ავტორი: rd_adm

„კავკასიურმა სახლმა“ დაიწყო განაცხადების მიღება სალექციო კურსში „სამოქალაქო განათლება და მშვიდობის მშენებლობა“ მონაწილეობის მისაღებად პროექტის შინაარსი „კავკასიური სახლი“ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “International Alert“-თან ერთად ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა“. პროექტის მიზანია სამხრეთ კავკასიაში მცხოვრებ ახალგაზრდებს საფუძვლიანი ცოდნა მისცეს დემოკრატიის, სამოქალაქო განათლების, ადამიანის უფლებების, კონფლიქტის ანალიზისა და ნაციონალიზმის საკითხებზე. სალექციო კურსი დაყოფილია ორ ნაწილად. ლექცია-სემინარები აკადემიურ და თეორიულ საკითხებზე ჩატარდება კვირაში ორჯერ ,,კავკასიურ სახლში.” სალექციო კურსის მეორე ნაწილი გულისხმობს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან; ასევე თემატური ფილმების ჩვენებასა და დისკუსიებს. პროექტის შედეგად მონაწილეები შეიძენენ ცოდნას და უნარებს, რაც მნიშვნელოვანი იქნება სამომავლოდ პოლიტიკის ფორმირებისა და სამოქალაქო აქტივიზმისთვის. სალექციო…

Read More

26 სექტემბერს 20:00 სთ-ზე მზიურის კაფეში კავკასიური სახლი გეპატიჟებათ ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის დოკუმენტური ფილმის LIFE IS BE ჩვენებაზე. ფილმში 5 მთავარი გმირია და ყველას თავისი ისტორია აქვს. ისინი თელავში ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ. ერთი მათგანი გერმანელია და სათნოების სახლში პიანინოზე უკრავს. ის ყოფილი მეხანძრეა. განადგურებისგან გადაარჩინა წინანდლის სახლ-მუზეუმი. მეორეც გერმანელია, რომელსაც 20 წელია რაც შეუწყვიტეს ელექტროენერგიის მიწოდება. მან გამოიგონა ღუმელი, რომელიც გამოიმუშავებს დენს. მესამე პერსონაჟი 80 წლის ყოფილი კავშირგაბმულობის დირექტორია. მისი სახლი ისტორიული ძეგლია, მას იცავს სახელმწიფო. მაგრამ სახლი ავარიულ მდგომარეობაშია. მეოთხე პერსონაჟი – ყოფილი ინჟინერია, წარსულში თელავის უნივერსიტეტის ლექტორი. ის ზის სახლში, უსმენს როკ მუსიკას და უჩივის ცხოვრებას. მეხუთე პერსონაჟი -…

Read More

19 ივლისს, 19:00 საათზე, „კავკასიურ სახლში“ გაიმართება საჯარო დისკუსია თემაზე -„შიდაპოლიტიკური სიტუაცია უკრაინაში და მიმდინარე რეფორმების შეფასება“. მომხსენებლები: სერგეი სოროკა – სახელმწიფო მრჩეველი სტრატეგიულ დაგეგმვასა და საჯარო მომსახურების სფეროში იულია ბიდენკო – პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, უკრაინაში ევროკავშირის პროექტის საექსპერტო გუნდის წევრი ხარკოვში. მომხსენებლები აუდიტორიას გააცნობენ უკრაინაში არსებულ შიდაპოლიტიკურ სიტუაციას, უკრაინული პოლიტიკური სისტემის რევოლუციის შემდგომ ტრანსფორმაციას, განხორციელებულ წარმატებულ თუ წარუმატებელ რეფორმებს, კრიზისის საშიშროებებსა და უკრაინაში ქართული პოლიტიკური ელიტის ბედს. სამუშაო ენებია : რუსული და ინგლისური  დასწრება თავისუფალია! მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის 20

Read More

კვლევა მოიცავს, ერთი მხრივ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ძირითად სფეროებს, მეორე მხრივ კი, საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ორმხრივ თანამშრომლობას. საკითხის სიღრმისეული შესწავლისთვის საჭიროა კვლევის გაგრძელება ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების პროგრამების/პროექტების ხარჯეფექტიანობის შეფასების მიმართულებით, რათა გაანალიზდეს, რამდენად ეფექტურია დონორთა მიერ დახარჯული თანხები კონკრეტული სფეროს განვითარებისთვის. გამოცემის წელი: 2016 ISBN: ტეგები: ევროკავშირი, საერთაშორისო დახმარება, საქართველო ჩამოტვირთეთ სრული ტექსტი

Read More

კავკასიური სახლი აგრძელებს საჯარო დისკუსიების ფორმატს: „შეხვედრები დიპლომატებთან კავკასიურ სახლში“. შეხვედრები იმართება საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. საუბრები ეთმობა ისეთ თემებს, როგორებიცაა: საქართველოს საგარეო პოლიტიკა და უცხოური წარმომადგენლობების როლი ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში; რეგიონულ თუ საერთაშორისო ურთიერთობებში დღეს არსებული აქტუალური მოვლენები და მათი ანალიზი; სხვადასხვა ქვეყნის ელჩებისა და სხვა უმაღლესი რანგის წარმომადგენელთა დიპლომატიური საქმიანობის გამოცდილების გაზიარება აუდიტორიისთვის. აღნიშნულ დისკუსიათა სერიის მეორე სტუმარი იქნება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტი. მოხსენების თემა: გაერთიანებული სამეფო და საქართველო: დიპლომატიური ურთიერთობების 25 წელი დასაწყისი: 17:00 სთ მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის # 20 სამუშაო ენა: ინგლისური დასწრება თავისუფალია!

Read More

ვანო აბრამაშვილი “კავკასიური სახლის” მკვლევარი სტატია თავდაპირევლად გამოქვეყნდა netgazeti.ge-ზე უკვე წლებია ქართულ საზოგადოებრივ დისკურსში საქართველოს კონფლიქტების მიმართ ინტერესი ეტაპობრივად მცირდება. ამის შემჩნევა მარტივი დაკვირვებითაცაა შესაძლებელი, ვინაიდან ბოლო წლების განმავლობაში ქართულ საინფორმაციო და პოლიტიკურ სივრცეში წამყვან თემად თანდათან შიდა პარტიული პოლიტიკა, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, ეკონომიკური განვითარება და სოციალური პრობლემები იქცა. საზოგადოებრივი განწყობის შესახებ NDI-ის ყოველწლიური კვლევები საქართველოში ამ კუთხით საინტერესო სურათს გვთავაზობს: მიუხედავად იმისა, რომ 2009 წლიდან დღემდე ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა მუდმივად ხვდება მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ხუთეულში, ამ პრობლემის პრიორიტეტად დამსახელებელთა პროცენტული რაოდენობა კლებადია (იხ. დიაგრამა). არსებული ტენდენციის უკან მრავალი მიზეზი იმალება, თუმცა მოცემული სტატიის მიზანია, მიმოიხილოს ის…

Read More

ედიშერ ბაღათურია უახლესი პერიოდის ქართულ-რუსული ურთიერთობების მიმოხილვა, ფაქტობრივად, დროის ამ მონაკვეთის საქართველოს ისტორიის მიმოხილვაცაა. რუსეთი არის ის უმთავრესი თემა, გამოწვევა, რომელთან რეფლექსიებშიც ყალიბდებოდა თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობა და გარკვეულწილად იდენტობაც. ამასთან რუსეთი პირდაპირ ან ირიბად ყოველთვის დაკავშირებული იყო გასული ორი ხელისუფლების (ნაციონალური მოძრაობა და ,,ქართული ოცნება“) დროს საქართველოში მომხდარ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებში: ,,ვარდების რევოლუცია“, აჭარაში განვითარებული პროცესები, აგვისტოს ომი, ომისშემდგომი კრიზისი,  ,,ნორმალიზაციის პოლიტიკა“… საქართველოს პოლიტიკური ელიტისთვის რუსეთთან ურთიერთობა არ ნიშნავს უბრალოდ ურთიერთობებს სახელმწიფო რუსეთის ფედერაციასთან. ეს ასევე არის დამოკიდებულება ქვეყნის დამოუკიდებლობასთან, თავისუფლების ხარისხთან. ის ასევე მიუთითებს პოლიტიკურ ფასეულობებზე, აფილაციებზე, საბჭოთა კავშირის მიმართ აღქმაზე, – როგორ აანალიზებს მას თანამედროვე ქართული საზოგადოება და…

Read More

მოცემული ნაშრომი ორი ნაწილისგან შედგება. პირველის მიზანია, მიმოიხილოს ძალის არგამოყენების ცნება საერთაშორისო სამართალში და სამი კონფლიქტური რეგიონის – დნესტრისპირეთის, კოსოვოსა და ჩრდილოეთ კვიპროსის მაგალითზე შეისწავლოს, თუ რამდენად აქტუალური და მნიშვნელოვანია ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმება მათი კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესში. მოცემული ქეისები შეირჩა რამდენიმე გარემოების გათვალისწინებით: სამივე კონფლიქტი მოუგვარებელია, დაპირისპირებულ მხარეებს შორის არსებობს ეთნიკური განსხვავებულობა, სამივე კონფლიქტში შეინიშნება სეცესიონისტური მისწრაფებები და სამივე მათგანი გეოგრაფიულად ევროპის კონტინენტზე ვითარდება; ნაშრომის მეორე ნაწილი ფოკუსირებული იქნება უშუალოდ საქართველოს კონფლიქტებზე და თბილისში არსებულ ხედვებზე, თუ რა როლი აკისრია ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას მისი კონფლიქტების მოგვარების პროცესში. გამოცემის წელი: 2017 ISBN: 978-9941-9510-2-2 ტეგები: კონფლიქტები, ტრანსფორმაცია, კავკასია ჩამოტვირთეთ სრული ტექსტი

Read More

კვლევის მიზანია, შეისწავლოს ის განწყობები და აღქმები, რომლებიც საქართველოში კონფლიქტებზე მომუშავე აქტორებს გააჩნიათ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების ტრანსფორმაციისთვის მიღებული საერთაშორისო დახმარების მიმართ; გააანალიზოს ის მიღწევები, რომლებიც საქართველოს მიერ უკანასკნელი 23 წლის განმავლობაში მიღებული საერთაშორისო დახმარების საშუალებით აქვს; ასახოს ის პრობლემები, რომლებიც ამ სფეროში არსებობს და შეიმუშაოს სამომავლო რეკომენდაციები მიღებული დახმარების უფრო ეფექტიანად გადანაწილება/გამოყენებისათვის. გამოცემის წელი: 2017 ISBN: 978-9941-9510-3-9 ტეგები: კონფლიქტები, საერთაშორისო დახმარება, კავკასია ჩამოტვირთეთ სრული ტექსტი

Read More

აღნიშნული კვლევის მიზანია საქართველოში მუსლიმური თემის ინტეგრაციის კუთხით არსებული საკითხების შესწავლა, საზოგადოებაში ამ თემისადმი ცნობიერების ამაღლება და პროცესებში ჩართული აქტიორებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. გამოცემის წელი: 2016 ISBN: 978-9941-400-98-8 ტეგები: ისლამი, საქართველო, რელიგია, ინტეგრაცია ჩამოტვირთეთ სრული ტექსტი

Read More