ავტორი: rd_adm

შოთა უტიაშვილი რონდელის ფონდის მეცნიერ-თანამშრომელი შესავალი 2016 წელი არ ყოფილა მოვლენებით დატვირთული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ვითარება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის ირგვლივ მეტ-ნაკლები სტაბილურობით ხასიათდებოდა, თუმცა ოკუპაციის ხაზის გადმოწევა, მავთულხლართების გავლება ვითარების დაძაბვას უწყობდა ხელს ისევე, როგორც ადგილობრივი მოსახლეების სისტემატური დაკავებები. წლის დასაწყისში აქტუალური იყო ცხინვალში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების საკითხი. გრძელდებოდა ჟენევის მოლაპარაკებები, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, საგრძნობი პროგრესი მიღწეული ვერ იქნა. 2017 წლის დასაწყისში ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისმა შედეგებმა პრინციპულად შეცვალოს არსებული ვითარება. რეფერენდუმის საკითხი 2015 წლის მარტში რუსეთმა და „სამხრეთ ოსეთმა“ ხელი მოაწერეს „ხელშეკრულებას“ თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ.…

Read More

3 თებერვალს 19 სთ-ზე ფაბრიკაში Impact Hub Tbilisi-ში კავკასიური სახლისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „International Alert”-ის პროექტის „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა“ ფარგლებში ჩატარდა ალექსანდრე კვატაშიძის ფილმ „ჩეჩნეთის გზაჯვარედინის“ ჩვენება. „ჩეჩნეთის გზაჯვარედინი“ ალექსანდრე კვატაშიძის ფილმია, რომელზეც რეჟისორი 15 წლის მანძილზე მუშაობდა. ის 22 წლის ასაკში ფოტოგრაფად წავიდა ჩეჩნეთის ომში. ფილმის შექმნის იდეა, ჯერ კიდევ 2000 წელს გაჩნდა, მას შემდეგ რაც იტალიელი ომის ჟურნალისტი ანტონიო რუსო საქართველოში მოკლეს. ფილმში ასახულია ომის 6 ჟურნალისტის ისტორია, რომლებიც ფილმის ავტორმა ჩეჩნეთში ნახა; თითოეული მათგანი ყვება საკუთარ მიზეზებს, თუ რატომ აირჩიეს ჩეჩნეთის ომი გადასაღებად. მათი ისტორიები პროფესიულ წარმატებას, ამბიციურ მიზნებს, მკვლელობას და თვითმკვლელობას ასახავს. ალექსანდრე კვატაშიძე…

Read More

რევაზ ქოიავა, კავკასიური სახლის მკვლევარი 2016 წელი ამიერკავკასიისთვის მრავალმხრივ იყო გამორჩეული. მიუხედავად ამისა, რევოლუციური მასშტაბის ცვლილებები რეგიონში არ მომხდარა. სტატუს-კვო, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჩამოყალიბდა, ძირეულ ცვლილებებს არ განიცდის. მისი შერყევა ვერც აპრილის თვეში მთიანი ყარაბაღის „ოთხდღიანმა ომმა“ მოახერხა. შეიძლება ითქვას, რომ ამიერკავკასიის სამივე სახელმწიფომ რისკებსა და გამოწვევებს, რომელიც მათ წინაშე 2016 წელს იდგა, მეტ-ნაკლები წარმატებით გაართვეს თავი. სტატიაში განხილულია ის ძირითადი მოვლენები, რომელთაც გასულ წელს ადგილი ჰქონდა სამხრეთ კავკასიაში. ესკალაცია ყარაბაღში გასული წლის ყველაზე „ცხელი“ მოვლენა ძველი ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული ესკალაცია იყო. დაპირისპირება განაპირობა მრავალრიცხოვანმა ინციდენტებმა როგორც მთიანი ყარაბაღის რეგიონში, ასევე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარის სხვა მონაკვეთებზე, მოლაპარაკებების პროცესის შეფერხებამ…

Read More

20-22 დეკემბერს, ,,კავკასიური სახლის“ მოწვევით თბილისს სტუმრობდა ამერიკაში მოღვაწე ისტორიის სოციოლოგი გიორგი დერლუგიანი. ვიზიტის ფარგლებში მან სამი საჯარო ლექცია წაიკითხა, რომელიც ეხებოდა რუსეთისა და კავკასიის რეგიონის ისტორიული განვითარების მიმოხილვას, სხვადასხვა დროს მსოფლიოში არსებული მოდერნიზაციული პროექტების შედარებით ანალიზს, იმას, თუ რა ტიპის მოდერნიზაციული ეტაპები გაიარა კონკრეტულად რუსეთმა, რა გავლენას ახდენდა ეს პროცესები მეზობელ ქვეყნებზე და როგორია დღევანდელი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციო-კულტურული რეალობის არქიტექტურა კავკასიის რეგიონსა და გლობალურ სამყაროში. ლექციებს ესწრებოდნენ, როგორც აკადემიური და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ასევე სტუდენტები სხვადასხვა ადგილობრივი და უცხოური უნივერსიტეტებიდან

Read More

20-22 დეკემბერს, ,,კავკასიური სახლის“ მოწვევით თბილისს სტუმრობდა ამერიკაში მოღვაწე ისტორიის სოციოლოგი გიორგი დერლუგიანი. ვიზიტის ფარგლებში მან სამი საჯარო ლექცია წაიკითხა, რომელიც ეხებოდა რუსეთისა და კავკასიის რეგიონის ისტორიული განვითარების მიმოხილვას, სხვადასხვა დროს მსოფლიოში არსებული მოდერნიზაციული პროექტების შედარებით ანალიზს, იმას, თუ რა ტიპის მოდერნიზაციული ეტაპები გაიარა კონკრეტულად რუსეთმა, რა გავლენას ახდენდა ეს პროცესები მეზობელ ქვეყნებზე და როგორია დღევანდელი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციო-კულტურული რეალობის არქიტექტურა კავკასიის რეგიონსა და გლობალურ სამყაროში. ლექციებს ესწრებოდნენ, როგორც აკადემიური და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ასევე სტუდენტები სხვადასხვა ადგილობრივი და უცხოური უნივერსიტეტებიდან.

Read More

კავკასიური სახლის მოწვევით 20-22 დეკემბერს საქართველოს ლექციების კურსით ეწვია პროფესორი, ისტორიის სოციოლოგი გიორგი დერლუგიანი. მისი ვიზიტის ფარგლებში 21 დეკემბერს, 13:00 საათზე, ,,კავკასიურ სახლში” გაიმართა დახურული დისკუსია “თანამედროვე მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაცია” გიორგი დერლუგიანის, ქართველი ექსპერტებისა და პოლიტიკოსების მონაწილეობით. მრგვალ მაგიდაზე განხილული იქნა საერთაშორისო სისტემაში მიმდინარე ცვლილებები, ახალი პარადიგმის ფორმირების პროცესი, რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობა ახალ რეალობაში და კავკასიის რეგიონის როლი ახალ მსოფლიო წესრიგში. დისკუსიის დროს მოხსენებებით წარდგნენ: გიორგი დერლუგიანი – ისტორიის სოციოლოგი; ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი (აბუ-დაბი) რევაზ ქოიავა – პოლიტოლოგი; „კავკასიური სახლის“ მკვლევარი ანა დოლიძე – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

Read More

17 დეკემბერს,ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტისა და  „კავკასიური სახლის“ ორგანიზებით ქ. მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა მრგვალი მაგიდა: „რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და კონფლიქტები სამხრეთ კავკასიაში“. შეხვედრაზე მომხსენებლად მოწვეული იყვნენ: არჩილ გეგეშიძე – პოლიტიკის ანალიტიკოსი; ბექა ბაჯელიძე – ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) კავკასიის პროგრამის დირექტორი; ლეილა სულეიმანოვა – აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის ხელმძღვანელი. მრგვალ მაგიდაზე განხილულ იქნა სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება. ძირითადი აქცენტები გაკეთდა ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსური კონფლიქტებზე, ასევე ყარაბახის კონფლიქტზე, როგორც დღეისათვის არსებული სიტუაციის, ასევე რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევების კუთხით. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და ის გამოწვევები რომლის წინაშეც რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა დგას. დისკუსია ჩატარდა პროექტის “სამხრეთ…

Read More

თორნიკე ჩივაძე ანალიტიკური პორტალის european.ge-ს სარედაქციო საბჭოს წევრი შესავალი დღეს გავრცელებულია აზრი, რომ საბჭოთა კავშირის დეზინტეგრაციის შემდეგ,  სხვა უმეტესი პოსტ-სოციალისტური ქვეყნებისგან განსხვავებით, რუსეთმა განვითარების არაპროდასავლური გზა აირჩია.  ხშირად მივიწყებულია, რომ რუსულმა ელიტამ, დასავლეთის აქტიური მონაწილეობით, დაიწყო რეფორმების გატარება, რომლებიც „ვაშინგტონის კონსესუსის“ ძირითად პრინციპებს  ეფუძნებოდა, რამაც გარკვეულ წილად განსაზღვრა კიდეც რუსეთში კაპიტალისტური განვითარების დღევანდელი ლოგიკა და ხასიათი. ნეო-ლიბერალური რეფორმების შედეგად ჩამოყალიბებული თანამედროვე რუსეთი, ნამდვილად ვერ მოხვდება (მსოფლიო სისტემების თეორიის მიხედვით) „ცენტრის“ კატეგორიაში, მას ნახევრად პერიფერიული, ან თუ კაგარლიცკის მეტად მოქნილ ტერმინს დავესესხებით, „პერიფერიის იმპერიის“ სტატუსი უფრო შეეფერება (B. Kagarlitsky 2008). იმისთვის, რომ გავიაზროთ დღევანდელი რუსული ოლიგარქიული სახელმწიფოს ბუნება, აუცილებელია დავაკვირდეთ კაპიტალისტური…

Read More

17 დეკემბერს, 13 საათზე ქ. მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „კავკასიური სახლისა“ და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის“ ორგანიზებით გაიმართება მრგვალი მაგიდა: „რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და კონფლიქტები სამხრეთ კავკასიაში“ მომხსენებლები: არჩილ გეგეშიძე – პოლიტიკის ანალიტიკოსი ბექა ბაჯელიძე – (IWPR) კავკასიის პროგრამის დირექტორი. ლეილა სულეიმანოვა – აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდება ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტებზე, ასევე ყარაბახის კონფლიქტზე, როგორც დღეისათვის არსებული სიტუაციის, ასევე რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევების კუთხით. მისამართი: გიორგაძის ქ. #1, მარნეული/ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი დასწრება თავისუფალია დისკუსია ტარდება პროექტის “სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ახალი არქიტექტურის ფორმირება’’ ფარგლებში, რომელიც რომელიც ხორციელდება გაერთიანებული სამეფოს კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის ფინანსური…

Read More

9 დეკემბერს 13:00 სთ-ზე გორის საინფორმაციო ცენტრში, „კავკასიური სახლისა“ და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის“ ორგანიზებით გაიმართება საჯარო დისკუსია თემაზე: სამხრეთ ოსეთის/ ცხინვალის რეგიონის მომავალი და ქართულ-ოსური ურთიერთობები დისკუსიის დროს განხილული იქნება გამყოფი ხაზის ორივე მხარეს არსებული სიტუაცია – განვითარების პერსპექტივები, პრობლემები და ნორმალიზაციის შესაძლებლობები, ასევე დიალოგის ფორმატების გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე მომხსენებლები: მიხეილ ჩიტაძე – გორის საინფორმაციო ცენტრი ზვიად ზვიადაძე – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ვანო აბრამაშვილი – კავკასიური სახლი მოხსენებებისა და დისკუსიის დასრულების შედეგ გიმართება პუბლიკაციის „კონფლიქტის საფასური: უთქმელი ამბები, ქართულ-ოსური კონტექსტი“ პრეზენტაცია. პრეზენტაციას წარუძღვება ჟურნალისტი, გოგა აფციაური. პუბლიკაცია გამოიცა ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის ეგიდითა…

Read More