ვანო აბრამაშვილი “კავკასიური სახლის” მკვლევარი სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა netgazeti.ge -ზე 25 წელზე მეტია, რაც საქართველო ორი მოუგვარებელი კონფლიქტით ცხოვრობს. ამ წლების განმავლობაში ქვეყანამ რამდენიმე ხელისუფლება გამოიცვალა, მაგრამ კონფლიქტურ რეგიონებთან ურთიერთობის სტრატეგია მეტნაკლებად იგივე დარჩა: ერთი მხრივ, დე ფაქტო რეჟიმებთან ბრძოლა, მეორე მხრივ კი – იქ მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობაზე მინიმალური პასუხისმგებლობის აღება. მართალია, 2010 წელს დამტკიცებული „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა“ მისი ჰუმანოცენტრული პოლიტიკით ამ მიდგომების ფუნდამენტურ გააზრებას ისახავდა მიზნად, თუმცა დოკუმენტის მიღებისთანავე ნათელი იყო, რომ გაწერილი იდეების უმეტესობას განხორციელება არ ეწერა. შედეგად, დღემდე მტკიცედაა შეკრული ის წრე, რომელზეც ბოლო ათწლეულებია, ქართული პოლიტიკური ელიტა ტრიალებს. რა შეიძლება ამ ჩიხიდან გამოსვლაში დაგვეხმაროს? პასუხი…
ავტორი: rd_adm
14 ნოემბერს კავკასიურ სახლში დაიწყო სალექციო კურსი „სამოქალაქო განათლებასა და მშვიდობის მშენებლობაში“. პირველი ლექციის თემა იყო სამოქალაქო საზოგადოების ისტორიული განვითარება, რომელზეც ფილოსოფოსმა, ზაზა ფირალიშვილმა ისაუბრა. მეორე ლექცია დაეთმო თემას „პოსტ-საბჭოთა დემოკრატიული ტრანზიციები“. ლექცია წაიკითხა ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა, გია ნოდიამ. კურსის მომდევნო ლექციები შეეხება კონფლიქტის ანალიზის, ნაციონალიზმის, მედიის და სხვა აქტუალურ საკითხებს. ლექცია-სემინარების გარდა, შედგება საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან.
4 ნოემბერს 17:00 სთ-ზე ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, კავკასიური სახლი გეპატიჟებათ ცირა გვასალიას დოკუმენტური ფილმის “ოთახების“ ჩვენებაზე. ფილმის შესახებ: თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში რემონტი იწყება და ვიოლა, შოთა, რიმა, უშანგი და პავლე ერთ დიდ საკონცენტრო დარბაზში უნდა გადავიდნენ საცხოვრებლად. მიუხედავად ქაოსისა, რომლის გადატანა ხანდაზმულ ასაკში უწევთ და რომელსაც მტკივნეულად აღიქვამენ, მოხუცები მაინც ინარჩუნებენ ძალას, რომ ოცნებების ახდენისთვის იბრძოლონ. 90 წლის შოთას საკუთარი ორიგინალური არქიტექტურული დიზაინით მინი-ეკლესიის აშენება უნდა. სასიყვარულო ისტორია 75 წლის ვიოლასთვის ყველა დიდი სასიცოცხლო ძალაა. 83 წლის უშანგი კვირაში ორჯერ ვარჯიშობს თბილისის ზღვაზე და იმ დანაკლისს ივსებს, რაც ახაგაზრდობაში ვერ განახორციელა – პროფესიონალი სპორტსმენი ვერ გახდა. 70 წლის პავლე…
ალექსი იასაშვილი 2008 წლის ომის და რუსეთის მიერ აფხაზეთის როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარების შემდგომ, ბევრ ადამიანს კონფლიქტების არა მარტო სამხედრო, არამედ მშვიდობიანი გზით მოგვარების იმედიც გაუქრა. ამასთან ერთად, ბევრი სხვა ილუზია გაქრა, თუმცა მთავარი მაინც ისაა, რომ დადგა კონფლიქტურ რეგიონებთან პოლიტიკის გადახედვის მკვეთრი საჭიროება. ბოლო პერიოდში უფრო გამოკვეთილი გახდა აფხაზეთთან მიმართებაში პოლიტიკის ორი განზომილება: საერთაშორისო და ლოკალური. საერთაშორისო დონეზე აქტიურად ხდებოდა და კვლავაც ხდება აფხაზეთის ოკუპირებული სტატუსის ხაზგასმა და არაღიარების პოლიტიკის გატარება, რაც აფხაზეთს საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს. თუმცა, მეორე მხრივ, ლოკალური პოლიტიკა ხალხთა შორის ნდობის აღდგენისკენაა მიმართული. ამის ერთ–ერთი გამოხატულებაა ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას უფრო მეტ შეღავათსაც…
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა Civil.ge-ზე გიორგი კანაშვილი „კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორია. იგი აქტიურადაა ჩართული ქართულ-აფხაზურ, ქართულ-ოსურ და ქართულ-რუსულ სამშვიდობო დიალოგში. თორნიკე შარაშენიძის მოსაზრება საქართველოს აფხაზურ პოლიტიკასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი და საინტერესოა, მითუმეტეს, რომ, როგორც ჩანს, ამ პოზიციებზე ქართული საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილი დგას. ავტორი ქართულ პოლიტიკას აფხაზებთან მიმართებაში ზედმეტი სენტიმენტალიზმის, რევერანსებისა და დათმობების გამო აკრიტიკებს; და ჩვენი მხრიდან მეტი პრაგმატიზმის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. მე კი, როგორ ერთ-ერთ მკითხველს, მომეჩვენა, რომ გადამეტებული ემოციები (სტატიის კრიტიკის მთავარი ობიექტი), არც ამ სტატიისთვისაა უცხო. არადა წყენა, ბრაზი, იმედგაცრუება, ზუსტადაც, რომ მედლის მეორე მხარეა, რომელიც პოლიტიკაში მართლაც მოსათოკია. თუმცა მოდით ერთად გავყვეთ იმ მთავარ თეზებს, რომლებსაც ავტორი ეყრდნობა. თეზა…
19 ოქტომბერს 19 სთ-ზე ფაბრიკაში “კავკასიური სახლი” ლექციათა ციკლის – “საქართველოს კონფლიქტების გააზრება” ფარგლებში გეპატიჟებათ საჯარო ლექციაზე “ქართულ-ოსური კონფლიქტის მიზეზები” ქართველები და ოსები ყველაზე უფრო ახლო, ნათესაობითი კავშირებით გამოირჩოდნენ კავკასიაში მცხოვრებ ერებს შორის, ამის მიუხედავად გასული საუკუნის 20-იან და 90-იან წლებში ორჯერ მოხდა სამხედრო დაპირისპირება საქართველოში მცხოვრებ ოსურ მოსახლეობასთან. მნიშვნელოვანია გაანალიზდეს, თუ რა გახდა ამ ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტის წარმოქმნის მიზეზები, რა შეცდომები დაუშვა საქართველოს ხელისუფლებამ და რა როლი ითამაშა რუსეთმა ამ დაპირისპირების ესკალაციაში. მომხსენებელი: ზურაბ ბენდიანიშვილი – სამოქალაქო ფორუმის დამფუძნებელი, ანალიტიკოსი სამუშაო ენა: ქართული მისამართი: ეგნატე ნინოშვილის ქ. 8, ფაბრიკა დასწრება თავისუფალია! ლექცია ტარდება “კავკასიური სახლისა“ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „International…
12 ოქტომბერს, 18:00 საათზე „კავკასიური სახლი“ გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე – Independencia კატალონიურად – ნაციონალიზმის აჩრდილი ევროპაში. 1 ოქტომბერს კატალონიაში რეგიონის ესპანეთისგან გამოყოფაზე რეფერენდუმი, ცენტრალური ხელისუფლების მძლავრი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც ჩატარდა. მასობრივ არეულობებში, სადაც ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდა რეფერენდუმზე მისული მოქალაქეების დაშლას, დაშავდა 800-მდე ადამიანი. საბოლოოდ რეფერენდუმში ხმის მიცემა კატალონიის მოსახლეობის 42% მაინც შეძლო, საიდანაც 90% კატალონიის დამოუკიდებლობას მისცა ხმა. აღნიშნული პროცესი სერიოზულ საფრთხეს უქმნის როგორც ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, ისე ევროკავშირის სტაბილურობას. თუმცა, მეორე მხრივ, წარმოადგენს მნიშვნელოვან დილემას თვითგამორკვევისა და დემოკრატიის პრინციპებისთვის. დისკუსიაზე განხილული იქნება კატალონიის რეფერენდუმის ისტორიული წინაპირობები; მისი მნიშვნელობა ევროპაში არსებული კრიზისის კონტექსტში. ასევე, გაკეთდება პარალელები ქართულ კონფლიქტებთან მიმართებაში.…
13 ოქტომბერს 17:00 სთ-ზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, თელავში კავკასიური სახლი გეპატიჟებათ ანუნა ბუკიას დოკუმენტური ფილმის “მე გადავცურე ენგური” ჩვენებაზე. ფილმის შესახებ: ახალგაზრდა ქალი იღებს გადაწყვეტილებას, იპოვოს სახლი, რომელიც ომმა 4 წლის ასაკში დააკარგვინა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვედრის ერთადერთი შანსი საზღვრის მალულად გადაკვეთაა. ბარიერი ბუნებრივი გამყოფი ზოლი, მდინარე ენგური და რუსი სამხედროების მიერ ხელოვნურად შექმნილი მავთულხლართების ხაზია. სახლის ძიებისას, ის იკვლევს მასსავით დევნილი პირების ყოფას ომის დასრულებიდან 24 წლის შემდეგ; ყოფას, რომელიც ომს უფრო ჰგავს, ვიდრე მშვიდობას. პოულობს ე.წ გადამყვანებს, რომლებიც ეხმარებიან მას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვედრაში. ეს არის ამბავი, როგორ შეიძლება ოკუპაცია იქცეს დაღად ადამიანებისთვის და სამუდამოდ გააქროს სახლის და სიმშვიდის შეგრძნება.…
16 ოქტომბერს 18:00 სთ-ზე კავკასიურ სახლში გაიმართება საჯარო დისკუსია თემაზე: საერთაშორისო ჩართულობის გამოწვევები და არ აღიარება: კვიპროსისა და საქართველოს მაგალითი მომხსეებლები: მეთე ჰეთეი – უფროსი მკვლევარი მშვიდობის კვლევის ინსტიტუტში რებეკა ბრაიანტი – კულტურული ანთროპოლოგიის დეპარტამენტი, უტრეხტის უნივერსიტეტი თომას დე ვაალი – კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსი მოდერატორი: მაია ურუშაძე – პროექტის მენეჯერი, კავკასიური სახლი სამუშაო ენა: ინგლისური დასწრება თავისუფალია!
30 სექტემბერს 18:00 სთ-ზე გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, კავკასიური სახლი გეპატიჟებათ ნინო გოგუას დოკუმენტური ფილმის “ნივთების” ჩვენებაზე. დოკუმენტური ფილმი „ნივთები” 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად ხურვალეთის დევნილი მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრებაზე მოგვითხრობს იმ ნივთების მეშვეობით, რომლებიც მათ საკუთარი სახლებიდან ომის დროს წამოიღეს. ფილმი არის მცდელობა ომით დაზარალებული ადამიანების მიმართ რაელური ემპათიის გაჩენისა – „დევნილების ჯგუფის” ადამიანებად, ინდივიდებად ქცევისა, რომლებსაც, მიუხედავად საერთო პრობლემებისა, აქვთ ინდივიდუალური წარსული გამოცდილება, ინდივიდუალური ყოფა, ინდივიდუალური მიზნები; ისევე, როგორც ის ნივთები, რომლებიც მათ საკუთარი სოფლებიდან წამოიღეს, ისინიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან. დასაწყისი: 18:00 სთ მისამართი: დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, სტალინის 7, გორი ენა: ქართული (ინგლისური სუბტიტრებით) დასწრება თავისუფალია!!! ჩვენების დასრულების შემდეგ…
