როგორ წარმოუდგენიათ რუსეთში საკუთარი მომავალი? როგორი იქნება რუსული სახელმწიფო 2050 წელს კრემლის პროპაგანდისტების აზრით? მომავლის პროექტების აქტიური პრეზენტირება 2025 წელს დაიწყო. წარსულის პროექტის დასრულების შემდეგ, როდესაც ისტორიის გადახედვა დასრულდა და კორექტირებული ისტორია თანამედროვე რუსეთის იდეოლოგიის ქვაკუთხედად იქცა, მომავლის ხედვაზე მოთხოვნილებაც გაჩნდა. ქვეყნის მოსახლეობა ვერ იარსებებს მხოლოდ წარსულით, მას სჭირდება გარკვეული იდეა, რომელიც დაარწმუნებს, რომ მომავალი თაობა ამჟამინდელზე უკეთ იცხოვრებს. ცხადია, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამას შესანიშნავად მიხვდნენ და მომავლის პროექტებზე მოთხოვნა შექმნეს, რომელთაც მთელი რიგი ცენტრები გამოეხმაურნენ. დღევანდელ სტატიაში განვიხილავ მომავლის პროექტებს, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფო ან სახელმწიფოსთან დაახლოებულმა პროპაგანდისტებმა და მეცნიერებმა შექმნეს. ყურადღებას გავამახვილებ „ცარგრადის“ ინსტიტუტის პროექტზე, რომელსაც სათავეში კონსტანტინ მალოფეევი და…
ავტორი: rd_adm
უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსულ-ჩინური სამიტები ერთმანეთის იდენტურია. აისბერგის პრინციპის მსგავსად, გარე დამკვირვებლისთვის ხელმისაწვდომია წყლის ზედაპირზე არსებული, ხოლო დაფარულია წყალქვეშა, გაცილებით მოცულობითი ნაწილი. ვლადიმირ პუტინის ბოლო, ოთხდღიანი ვიზიტი პეკინში, რომელიც სექტემბრის დასაწყისში გაიმართა, გამონაკლისს არ წარმოადგენს. ფართომასშტაბიანი ომის თითქმის ოთხი წლის განმავლობაში ჩინეთი რუსული ეკონომიკის და სამხედრო მანქანის მხარდაჭერის მთავარ წყაროდ გადაიქცა, რომლის გარეშეც ამ ქვეყნის არსებობა, ან მინიმუმ ნორმალურად არსებობა, წარმოუდგენელია. მაგრამ რუსეთში კვლავ მიიჩნევენ, რომ ეს დამოკიდებულება სამხედრო დროში ცხოვრებამ განაპირობა, რომელიც უკრაინაში ომის დასრულების და დასავლეთთან გარკვეული ფორმით ურთიერთობების დარეგულირების შემდეგ მისაღებ დონეს მალე დაუბრუნდება. დასავლეთთან ურთიერთობის დალაგება კი მინიმუმ უკრაინაში ომის და მაქსიმუმ პუტინის მმართველობის დასრულებამდე რთულად…
გაეროს რეზოლუცია 2250 „ახალგაზრდების, მშვიდობისა და უსაფრთხოების (YPS)“ დღის წესრიგის თანახმად ახალგაზრდები არა მხოლოდ სამშვიდობო ძალისხმევის პასიური მიმღებები, არამედ მდგრადი სამშვიდობო პროცესების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორები არიან. საქართველოში ახალგაზრდები კონფლიქტების მოგვარების ფორმალურ პროცესებში ნაკლებად არიან წარმოდგენილი. აღნიშნული კვლევა მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებისადმი ქართველი ახალგაზრდების პერსპექტივების გამოკვეთას ისახავს მიზნად, ისევე როგორც ხედვას, თუ როგორ უნდა დავიწყოთ გაეროს რეზოლუციის 2250 ადგილობრივ დონეზე იმპლემენტაცია.
ბოლო ათწლეულები რუსეთში სტალინის პერიოდის რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც თან სდევს მთლიანად საბჭოთა ისტორიის, მათ შორის ყველაზე წინააღმდეგობრივი ასპექტების აქტიური გადახედვა. 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ ეს პროცესი მნიშვნელოვნად დაჩქარდა და ოფიციალურად მეხსიერების სახელმწიფო პოლიტიკის სახე მიიღო. სტალინი სულ უფრო ხშირად არის წარმოჩენილი არა მხოლოდ ლიდერად, რომელმაც ქვეყნის ინდუსტრიალიზაციასა და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებაში საკვანძო როლი შეასრულა, არამედ როგორც ეფექტური მმართველი, რომელსაც კრიზისების დროს „წესრიგის“ დამყარება შეეძლო. რუსეთის უმაღლესი პოლიტიკური პირები სტალინის ფიგურის მიმართ დადებით დამოკიდებულებას რეგულარულად გამოხატავენ. მაგალითად, ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ განაცხადა ისტორიაში ბელადის როლის უფრო დაბალანსებული შეფასების აუცილებლობაზე და აქცენტი ქვეყნის განვითარებაში მის დამსახურებებზე გააკეთა. ზოგიერთ რეგიონში სტალინისადმი…
დისკუსია მოტივებზე, რომელიც უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების უკან იდგა, 2022 წლის 24 თებერვლიდან მიმდინარეობს. ექსპერტების ნაწილი (მაგალითად, ამერიკელი საერთაშორისო ურთიერთობების თეორეტიკოსი ჯონ მირშაიმერი) რუსეთის პრეზიდენტს რაციონალურ პოლიტიკურ ლიდერად მიიჩნევს, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს. კომენტატორთა სხვა ჯგუფი ომის დაწყების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად რუსეთში სახელმწიფო იდეოლოგიის გაბატონებას ასახელებს, რომლის მთავარ განსხეულებასაც თავად პუტინი წარმოადგენს. ომის დაწყებიდან გასული წლების განმავლობაში ეს უკანასკნელი შეხედულება სულ უფრო დიდი რაოდენობის პოლიტოლოგთა და პოლიტიკურ კომენტატორთა მხარდაჭერით სარგებლობს. ბევრი მათგანი ამავდროულად აღნიშნავს, რომ პუტინის იდეოლოგია ერთიან სახეს არ ატარებს და ნარატივების და მითების ეკლექტურ ნაკრებს წარმოადგენს, რომელიც როგორც სამომავლო პოლიტიკური გადაწყვეტილებებისთვის საზოგადოების მოსამზადებლად, ასევე უკვე ჩადენილი ქმედებების…
ვლადიმირ პუტინი რუსეთს უკვე 25 წელია მართავს. ამ პერიოდში მან და მისმა გარემოცვამ „ძალაუფლების ვერტიკალი“ – ქვეყნის მართვის მკაფიო სქემა და მატერიალური რესურსების თუ გავლენიანი თანამდებობების გადანაწილების სისტემა შექმნეს. ჯერ კიდევ 2000-იანების დასაწყისში ფორმულირებული წესები მარტივია: აჩვენე ლოიალობა, იმუშავე განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, დაამტკიცე შენი სარგებლიანობა და ელოდე „საჩუქრებს“ უმაღლესი ხელმძღვანელობისგან. ეს სისტემა ვერტიკალს ეფექტურად აქცევდა. ერთი მხრივ, იგი მონაწილეებს ზრდის პერსპექტივას ჰპირდებოდა. მეორე მხრივ, მათ ატომიზაციას ეწეოდა და საბოლოო ჯამში პრეზიდენტის გადაწყვეტილების იმედად ტოვებდა. მიზნის თუ „პრიზის“ ძიების ნებისმიერი მარშრუტი საბოლოო ჯამში სახელმწიფოს მეთაურამდე მიდიოდა. გავლენის სფეროს დამოუკიდებლად გაფართოების მცდელობა და სხვა წესების დარღვევები კი ვერტიკალის მონაწილეებს „პრიზების“ მიღების შანსს…
პუტინიზმის იდეოლოგიურ კონტურებზე საუბარი დიდი ხანია გრძელდება. მრავალი წელია მეცნიერები და ექსპერტები რუსული რეჟიმის ბუნებაზე და რეჟიმის ფუნქციონირებაში იდეოლოგიის როლზე კამათობენ. ამ დავაში შეგვიძლია ორი განსხვავებული პოზიცია გამოვყოთ. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ რეჟიმის მდგრადობა ავტორიტარული პრაქტიკების სტანდარტული ნაკრებით არის უზრუნველყოფილი (კლიენტელიზმი, არჩევნების გაყალბება, ოპოზიციის დევნა და ა.შ.), ხოლო იდეოლოგიური მთლიანობა მას არ გააჩნია. სხვები კი თვლიან, რომ პუტინიზმის ფორმირების და გაძლიერების პარალელურად მისი იდეოლოგიაც ჩამოყალიბდა, რომელიც დღეს საგარეო და საშინაო პოლიტიკაში საკვანძო როლს თამაშობს. ეს დავები მკვლევართა ვიწრო წრის განხილვის თემად დარჩებოდა, მაგრამ უკრაინაში შეჭრასთან ერთად მან უზარმაზარი პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა. რუსული რეჟიმის ბუნებაზე და მასში იდეოლოგიის როლზე მიღებული პასუხები…
მარქსსა და ენგელსს არ დაუტოვებიათ ეროვნული საკითხის დარეგულირების კონცეფციები, ისინი პროლეტარული სოლიდარობის მოწოდებით შემოიფარგლნენ. მაგრამ მეცხრამეტე საუკუნის მიწურულსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში მარქსისტებიც მიხვდნენ, რომ ნაციონალიზმი არსებობდა, ის გახლდათ სერიოზული ფაქტორი და საჭირო იყო პოლიტიკის შემუშავება. ლენინს არ სურდა, რომ ბოლშევიკთა ნაციონალური პოლიტიკის ავტორი რუსი ყოფილიყო. ამიტომ, მან კონცეფციის შემუშავება სტალინს დაავალა. ამ უკანასკნელმა 1913 წელს დაწერა ნაშრომი „მარქსიზმი და ეროვნული საკითხი“. 1917 წელს, ბოლშევიკთა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სტალინი გახდა საბჭოთა რუსეთის ეროვნებათა სახალხო კომისარი, ანუ ეროვნებათაშორისი ურთიერთობების მინისტრი, ხოლო ლენინის გარდაცვალების შემდეგ სტალინი საბჭოთა იმპერიას ჩაუდგა სათავეში. შესაბამისად, 1913 წლიდან 1953 წლამდე, მთელი 40 წლის განმავლობაში, სტალინი განსაზღვრავდა ბოლშევიკების…
ინგლისისა და საქართველოს სამოქალაქო და საეკლესიო ნაცნობობის ძველი ისტორია ფართო საზოგადოებისათვის თითქმის სრულიად უცნობია. შესაძლებელია, ბევრმა კიდეც გაიკვირვოს და იფიქროს: ღრმა წარსულში, ტექნიკური პროგრესის წინა ხანაში, რა ნაცნობობა და ურთიერთობა მოხერხდებოდა მანძილით ესოდენ დაშორებულ რეგიონებს შორის? ვფიქრობთ, ამ და მსგავსი შეკითხვების მქონეთა რაოდენობა დიდია, რადგან ეს საკითხი დღემდე მონოგრაფიულად შესწავლილი არაა. ამასთანავე: თუკი სპონტანურად რამე შესწავლილა და აკადემიურ სივრცეში გამოქვეყნებულა, მასზე რიგით მკითხველებს ძნელად მიუწვდებათ ხელი. არადა ვიცით, რომ ამ უბანზე რამდენიმე მკვლევარმა იმუშავა და არაერთი ცნობა და დოკუმენტი მოიძია. მათი გამოვლენის, შესწავლისა და ქართველი მკითხველის წინაშე წარმოჩენისათვის ჩვენგან მადლობას პირველ რიგში დევიდ ლანგი, მედეა სურგულაძე, გურამ შარაძე, მედეა აბაშიძე,…
საქართველოს მოსახლეობა, დაახლოებით, 3.7 მილიონია, სომხეთის – 3.1 მილიონი, აზერბაიჯანის – 10.2 მილიონი. ანუ, სამი ქვეყნის მოსახლეობის ჯამი 17 მილიონამდე ადის. გახსნილი საზღვრების, ჰარმონიზებული კანონმდებლობისა და ერთიანი ეკონომიკური სივრცის პირობებში, საკმაოდ ხელშესახები ბაზარია საერთაშორისო ინვესტიციებისა და ვაჭრობისათვის. თუმცა, ყარაბაღის პირველი ომიდან მოყოლებული, სომხეთის საზღვარი ჩაკეტილია როგორც აზერბაიჯანთან, ასევე კიდევ ერთ მეზობელ თურქეთთანაც; კოვიდ პანდემიამდე, ჩვეულებრივ, მოგზაურს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გადასალახად სჭირდებოდა ორიდან ოთხ საათამდე დრო; თბილისიდან ბაქომდე მატარებლით მგზავრობას დაახლოებით 14 საათი სჭირდებოდა; ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი მთლიანად ჩაკეტილია, ხოლო თბილისსა და ბაქოს შორის ავიმიმოსვლა – საკმაოდ ძვირი. უფრო მეტიც, აზერბაიჯანში ჩასულ მოგზაურს თუ პასპორტში სომხურ სასაზღვრო ბეჭედს…
