლანზე და ფაშისტურ ელემენტებზე გამარჯვებას. შესაბამისად, საბჭოთა კავშირის მიერ ფაშისტი კოლონიზატორების დამარცხებას, გლობალური მნიშვნელობა გააჩნდა.

ლენგსტონ ჰიუზი (ფოტო)

აზიის ფრონტი

მეორე მსოფლიო ომი მართლაც გლობალური მოვლენა იყო და მსოფლიოს ყველა კუთხეში შესაბამისი გეოპოლიტიკური და სხვადასხვაგვარი სპეციფიკით მიმდინარეობდა. ჩვენთვის, ქართველებისთვის, ნაკლებად ცნობილია ამ ომის აზიის ფრონტი. აზიის ფრონტის გეოპოლიტიკური რეალობა ის იყო, რომ კონტინენტის ქვეყანათა უმეტესობა გახლდათ დასავლეთის კოლონია. ამ რეალობაში, იაპონიამ, აზიის ფაშისტურმა ძალამ, უკვე 1930-იანი წლებიდან ერთიანი სტრატეგია შეიმუშავა, რათა დასავლეთის კოლონიები თავისკენ გადმოებირებინა. იაპონიის იმპერია აქტიურად იყენებდა ანტიდასავლურ, ანტიკოლონიურ პროპაგანდას, სადაც აზიის ქვეყნებს მოუწოდებდა  აღმოსავლეთ აზიის თანამშრომლობისა და კეთილდღეობის ფართო სივრცის შექმნას, სადაც ყველა ქვეყანა თანასწორი იქნებოდა. 1941 წლის ნოემბერში, იმპერიული იაპონიის მთავრობამ უკვე ოფიციალური ფართო აღმოსავლეთის სამინისტრო დაარსა. მიუხედავად იმისა, რომ იაპონიის იმპერია ნაცისტურ იდეოლოგიაზე იყო დაფუძნებული (ესე იგი, იაპონური რასის უპირატესობის აღიარებაზე), სტრატეგიული მიზეზების გამო, რასისტული მიდგომები ჩანაცვლებული იქნა აზიელი ხალხის რასობრივ თანასწორობაზე აქცენტირებით, რაც რიტორიკის დონეზე, იაპონიას ფუნდამენტურად განასხვავებდა დასავლეთისგან.

ომის დროს, როცა დასავლეთის ქვეყნები ევროპის ფრონტზე იყვნენ გადართულები, იაპონიამ იოლად შეძლო დასავლეთის კოლონიების დაპყრობა. ზოგ შემთხვევაში, დაპყრობა არც იყო საჭირო, რადგან დასავლეთის კოლონიებმა ღიად მიიღეს იაპონია. ზოგ ქვეყანაში მართლაც სჯეროდათ, რომ აზიური დამპყრობლური ძალა მეტ თანასწორობას და განვითარებას მოუტანდათ, ხოლო ზოგან მიაჩნდათ, რომ იაპონიის მიღება უბრალოდ პრაგმატული გეოპოლიტიკური შანსი იყო, რომელიც ევროპისგან თავის დასახსნელად უნდა გამოეყენებინათ (ამ უკანასკნელის კარგი მაგალითი ინდონეზიაა). უკვე 1943 წელს, იპონიის დაქვემდებარებაში იყო შემდეგი დასავლეთის კოლონიები: ინდოჩინეთი (საფრანგეთის კოლონია); ბირმა, ჰონგ-კონგი, მალაიზია, სინგაპური (ბრიტანეთის კოლონიები); ფილიპინები, გუამი (ამერიკის კოლონიები); ინდონეზია (ჰოლანდიის კოლონია); ახალი გვინეა (ავსტრალიის კოლონია); და სხვები.

თუმცა, იაპონიის მმართველობის ქვეშ მალევე გამოაშკარავდა, რომ აზიის იმპერიას დასავლეთის მსგავსი კოლონიური მიზნები და მიდგომები ჰქონდა, და რომ თანასწორობაზე აპელირება უბრალო პოლიტიკური ხრიკი იყო. შესაბამისად, ამ ქვეყნებში დაიწყო ადგილობრივი მობილიზება, რის შედეგადაც იაპონიას “ფართო აღმოსავლეთ აზიის” სივრცის დატოვება აიძულეს. 1945 წლის 2 სექტემბერს, იაპონიამ კაპიტულაცია გამოაცხადა მოკავშირეების წინაშე და მეორე მსოფლიო ომი ოფიციალურად დასრულდა. ამის შემდეგ, დასავლურმა ქვეყნებმა აქტიური მცდელობა დაიწყეს იმისათვის, რომ რესურსებით მდიდარი ყოფილი კოლონიები დაებრუნებინათ, რადგან ეს საუკეთესო შესაძლებლობა იყო ევროპის სწრაფი ეკონომიკური აღდგენისთვის. თუმცა, ომის დასრულების შემდეგ, ყოფილ კოლონიებში უკვე სრულად მომწიფდა ანტიკოლონიური ცნობიერება და შემართება, და ამ ქვეყნებში დაიწყო ფიზიკური ბრძოლები დასავლეთის რეკოლონიზაციის წინააღმდეგ. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი 30-40 წელი ანტიკოლონიური ბრძოლების ეპოქაა.

რომ შევაჯამოთ, მეორე მსოფლიო ომმა და ფაშიზმის დამარცხებამ, კოლონიზაციის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ფუნდამენტური გარდატეხა  მოახდინა. საბჭოთა კავშირის შეუპოვარი ბრძოლა ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ ანტიკოლონიური ბრძოლა იყო და, შესაბამისად, შთააგონებდა და აძლიერებდა დედამიწის კოლონიზებულ ხალხს. აღმოსავლეთით, აზიის ფრონტზე, ანტიკოლონიური გამოღვიძება იმდენად რეალური და ხელჩასაჭიდი იყო, რომ ფაშისტური იაპონიის იმპერია ანტიდასავლურ, ანტიკოლონიურ პროპაგანდას პირდაპირ პოლიტიკურ სტრატეგიად იყენებდა აზიის ქვეყნების გადმობირებისთვის. ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ და ვაფასებდეთ, რომ ამ ომში, 1945 წელს, ადამიანების თავისუფლების (განთავისუფლების) პოტენციალის მქონე მხარემ გაიმარჯვა.

იაპონური ანტიდასავლური პროპაგანდის ნიმუში, რომელიც ასახავს ინდოელი ხალხის წაქეზებას (საომარი ბიძგის მიცემას) იაპონელების წინააღმდეგ. 1943 წელი. (წყარო)

იაპონური ანტიბრიტანული პროპაგანდის ნიმუში, 1941 წელი. (წყარო)

მეორე მსოფლიო ომის დასრულების დღეს, 1945 წლის 2 სექტემბერს, ჰო ჩი მინი ვიეტნამის დამოუკიდებლობას აცხადებს. ვიეტნამის ანტიკოლონიური ბრძოლა მომდევნო 30 წლის განმავლობაში გაგრძელდება. (წყარო)

ქეთი თადიაშვილი

საერთაშორისო განვითარების პოლიტიკის სპეციალისტი

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და იგი შესაძლოა არ ასახავდეს “კავკასიური სახლის” ოფიციალურ პოზიციას.

მსგავსი პოსტები

„ხალხთა მეგობრობა“ და ნაციონალიზმი საბჭოთა იმპერიაში

15.05.2025

სამხრეთ კავკასიური „შენგენი“

08.05.2025

საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი: 1920-იანი წლების საბჭოთა მიდგომა ტერიტორიული დავებისადმი

31.03.2025
ახალი ამბები

რა იდეოლოგია აქვს პუტინის რეჟიმს?

18.05.2025

რამდენიმე შტრიხი ინგლის-საქართველოს სარწმუნოებრივ ურთიერთობათა წარსულიდან – ნუგზარ პაპუაშვილი

08.05.2025

ცივილიზაციური თეორია პროპაგანდის სამსახურში

10.04.2025

ტრაგიკული დიპლომატია: ამერიკულ-რუსული მოლაპარაკებები უკრაინის შესახებ

11.03.2025
  • Facebook
  • Twitter
  • Instagram
  • YouTube

რა იდეოლოგია აქვს პუტინის რეჟიმს?

ანალიტიკა 18.05.2025

პუტინიზმის იდეოლოგიურ კონტურებზე საუბარი დიდი ხანია გრძელდება. მრავალი წელია მეცნიერები და ექსპერტები რუსული რეჟიმის ბუნებაზე…

„ხალხთა მეგობრობა“ და ნაციონალიზმი საბჭოთა იმპერიაში

15.05.2025

რამდენიმე შტრიხი ინგლის-საქართველოს სარწმუნოებრივ ურთიერთობათა წარსულიდან – ნუგზარ პაპუაშვილი

08.05.2025

სამხრეთ კავკასიური „შენგენი“

08.05.2025

„კავკასიური სახლის“ პროექტი

  • კავკასიური სახლი 0155 თბილისი, საქართველო გალაკტიონ ტაბიძის 20
  • (+995 32) 2 935088;     (+995 32) 2 996022
  • info@caucasianhouse.ge
  • FAX: (+995 32) 2997261

პუბლიკაციების შინაარსი არ გამოხატავს დიდი ბრიტანეთის მთავრობის აზრს. პუბლიკაციების შინაარსი გამოხატავს ავტორთა პირად მოსაზრებებს.

Facebook Youtube Instagram Twitter
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский

© 2023 რეგიონალური დიალოგი. დიზაინი შექმნილია და შესრულებულია Rankers Digital-ის მიერ

„კავკასიური სახლის“ პროექტი

კავკასიური სახლი
0155 თბილისი, საქართველო
გალაკტიონ ტაბიძის 20

(+995 32) 2 935088; (+995 32) 2 996022

info@caucasianhouse.ge

FAX: (+995 32) 2997261

პუბლიკაციების შინაარსი არ გამოხატავს დიდი ბრიტანეთის მთავრობის აზრს. პუბლიკაციების შინაარსი გამოხატავს ავტორთა პირად მოსაზრებებს.
About Us
About Us

Your source for the lifestyle news. This demo is crafted specifically to exhibit the use of the theme as a lifestyle site. Visit our main page for more demos.

We're accepting new partnerships right now.

Email Us: info@example.com
Contact: +1-320-0123-451

Our Picks
Facebook X (Twitter) Instagram YouTube WhatsApp
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
© 2025 ThemeSphere. Designed by ThemeSphere.

ჩაწერეთ ზემოთ და დააჭირეთ Enter საძიებლად. გასაუქმებლად დააჭირეთ Esc.