In the Nature of Cities – წარმოადგენს ნიკ ჰეინენის (ჯორჯიის უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის პროფესორი), მარია კაიკასა (ამსტერდამის უნივერსიტეტის სოციალურ და ბიჰევიორისტულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი) და ერიკ სვინგედოუს (მანჩესტერის უნივერსიტეტის გარემოს, განათლებისა და განვითარების დეპარტამენტის პროფესორი) ერთობლივ ნაშრომს, რომლის მიზანსაც ურბანულ დებატებში ბუნებისა და ეკოლოგიის საკითხების დაბრუნება და გადააზრება წარმოადგენს. ნაშრომი ურბანული პოლიტიკური ეკოლოგიის ერთგვარ გზამკვლევია, სადაც ხდება იმ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური პროცესების გაანალიზება, რომლებიც ახდენენ თანამედროვე ურბანული ლანდშაფტების ფორმირებას. პოლიტიკური ეკოლოგიის სამი წამყვანი მკვლევრის მიერ შექმნილ ამ ნაშრომში გაერთიანებული სხვადასხვა ესსეები და ქეისები, ადასტურებს ურბანულ თეორიებში ეკოლოგიური დღის წესრიგის დაბრუნების სასიცოცხლო მნიშვნელობას, როგორც თანამედროვე ურბანიზაციის პროცესის გაგების, ისე…
ავტორი: rd_adm
21 დეკემბერს, 19:00 საათზე, „კავკასიური სახლი“ გიწვევთ ჯან ფრანკო როსის დოკუმენტური ფილმის „ცეცხლი ზღვაში“ ჩვენებაზე. ჩვენება გაიმართება Impact Hub Tbilisi-ში, ეგნატე ნინოშვილის 8 (Fabrika • ფაბრიკა). იტალიის სამხრეთ სანაპიროდან 200 კილომეტრის დაშორებით მდებარე კუნძული ლამპედუსა ის ერთ-ერთი დანიშნულების ადგილია, რომელსაც, ევროპაში ახალი ცხოვრების დაწყების იმედით, აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ასობით და ათასობით მიგრანტი მოაწყდა. რეჟისორი გარკვეული დროით გადასახლდა ხმელთაშუაზღვის ამ კუნძულზე, რათა შეესწავლა და აღეწერა კუნძულის ისტორია, კულტურა და იქ მცხოვრები 6 000 მოსახლის ყოველდღიური ცხოვრება, მაშინ როცა ყოველ კვირა კუნძული მიგრანტების ახლა-ახალ ნაკადებს იღებდა. დოკუმენტური ფილმი 12 წლის ადგილობრივი ბიჭის – სამუელის გარშემო ვითარდება, რომელსაც უყვარს შურდულით ნადირობა და…
21 დეკემბერს, 15:00 საათზე „კავკასიური სახლი“ გეპატიჟებით ვიდეოს ჩვენებაზე – „ახალგაზრდები: ყოველდღიურობა საქართველოში“. ჩვენება გაიმართება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის გორის ოფისში . მის: იერუშალაიმის ქ. #18 , ქ. გორი. ვიდეო შედგება ხუთი ინტერვიუსგან, სადაც რესპონდენტები გვიზიარებენ იმ ყოველდღიურობას, რომელსაც ქვეყნის ახალგაზრდების უმრავლესობა საკუთარ თავზე განიცდის. ხუთივე მათგანი დასაქმებულია, მათი ძირითადი ნაწილი – მომსახურების სფეროში. ინტერვიუებიდან შეგვიძლია გავიგოთ, თუ როგორ აფასებენ ვალერი, ანა, ლუკა, ლადო და ნინო მათ წინაშე შექმნილ რეალობას, მიღებულ განათლებას და სამუშაო პირობებს, როგორ უყურებენ მომავალს, რა მოლოდინები და იმედები აქვთ. ახალგაზრდების ისტორიები იმეორებს ერთმანეთს და ქვეყანაში დღეს არსებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობას წარმოაჩენს. ინტერვიუების ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია…
20 დეკემბერს, 15:00 საათზე „კავკასიური სახლი“ გეპატიჟებით ვიდეოს ჩვენებაზე – „ახალგაზრდები: ყოველდღიურობა საქართველოში“. ჩვენება გაიმართება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ოზურგეთის ოფისში . მის: ჭავჭავაძის ქ. #14; ოზურგეთი ვიდეო შედგება ხუთი ინტერვიუსგან, სადაც რესპონდენტები გვიზიარებენ იმ ყოველდღიურობას, რომელსაც ქვეყნის ახალგაზრდების უმრავლესობა საკუთარ თავზე განიცდის. ხუთივე მათგანი დასაქმებულია, მათი ძირითადი ნაწილი – მომსახურების სფეროში. ინტერვიუებიდან შეგვიძლია გავიგოთ, თუ როგორ აფასებენ ვალერი, ანა, ლუკა, ლადო და ნინო მათ წინაშე შექმნილ რეალობას, მიღებულ განათლებას და სამუშაო პირობებს, როგორ უყურებენ მომავალს, რა მოლოდინები და იმედები აქვთ. ახალგაზრდების ისტორიები იმეორებს ერთმანეთს და ქვეყანაში დღეს არსებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობას წარმოაჩენს. ინტერვიუების ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია რესპონდენტების მიერ…
14 დეკემბერს, 19:00 საათზე „კავკასიურ სახლში“ გეპატიჟებით ვიდეოს ჩვენებაზე – „ახალგაზრდები: ყოველდღიურობა საქართველოში“. ვიდეო შედგება ხუთი ინტერვიუსგან, სადაც რესპონდენტები გვიზიარებენ იმ ყოველდღიურობას, რომელსაც ქვეყნის ახალგაზრდების უმრავლესობა საკუთარ თავზე განიცდის. ხუთივე მათგანი დასაქმებულია, მათი ძირითადი ნაწილი – მომსახურების სფეროში. ინტერვიუებიდან შეგვიძლია გავიგოთ, თუ როგორ აფასებენ ვალერი, ანა, ლუკა, ლადო და ნინო მათ წინაშე შექმნილ რეალობას, მიღებულ განათლებას და სამუშაო პირობებს, როგორ უყურებენ მომავალს, რა მოლოდინები და იმედები აქვთ. ახალგაზრდების ისტორიები იმეორებს ერთმანეთს და ქვეყანაში დღეს არსებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობას წარმოაჩენს. ინტერვიუების ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია. მომხსენებლები: გიორგი ღვინჯილია – სოციალური აქტივისტი თამუნა ქებურია – “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” პროექტების…
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა netgazeti.ge -ზე ივანე აბრამაშვილი „კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი ახალი სამშვიდობი ინიაციტივების ფონზე დასავლეთის მხარდაჭერასა და გააქტიურებას ახალი როლი ენიჭება. საინტერესოა რა სახით გაგრძელდება ევროკავშირის პოლიტიკა “ჩართულობა აღიარების გარეშე”. 2008 წლის აგვისტოს ომმა და რუსული ოკუპაციის დაწყებამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სრულიად ახალ პოლიტიკურ და სამართლებრივ გარსში მოაქცია, რომელიც იმთავითვე ცხადი იყო, რომ სულ უფრო მეტ იზოლირებას უქადდა მათ გარესამყაროსგან, განსაკუთრებით კი, დასავლეთისგან. ეს მოცემულობა ნათლად მიანიშნებდა იმაზე, რომ საქართველოს კონფლიქტების დარეგულირების პროცესი დროის დინებასთან ერთად სულ უფრო ჩაიხლართებოდა და გაჭიანურდებოდა, შესაბამისად, ომის დასრულებიდან მალევე თბილისმა და მისმა დასავლელმა პარტნიორებმა დაიწყეს გრძელვადიანი ხედვებისა და სტრატეგიის შემუშავება, რომლის ფოკუსი…
19 ნოემბერს 19 სთ-ზე “კავკასიურ სახლში” ჩატარდა საჯარო დისკუსია “საპრეზიდენტო არჩევნები და პოლიტიკური მდგომარეობა ქვეყანაში” აღნიშნულ დისკუსიაზე მომხსენებლებმა საპრეზიდენტო არჩევნების მაგალითზე გაანალიზეს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება. საუბარი ასევე შეეხო იმას, თუ რა გზა განვლო 2012 წლიდან საქართველომ და რატომ დგას დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერების საკითხი; რა გავლენას იქონიებს არჩევნებში როგორც ერთი, ისე მეორე კანდიდატის გამარჯვება სამომავლო პოლიტიკურ პროცესებზე და არსებობს თუ არა სივრცე უახლოეს მომავალში, მესამე, ალტერნატიული პოლიტიკური ძალის გამოჩენისთვის. მომხსენებლები იყვნენ: ანა დოლიძე – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, საერთაშორისო სამართლის პროფესორი. ლევან ლორთქიფანიძე – „კავკასიური სახლის“ გამგეობის წევრი, პოლიტოლოგი. გია აბაშიძე – პოლიტიკის ანალიტიკოსი, საერთაშორისო მიმომხილველი. მოდერატორი: ვანო…
28 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატებმა თითქმის თანაბარი ხმები მიიღეს, ხოლო მოსახლეობის დიდმა ნაწილმა თავი შეიკავა არჩევანის გაკეთებისგან. აღნიშნულმა შედეგმა დაადასტურა, რომ საზოგადოების უმრავლესობა უკმაყოფილოა „ქართული ოცნების“ მმართველობით, რომელმაც ქვეყანას ვერ შესთავაზა ალტერნატიული განვითარების პოლიტიკა. თავის მხრივ მიმდინარე კრიზისი მნიშვნელოვნად ზრდის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობას, რომელიც 2012 წელს, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მკვეთრად ავტორიტარული და არადემოკრატიული მმართველობის გამო გადაირჩია. აღნიშნულ დისკუსიაზე მომხსენებლები საპრეზიდენტო არჩევნების მაგალითზე გაანალიზებენ საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას. საუბარი ასევე შეეხება იმას, თუ რა გზა განვლო 2012 წლიდან საქართველომ და რატომ დგას დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერების საკითხი; რა გავლენას…
3 ნოემბერს „კავკასიური სახლის“ ორგანიზებით წნორში „ცოდნის კაფეში“ გაიმართა დისკუსია “გამყოფ ხაზს 2 მხარე აქვს: აფხაზ ახალგაზრდებთან შეხვედრისა და ნდობის აღდგენის პროექტების გამოცდილება” დისკუსიაზე მოხსენებებით წარდგნენ ივანე აბრამაშვილი, კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი, და სამშვიდობო პროცესებში ჩართული ახალგაზრდები – ესმა გუმბერიძე და გიორგი ყარალაშვილი. დისკუსიას მოდერაცია გაუწია ელოკო ბენდელიანმა, -მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე. დისკუსიაზე მომხსენებელმა ისაუბრეს ნდობის აღდგენის პროექტებში მონაწილეობისას მიღებულ გამოცდილებაზე და დამსწრეებს გაუზიარეს აფხაზი თანატოლების შეხედულებები. დისკუსია ჩატარდა “კავკასიური სახლისა“ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „International Alert”-ის პროექტის „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა“ ფარგლებში
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა netgazeti.ge -ზე ივანე აბრამაშვილი „კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი რამდენიმე დღის წინ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს 10 წელი შეუსრულდა. დროის ამ მონაკვეთში მხარეებმა 45 რაუნდის ჩატარება მოასწრეს, თუმცა მხოლოდ რამდენიმე მათგანმა თუ მოახერხა საზოგადოებისთვის თავი რაიმე კონკრეტული შედეგით დაემახსოვრებინა და ისიც საწყის ეტაპზე, როცა 2009 წელს, მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმი ჩამოყალიბდა. მედვედევ–სარკოზის შეთანხმების საფუძველზე, ჟენევაში შექმნილ 3+3 ფორმატს ყოვლისმომცველი, საინტერესო და უნიკალური აგებულება აქვს. ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით გამართული შეხვედრების ოფიციალურ მონაწილეებად საქართველო, რუსეთი და აშშ ითვლებიან, თუმცა ნეიტრალური სტატუსით, შეხვედრებში ასევე ჩართულები არიან სოხუმისა და ცხინვალის დე ფაქტო მთავრობების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ ჟენევის დისკუსიების…
