წინამდებარე პოლიტიკური დოკუმენტი მომზადდა 2017 წელს პროექტის „ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში. დოკუმენტი შეეხება საქართველოსა და რუსეთში ისლამის რადიკალიზაციის საკითხებს, კერძოდ, ტერორიზმის გააქტიურების საფრთხეს, ამ საფრთხესთან გამკლავების სახელმწიფო პოლიტიკას და რუსეთ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებს. აღნიშნული დოკუმენტი ორნაწილიანი ნაშრომის პირველი ნაწილია, სადაც წარმოდგენილია ზემოხსენებულ საკითხებზე ქართული მხარის ხედვა გამოცემის წელი: 2017 ISBN: ტეგები: ისლამი, რადიკალიზაცია, საქართველო ჩამოტვირთეთ სრული ტექსტი
ავტორი: rd_adm
სალექციო კურსის „სამოქალაქო განათლება და მშვიდობის მშენებლობა“ ფარგლებში ,,კავკასიურ სახლში” გაიმართა ლექცია მედია და საზოგადოება. ლექცია წაიკითხა რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა სალომე ასათიანმა. მან ისაუბრა დასავლურ მედიაში მიმდინარე თეორიულ დებატებზე და ქართულ მედია სივრცეში არსებულ ტენდენციებზე.
პროექტი “სტრიტ არტი გარემოს დასაცავად” ეძებს მონაწილეებს. თუ ხარ სტრიტ არტით დაინტერესებული ახალგაზრდა და ცხოვრობ საქართველოს რომელიმე ქალაქში (თბილისის გარდა), დაინტერესებული ხარ ამავდროულად გარემოს დაცვის საკითხებით და გსურს ხელი შეუწყო მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ამ მიმართულებით, გამოაგზავნე აპლიკაცია 30 აპრილამდე. პროექტის ფარგლებში შეირჩევა 3 ახალგაზრდა, რომელთაც მიეცემათ შესაძლებლობა საკუთარ ქალაქში განათავსონ ნამუშევარი გარემოს დაცვის თემატიკაზე. აპლიკაცია და პროექტის დეტალები იხილეთ ბმულზე.
12 აპრილს, 19:00 საათზე, Impact Hub Tbilisi-ში /,,ფაბრიკა”/ ,,კავკასიური სახლისა” და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია International Alert-ის პროექტის „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა“ ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექცია: ,,აფხაზეთი სტალინსა და გორბაჩოვს შორის: ნაციონალური პოლიტიკის ექო პერიფერიის პერიფერიაში”. საბჭოთა კავშირი გრანდიოზული სოციალური ცვლილებებით ხასიათდებოდა, რომელიც არამარტო ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებს, არამედ მთელ საზოგადოებას ეხებოდა. ცვლილებები შეეხო შავი ზღვის პირას არსებულ მცირე ტერიტორიებსაც. აფხაზეთი დროთა განმავლობაში საბჭოთა სახელმწიფოს ცენტრ მოსკოვსა და მის პერიფერია თბილისს შორის მანიპულაციის ობიექტი იყო. როგორ ხდებოდა ნაციონალური იდენტობის მშენებლობა აფხაზეთში? რა ხდებოდა აფხაზეთში 1921 წლიდან? რა არის მისი პოლიტიკური და ნაციონალური მახასიათებლები? რა სახის დაპირისპირების სურათია ეთნიკურ კლანებს შორის? ლექცია შეეხება…
თორნიკე ცირამუა ილიას უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი 2 თებერვალს ევროპის პარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის 553 ხმით 66-ის წინააღმდეგ სავიჟო რეჟიმის გაუქმებას დაუჭირა მხარი. საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შემოღება დაფუძნებულია ჩვენს მიერ ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) შესრულებით და გულისხმობს მოგზაურობას 90 დღის მანძილზე 180 დღის განმავლობაში ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში (დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გარდა). ცვლილება ძალაში დღეს, 28 მარტს შევიდა. საქართველოს მსგავსად, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლება 2009 წლის ნოემბერში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა (იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია, ჩერნოგორია და სერბეთი), 2010 წლის მაისში – ბოსნია-ჰერცეგოვინამ და ალბანეთმა, 2014 წლის აპრილში კი მოლდოვამ მოიპოვეს. ვიზა ლიბერალიზაციის პერსპექტივები და…
21 მარტს დაიწყო სალექციო კურსი „სამოქალაქო განათლებასა და მშვიდობის მშენებლობაში“. სალექციო კურსი მოიცავს ლექციებს შემდეგ თემებზე: დემოკრატია და სამოქალაქო განათლება, ადამიანის უფლებები, კონფლიქტის ანალიზი, ნაციონალიზმი და სხვა. იგი მოიცავს როგორც ლექცია-სემინარებს აკადემიურ და თეორიულ საკითხებზე, ასევე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან. პირველი ლექციის თემა იყო საპარლამენტო დემოკრატიის განვითარება საქართველოში, რომლის შესახებაც ისაუბრა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. მომხსენებელი შეეხო საქართველოში პარლამენტარიზმის განვითარების ისტორიულ პროცესს და დღეს მის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ლექციაზე ყურადღება გამახვილდა დამოუკიდებლობის შემდგომ მოწვეული პირველი პარლამენტის მუშაობის პროცესზე, კანონშემოქმედებით საქმიანობაზე და პარლამენტის ურთიერთობაზე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან.
25 მარტს, 14 საათზე ქ. ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტისა“ და „კავკასიური სახლის“ ორგანიზებით გაიმართება მრგვალი მაგიდა: „რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და კონფლიქტები სამხრეთ კავკასიაში “ მომხსენებლები: პაატა ზაქარეიშვილი – ექსპერტი ბექა ბაჯელიძე – (IWPR) კავკასიის პროგრამის დირექტორი. გიორგი ანდღულაძე – „დემოკრატ მესხთა კავშირის“ აღმასრულებელი დირექტორი მოდერატორი: ნინო კალანდარიშვილი – „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის“ გამგეობის თავმჯდომარე შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდება სამხრეთ კავკასიის კონფლიქტებზე, როგორც დღეისათვის არსებული სიტუაციის, ასევე რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევების კუთხით. მისამართი: მანველიშვილის 19 დასწრება თავისუფალია! დისკუსია ტარდება პროექტის “სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ახალი არქიტექტურის ფორმირება’’ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დიდი…
14 მარტს, ფაბრიკაში Impact Hub Tbilisi-ში „კავკასიური სახლისა“ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „International Alert”-ის პროექტის „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა“ ფარგლებში გაიმართა პაატა ზაქარეიშვილის საჯარო ლექცია: „ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები – კონფლიქტები საქართველოში და მოლაპარაკებების ისტორია 1989 წლიდან დღემდე“. შეხვედრაზე პაატა ზაქარეიშვილმა ისაუბრა კონფლიქტის გაღვივების საწყისებზე და გაანალიზა ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის მოლაპარაკებების ისტორია: თუ რა შესაძლებლობები იქნა ხელიდან გაშვებული და რა შეცდომები დაუშვეს მხარეებმა. ასევე, იგი შეეხო დღეს არსებულ ვითარებას და სამომავლო ხედვებს. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები, არასამთავრობო და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები. მოხსენების შემდეგ, შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
10 მარტს, ,,კავკასიური სახლის“ ორგანიზებით, სასტუმრო ,,ბეტსში“ გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია ,,კონფრონტაციისა და თანამშრომლობის 25 წელი: საქართველო-რუსეთის და ურთიერთობების სხვა მოდელები“. კონფერენციაზე განხილული იყო საქართველო და რუსეთის, ასევე სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისა და დასავლეთის ურთიერთობები რუსეთთან. კონფერენცია გაყოფილი იყო სამ სესიად. პირველ სესიაზე ,,კავკასიური სახლის“ მკვლევრებმა ედიშერ ბაღათურიამ და რევაზ ქოიავამ მოახდინეს საქართველო-რუსეთის გასული 25 წლიანი ურთიერთობების შესახებ მომზადებული კვლევითი ნაშრომის ძირითადი მიგნებების პრეზენტაცია. ამავე სესიაზე მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტ-საბჭოთა კვლევების ცენტრის მკვლევარმა იულია ნიკიტინამ ისაუბრა გასული 25 წლის საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე რუსეთის მხრიდან. მეორე სესიაზე განხილული იყო აზერბაიჯანის, ბელორუსისა და უკრაინის რუსეთთან განსხვავებული ურთიერთობების გამოცდილება. ამ თემაზე ისაუბრეს მოწვეულმა მომხსენებლებმა…
13 მარტს, 14 საათზე ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისში, „კავკასიური სახლისა“ და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის“ ორგანიზებით გაიმართება მრგვალი მაგიდა: „კონფლიქტები საქართველოში: ახალი გამოწვევების პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები“ მომხსენებლები: არჩილ გეგეშიძე – პოლიტიკის ანალიტიკოსი ვახტანგ ლომჯარია – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ლექტორი დავით ლოგუა – სახელმწიფო მართვის მაგისტრი შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდება ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტებზე. ასევე გაანალიზდება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სავაჭრო დერეფნების პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა. მისამართი: რუსთაველის ქ. 52 დასწრება თავისუფალია! დისკუსია ტარდება პროექტის “სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ახალი არქიტექტურის ფორმირება’’ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით
