1994 წლის ნოემბერში ახალი მოწვევის ბუნდესტაგის პირველი სხდომა გახსნა გერმანელმა მწერალმა და ერთიანი სოციალისტური პარტიის (SED) დიქტატურის წინააღმდეგ მებრძოლმა საზოგადო მოღვაწემ შტეფან ჰაიმმა. იგი საკანონმდებლო ორგანოს უპარტიო წევრი გახლდათ, რომელმაც ვერ გაუძლო პარტიულ პოლიტიკურ ურთიერთდაპირისპირებებს და მალევე უარი თქვა სადეპუტატო მანდატზე. პარლამენტის უხუცესმა წევრმა თავის გამოსვლაში განაცხადა: „ განა არ არსებობს გამოცდილება გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ცხოვრებიდან, რომლის გამოყენებაც ჩვენი საერთო მომავლისთვის, გაერთიანებული სახელმწიფოს მომავლისთვის ღირს? ალბათ, არსებობს. მე მათ შორის მოქალაქეებისათვის გარანტირებულ სამუშაო ადგილს, პროფესიონალურ კარიერასა და უპირობოდ ხელმისაწვდომ სახლ-კარს დავასახელებდი. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის უამრავი ყოფილი მოქალაქე ტყუილად არ აპროტესტებს იმას, რომ მათი ცხოვრებისეული მიღწევები სათანადოდ არ არის შეფასებული, არ…
ავტორი: rd_adm
მოცემული კვლევის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით საქართველოს დეინდუსტრიალიზებული ზონების ისტორიის შესწავლა და ალტერნატიული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გამოვლენა. კვლევის ობიექტად ქალაქი გორი შეირჩა, სადაც 1951-1994 წლებში ბამბეულის ქსოვილების კომბინატი ფუნქციონირებდა. 1960-70-იან წლებში საწარმოში 7 000-მდე ადამიანი იყო დასაქმებული. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კომპლექსი ნულოვან აუქციონზე გაიყიდა, დღეს კი გიგანტური საამქროების ადგილზე მხოლოდ ნანგრევების აღმოჩენაა შესაძლებელი. „კავკასიური სახლის“ ამ კვლევაში შეგიძლიათ გაეცნოთ გორის ბამბეულის კომბინატის დაარსებისა და განვითარების ისტორიას. აქ მიიღებთ ცნობებს 1990-იან წლებში მიმდინარე პრივატიზაციის ძირითადი მახასიათებლების შესახებ. ტექსტში წარმოდგენილია მეცნიერების, ადგილობრივი მოსახლეობისა და მუნიციპალური ადმინისტრაციის თანამშრომელთა მოსაზრებები გორის სამრეწველო განვითარების პერსპექტივების თაობაზე. კვლევის ბოლოს მიმოხილულია საერთაშორისო გამოცდილება, რომელიც პოსტკომუნისტურ პერიოდში…
კომენტარი ერიკ რეინერტის წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით საუკუნის დასაწყისში დიდმა ინგლისელმა ისტორიკოსმა და ესეისტმა ტონი ჯატმა ეკონომიკური მეცნიერების მოწინავე ფიგურები შუა საუკუნეების მღვდლებს შეადარა. ბნელ ეპოქაში სასულიერო წოდების წარმომადგენლები ლოცვებსაც და სახარებასაც მხოლოდ ლათინურად კითხულობდნენ, წირვაც მკვდარ ენაზე აღევლინებოდა, სასტიკად იკრძალებოდა წმინდა წერილის ევროპულ ენებზე თარგმნა და გავრცელება. ლათინურისა და წერა-კითხვის არმცოდნე მრევლი იძულებული იყო ბრმად დამორჩილებოდა ამბიონზე შემომდგარ პადრეს. პადრე ყოველთვის მართალი გახლდათ, მის გარეშე ღმერთთან ურთიერთობა, ჭეშმარიტების შემეცნება მიუტევებელ ცოდვად მიიჩნეოდა. საეკლესიო პირის პატიოსნებასა და კეთილგონიერებაში ეჭვის შეტანა მხოლოდ ერთეულებს მოსდიოდათ თავში, უმრავლესობა თავისი განცდის საჯაროდ გამოხატვას ერიდებოდა, რადგან საგანგებო სამოსში გამოწყობილ, გაუგებრად მობუტბუტე ინკვიზიტორებს განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანის…
“საქართველოს სამეზობლოს კვლევების ინიციატივის” ფარგლებში გთავაზობთ აღმოსავლეთმცოდნე-თურქოლოგის, სანდრო ბაკურაძის მორიგ სტატიას “ეთნიკური კონფლიქტის თემა თურქულენოვანი ქურთი მწერლების შემოქმედებაში”. სტატიაში ავტორი მიმოიხილავას თურქულენოვანი ქურთი მწერლების გავლენისა და აქტუალურობის ზრდას თანამედროვე ლიტერატურულ პროცესში. სტატიის ავტორი მსჯელობს მწერალთა დასახელებული ჯგუფის ყურადღების ცენტრში აღმოჩენილი თემების მნიშვნელობასა და ლიტერატურის სოციალურ-პოლიტიკურ კონტექსტზე. სტატიაში განხილულია რამდენიმე ავტორიტეტული შემოქმედის ნაწარმოების პრობლემატიკა. იხილეთ სტატიის სრული ტექსტი მოუსმინეთ ავტორის პოდკასტს ამავე თემაზე
კონტინენტური ევროპის არაერთი გამოცემის ფურცლებზე შეხვდებით განსაკუთრებული წესით მომზადებულ მასალებს, რომელთაც კითხვებზე პასუხის ფორმა აქვთ. ამგვარი სტატიების მიზანია, რომ რთული, მრავლისმომცველი საკითხები მოკლედ და ყველასათვის გასაგებად მიმოიხილონ. ზოგიერთი დასავლური მედია სპეციფიკური წესით დაწერილ ტექსტებს პირდაპირ უწოდებს კონკრეტულ სახელს -„Endlich verständlich” („ბოლოსდაბოლოს გასაგებად“) „კავკასიური სახლის“ პროექტმა „საქართველოს სამეზობლოს კვლევების ინიციატივა“ გადაწყვიტა საქართველოს ორი მეზობლის, სომხეთისა და აზერბაიჯანის შესახებ „Endlich verständlich”-ის სტილი მოკლე ნაშრომების მომზადება. ამჟამად გთავაზობთ კავკასიის ქვეყნების პოლიტიკურ სისტემათა ახალგაზრდა მკვლევრის, ედვარდ შეიბიკიანის პასუხებს, რომლებიც სომხეთის პოლიტიკური ცხოვრებით დაინტერესებულ არაპროფესიონალურ საზოგადოებას პრობლემების გააზრების გზაზე პირველი ნაბიჯების გადადგმაში, პირველადი ცნობების მოპოვებაში დაეხმარება. რა შეიძლება მივიჩნიოთ თანამედროვე სომხეთის საკონსტიტუციო მოწყობის მთავარ თავისებურებებად?…
ეპიდემიოლოგიური საფრთხის მიუხედავად, 24 ივნისს მოსკოვში, წითელ მოედანზე გრანდიოზული აღლუმი გაიმართა და საზეიმოდ აღინიშნა მეორე მსოფლიო ომის დასრულების 75-ე წლისთავი. აღლუმში 14 000-მდე სამხედრომ მიიღო მონაწილეობა, დიდი ხანია ასეთი მასშტაბის ღონისძიება კრემლს არ ჩაუტარებია. წინა დღით პრეზიდენტმა პუტინმა ხალხს სიტყვით მიმართა და თანამოქალაქეებს თავისი ახალი ინიციატივის შესახებ ამცნო. რუსეთში 20 წლიანი ტრადიცია იცვლება და ყველასათვის საერთო 13%-იანი პროპორციული საშემოსავლო გადასახადი უქმდება. ამიერიდან, რუსეთშიც ამოქმედდება პროგრესული საგადასახადო შკალა, მდიდრები ცამეტის ნაცვლად თხუთმეტ პროცენტს გადაიხდიან. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, რეფორმის შედეგად მობილიზებული თანხები ბავშვებსა და მათ ჯანმრთელობას, ოჯახებისთვის დახმარებათა დანიშვნას მოხმარდება. თვის დასაწყისში გრანდიოზული პატრიოტული შოუს ფონზე ლიდერმა ხალხს რუსეთის დღე მიულოცა. მოკლედ,…
“საქართველოს სამეზობლოს კვლევების ინიციატივის” ფარგლებში გთავაზობთ აღმოსავლეთმცოდნე-თურქოლოგის, სანდრო ბაკურაძის მორიგ სტატიას. სტატიაში ავტორი მიმოიხილავს 1950-იან წლებში, თურქეთში დაწყებულ ურბანიზაციის პროცესს და მის გავლენას თურქეთის დღევანდელ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტულ ცხოვრებაზე. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და ის შესაძლოა არ ასახავდეს “კავკასიური სახლის” ოფიციალურ პოზიციას. იხილეთ სტატიის სრული ტექსტი მოუსმინეთ ავტორის პოდკასტს ამავე თემაზე
“საქართველოს სამეზობლოს კვლევების ინიციატივის” ფარგლებში გთავაზობთ აღმოსავლეთმცოდნე-თურქოლოგის, სანდრო ბაკურაძის მორიგ ვრცელ სტატიას. სტატიაში ავტორი მიმოიხილავს ალევიტებთან დაკავშირებულ პრობლემატიკას, განსაზღვრავს სხვადასხვა ცნებათა მნიშვნელობებს, მსჯელობს ალევიტთა სპეციფიკურ და განსაკუთრებულ მახასიათებლებზე, განიხილავს აღნიშნული ჯგუფის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან, გარდამტეხ მოვლენებს, ყურადღებას ამახვილებს ალევიტთა პოლიტიკური რეპრეზენტაციისა და სამომავლო პოზიციების ჩამოყალიბების თავისებურებებზე. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და ის შესაძლოა არ ასახავდეს “კავკასიური სახლის” ოფიციალურ პოზიციას. იხილეთ სტატიის სრული ტექსტი
კოლონიზაცია თანამედროვე კაპიტალისტური სისტემის ფუნდამენტური ატრიბუტია, რომელიც ერთი ქვეყნის მიერ (იმპერიის მიერ), სხვა ქვეყნ(ებ)ის და ხალხის ექსპლუატაციას მოიცავს. მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ყველაზე მნიშველოვანი თემა და დამახასიათებელი ასპექტი კოლონიალიზმი და შესაბამისად, ანტიკოლონიური ხასიათის ბრძოლები გახლდათ. 1930-იანი წლების მსოფლიომ იცოდა, რომ ნაცისტური გერმანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი აღმოსავლეთით ექსპანსია იყო. ამ მიზანზე ჰიტლერი „Mein Kampf-ში“ პირდაპირ საუბრობდა. ნაცისტური იმპერიის აღმოსავლეთით გავრცობას მატერიალური მიზეზები გააჩნდა – აღმოსავლეთ ევროპის ნაყოფიერი მიწისა და რესურსებს ათვისება. ამავდროულად, ეს იყო ფაშისტური იდეოლოგიური მისია, რომ არიული რასის ბატონობა დამკვიდრებულიყო „უმცროს“, „პრიმიტიულ“ სლავურ და სხვა რასებზე; ეს გეგმა მოიცავდა „პრიმიტიული“ რასების გადასახლებას, დამონებას, ან მთლიანად ანულირებას. ამ კონტექსტში, ნაცისტური მთავრობა ხშირად აპელირებდა უიდეო ბოლშევიზმის განადგურების…
