ავტორი: rd_adm

დღეს, 10 მარტს თბილისში, სასტუმროში “ბეტსი” კავკასიური სახლისა ორგანიზებითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება კონფერეცია “კონფრონტაციისა და თანამშრომლობის 25 წელი: საქართველო-რუსეთი და ურთიერთობების სხვა მოდელები“. კონფერენციაზე განიხილება პოსტ-საბჭოთა რუსეთის ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან. კონფერენციის პირველი სესია დაეთმო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ანალიზს, რომლის ფარგლებშიც მოხდა ,,კავკასიური სახლის“ მიერ მომზადებული კვლევითი ნაშრომის ძირითადი მიგნებების წარდგენა. ამ წუთებში,  მეორე სესიის ფარგლებში აუდიტორია განიხილავს რუსეთის ურთიერთობებს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებთან აზერბაიჯანის, ბელორუსის და უკრაინის მაგალითზე. კონფერენციის დასკვნით ნაწილში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან მოწვეული მომხსენებლები წარმოადგენენ ანალიზს, რუსეთის დასავლეთთან ურთიერთობების შესახებ.

Read More

დავით ჯიშკარიანი ისტორიკოსი შესავალი 2016 წელმა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში დიდი გარდატეხების, აჟიოტაჟისა და დაძაბულობის გარეშე ჩაიარა. ორივე საზოგადოება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განგრძობს არსებობას და საკუთარი პრობლემებით ცხოვრობს. საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციას ცდილობს, აფხაზეთის მთავრობა ხშირად სტუმრობს მოსკოვს, ცდილობს მასთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას და სხვადასხვა სფეროში აქტიურ თანამშრომლობას. კონფლიქტების მოგვარების თემამ დათმო მოწინავე პოზიციები საზოგადოებაში. სოციალურ-ეკონომიკურმა პრობლემებმა დამსახურებულად დაიბრუნა პირველობა. აფხაზეთში დანიშნულმა რეფერენდუმმა მშვიდად ჩაიარა, ოპოზიციის დემონსტრაციები ფართომასშტაბიან ესკალაციაში არ გადაზრდილა. საქართველოში ოქტომბრის არჩევნები ექსცესების გარეშე ჩატარდა. პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებში კონფლიქტებმა უკან ჩამოიწია. პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა გააცნობიერა კონფლიქტების მოგვარების გრძელვადიანი პერსპექტივა და იმ სამი პარტიიდან, რომელიც პარლამენტში მოხვდა, არც ერთის პროგრამაში არაა ნათქვამი, რომ…

Read More

12 მარტს, 15 საათზე ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში „კავკასიური სახლისა“ და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის“ ორგანიზებით გაიმართება მრგვალი მაგიდა: „კონფლიქტები საქართველოში: ახალი გამოწვევების პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები“ მომხსენებლები: არჩილ გეგეშიძე – პოლიტიკის ანალიტიკოსი ვახტანგ ლომჯარია – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ლექტორი გიორგი მასალკინი – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი მოდერატორი: გიორგი კანაშვილი – „კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდება ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტებზე. ასევე გაანალიზდება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სავაჭრო დერეფნების პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა. მისამართი: ვახტანგ გორგასლის ქუჩა 53 დასწრება თავისუფალია! დისკუსია ტარდება პროექტის “სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის,…

Read More

14 მარტს, 19 საათზე ფაბრიკაში Impact Hub Tbilisi-ში კავკასიური სახლისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „International Alert”-ის პროექტის „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა“ ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექცია „ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები – კონფლიქტები საქართველოში და მოლაპარაკებების ისტორია 1989 წლიდან დღემდე“. 1993 წლის კონფლიქტის დასრულების შემდეგ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობები დიდი ხნის მაძილზე გაყინული იყო. მდგომარეობა გართულდა 2008 წელს რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის შემდგომ. დღეს ჟენევის მოლაპარაკებები ჩიხშია შესული და მხარეებს შორის სტატუს ქვოს შეცვლის პერსპერქტიცა არ ჩანს. კონფლიქტის მოგვარების რა შესაძლებლობები ჰქონდათ მხარეებს საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ და როგორია სიტუაცია დღეს? ამ საკითხებზე ლექციას წაიკთხავს საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი…

Read More

„კავკასიური სახლის“ ორგანიზებით, 6 მარტს, 19:00 სთ-ზე გაიმართება დისკუსია თემაზე: „სატრანსპორტო დერეფნების მოლოდინში: რას მოგვიტანს 2011 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი შეთანხმების შესრულება? “ აბაშიძე-კარასინის ბოლო შეხვედრაზე, კვლავ გააქტიურდა საქართველოსა და რუსეთს შორის შეთანხმება, რომელიც ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მონიტორინგს ეხება. თბილისმა და მოსკოვმა შვეიცარიის შუამავლობით 2011 წლის ნოემბერში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ტვირთების გადაადგილებაზე დაკვირვებისა და შემოწმებას ითვალისწინებს. დარიალის ხეობაში სულ უფრო გახშირებული ბუნებრივი კატასტროფები ხელს უშლის თავისუფალ მიმოსვლას, რაც ყველაზე მეტ პრობლემას სომხეთიდან რუსეთისკენ და პირიქით მიმავალ ტვირთებსა და მგზავრებს უქმნის. ამ პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელი იქნება ამ ნაკადის როკის გვირაბისკენ მიმართვით. მარტის ბოლოს ამ საკითხთან დაკავშირებით დაგეგმილია…

Read More

ბენეტ კლიფორდი “კავკასიური სახლის” სტაჟიორი ნაწყვეტი რელიგიური რადიკალიზაცია, განსაკუთრებით კი სალაფიტურ-ჯიჰადისტური მოძრაობა, ბოლო 15-20 წლის განმავლობაში კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების ძირითად გამოწვევას წარმოადგენს. ჩრდილოეთ კავკასიაში ჩეჩნეთის მეორე ომის პერიოდში (1999-2001) აღმოცენებული წინააღმდეგობიდან სირიაში მიმდინარე კონფლიქტსა და ერაყსა და სირიაში ისლამური სახელმწიფოს აღზევებამდე, თვალსაჩინოა, რომ კავკასიის ქვეყნები განიცდიან რელიგიური ექსტრემიზმის შედეგებს, თუმცა მისი განმაპირობებელი ფაქტორები ბოლომდე შესწავლილი არ არის. გარდა ამისა, მოტივები, რომლებიც რეგიონის სხვადასხვა ნაწილის მცხოვრებლებს უბიძგებს შეუერთდნენ ექსტრემისტულ მოძრაობებს, არაერთგვაროვანია და განპირობებულია ადგილობრივ, რეგიონულ და სახელმწიფო დონეებზე არსებული განსხვავებებით. კავკასიის ქვეყნებში არსებული სხვადასხვა პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური სიტუაციის გამო რადიკალიზაციის ბუნება შესაძლოა მკვეთრად განსხვავდებოდეს რეგიონის სხვადასხვა ნაწილში. წინამდებარე სტატიაში მოკლედაა…

Read More

ანა დვალი; მარიამ გაჩეჩილაძე „კავკასიური სახლი“ შესავალი 2016 წელი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში სტაბილური იყო. 2012 წელს დაწყებული „ნორმალიცაზიის პოლიტიკა“ მეტ-ნაკლები დინამიკით მაინც გრძელდება, რაც ორ ქვეყანას შორის დაძაბული პოლიტიკური ვითარების ფონზე, ვაჭრობის, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობას მოიცავს. გასულ წელს, ტრადიციული ჟენევის მოლაპარაკებებისა და აბაშიძე-კარასინის შეხვედრების გარდა, ქართულ-რუსულ ურთიერთობებში რეზონანსულ თემებს წარმოადგენდა: საქართველოს მოლაპარაკებები „გაზპრომთან“, რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივება და რუსული “რბილი ძალის” გარშემო დისკუსიები. დღეს არსებული ვითარებით, 2017 წელს საქართველო-რუსეთს შორის რაიმე რადიკალური ცვლილებების მოლოდინი ვერ გვექნება, თუმცა მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ცვალებადობა სულ უფრო არაპროგნოზირებადს ხდის პოლიტიკურ გარემოს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.   ჟენევის მოლაპარაკებები 2016 წელს ჟენევის…

Read More

„კავკასიურმა სახლმა“ დაიწყო განაცხადების მიღება სალექციო კურსში „სამოქალაქო განათლება და მშვიდობის მშენებლობა“ მონაწილეობის მისაღებად პროექტის შინაარსი „კავკასიური  სახლი“ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „International Alert“-თან ერთად ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა“. პროექტის მიზანია სამხრეთ კავკასიაში მცხოვრებ ახალგაზრდებს საფუძვლიანი ცოდნა მისცეს დემოკრატიის, სამოქალაქო განათლების, ადამიანის უფლებების, კონფლიქტის ანალიზისა და ნაციონალიზმის საკითხებზე. სალექციო კურსი დაყოფილია ორ ნაწილად. ლექცია-სემინარები აკადემიურ და თეორიულ საკითხებზე ჩატარდება კვირაში ორჯერ “კავკასიურ სახლში.” სალექციო კურსის მეორე ნაწილი გულისხმობს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან; ასევე თემატური ფილმების ჩვენებასა და დისკუსიებს. პროექტის შედეგად მონაწილეები შეიძენენ ცოდნას და უნარებს, რაც მნიშვნელოვანი იქნება სამომავლოდ პოლიტიკის ფორმირებისა და სამოქალაქო აქტივიზმისთვის. სალექციო…

Read More

შოთა თხელიძე ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრი. 2016 წლის მიწურულს, სირიის სამოქალაქო კონფლიქტის თითქმის ექვსი წლის თავზე, დაპირისპირებულ მხარეებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და შედარებით მყარი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდო, რაც უმეტესწილად, ამბოხებული ოპოზიციის მიერ სირიის მეორე ქალაქის, ალეპოს სირიის სამთავრობო ძალებისთვის დათმობამ განაპირობა. ზავი ჯერჯერობით სიცოცხლისუნარიანია, რაც კონფლიქტში ჩართული თურქული და რუსული მხარის ამ შეთანხმების დაცვის გარანტორობით აიხსნება. ზავის თანახმად, დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკებებს იანვარში ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში დაიწყებენ, რათა კრიზისის მოკლევადიან პერიოდში რეგულირება მოხდეს და საუბარი დაიწყოს პოლიტიკურ ტრანზიციაზე. მოლაპარაკებების მთავარი მოთამაშეები თურქეთი, რუსეთი და ირანი იქნებიან. პროცესში ჩართვაზე სირიის ამბოხებული ოპოზიციური დაჯგუფებები დათანხმდნენ, ხოლო რადიკალმა ისლამისტურმა და სხვა…

Read More

ვანო აბრამაშვილი “კავკასიური სახლის” მკვლევარი სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა  netgazeti.ge-ზე საქართველოს პარლამენტმა  „კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ 2008 წლის 23 ოქტომბერს მიიღო. ამ კანონის ამოქმედებას წინ ორი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენა უძღოდა: აგვისტოს ომი და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება. იმდროინდელმა ხელისუფლებამ ახალ რეალობასთან ადაპტაცია რამდენიმე მიმართულებით დაიწყო და ერთ-ერთი სწორედ რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენება გახლდათ. ომიდან ორ თვეში თბილისმა აამოქმედა კანონი, რომელიც განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმს აწესებდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იქ არსებულ სამართლებრივ მდგომარეობაზე მთლიან პასუხისმგებლობას მოსკოვს აკისრებდა. კანონი ასევე ზღუდავდა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა თავისუფალ გადაადგილებას და ეკონომიკური თუ სხვადასხვა საქმიანობების განხორციელებას. 2013 წლის მაისში ახალმა პარლამენტმა პირველი…

Read More