აღმოსავლეთმცოდნე სანდრო ბაკურაძე სტატიაში დაწვრილებით განიხილავს თანამედროვე თურქული იდენტობის ჩამოყალიბების ისტორიულ პროცესს. ტექსტში მიმოხილულია სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფის მიმართ ოსმალეთის იმპერიის არსებობის ბოლო წლებში მოქმედი პოლიტიკის ძირითადი მახასიათებლები, პირველი მსოფლიო ომის დროს მიმდინარე ეთნო-რელიგიური დაპირისპირებები, ათათურქის მიდგომები ნაციონალური საკითხის მიმართ და მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში საერთო თურქული იდენტობის ფორირებაზე ორიენტირებული სტრატეგიის თავისებურებები. სტატია მომზადდა “კავკასიური სახლის” პროექტის “საქართველოს სამეზობლოს კვლევების ინიციატივის” ფარგლებში. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს “კავკასიური სახლის” ოფიციალურ პოზიციას. იხილეთ სტატიის სრული ტექსტი იხილეთ სტატიის განხილვის ვიდეოჩანაწერი
ავტორი: rd_adm
მიმდინარე წლის 22 მარტს აფხაზეთში განმეორებითი დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. აფხაზეთის ე.წ. ცესკო-ს მონაცემებით, ხმათა უმრავლესობა ოპოზიციის ლიდერმა ასლან ბჟანიამ (56.5%) მიიღო, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე ადგურ არძინბა (35.42%) და ლეონიდ ძიაპშბა (2.22%) გავიდნენ. აფხაზეთში განმეორებითი არჩევნების ჩატარება 9-12 იანვრის კრიზისის შედეგად გადაწყდა, როდესაც ოპოზიციის აქციების ფონზე აფხაზეთის „უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატამ“ 2019 წლის 8 სექტემბერს გამართული „საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური“ ბათილად ცნო, ხოლო რაულ ხაჯიმბა არალეგიტიმურად არჩეულ პრეზიდენტად. იანვრის ვნებათაღელვას წინ არანაკლებ ღრმა კრიზისი უძღოდა 2019 წლის აპრილში ასლან ბჟანიას მოწამვლის სახით, რამაც ადგილობრივი პოლიტიკური ცხოვრების გრძელვადიანი დესტაბილიზაცია გამოიწვია. ლამის ერთწლიანი პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში…
თეზისი 3: ჩვენ ანტიკაპიტალისტური ფემინიზმი გვჭირდება – ფემინიზმი 99 პროცენტისთვის ფემინიზმის ის სახე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, აცნობიერებს, რომ ეპოქალური მასშტაბის კრიზისს უნდა უპასუხოს: ცხოვრების სტანდარტის გაუარესებასა და მოახლოებულ ეკოლოგიურ კატასტროფას; მძვინვარე ომებსა და საცხოვრებელი ადგილიდან მზარდ გასახლებებს; მავთულხლართებით შეკავებულ მასობრივ მიგრაციას; გაკადნიერებულ რასიზმსა და ქსენოფობიას; და დიდი ბრძოლით მოპოვებული სოციალური და პოლიტიკური უფლებების მარცხს. ჩვენ ამ გამოწვევებთან ბრძოლას ვესწრაფვით. ზომიერ მეთოდებზე უარის თქმით, ფემინიზმის ის სახე, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, მიზნად ისახავს მეტასტაზივით მოდებული ბარბაროსობის კაპიტალისტურ ფესვებთან ბრძოლას. ის უარს ამბობს, მცირეთა თავისუფლებისთვის მსხვერპლად გაიღოს მრავალთა კეთილდღეობა. ის იბრძვის მრავალთა საჭიროებებისა და უფლებებისათვის, რომელთა შორის არიან ღარიბი და მშრომელთა კლასის…
2020 წლის დასაწყისში „კავკასიური სახლის“ მშვიდობისა და ინტეგრაციის პროგრამამ პროექტ „ინტერნეტ-დღიურთან“ თანამშრომლობით ახალ ინიციატივას „საქართველოს სამეზობლოს კვლევები“ ჩაუყარა საფუძველი. ინიციატივის მიზანია საქართველოს სამეზობლოს შესახებ ანალიტიკური და მულტიმედია მასალების შექმნა და შეგროვება, რათა სამოქალაქო და აკადემიური საზოგადოების დაინტერესებულ ნაწილს რეგიონის მთავარი აქტორების შესახებ ფუნდამენტური ცნობების მიღებისა და გააზრებიის შესაძლებლობა ჰქონდეს. ინიციატივის განხორციელების საწყის ეტაპზე ყურადღება თურქეთის რესპუბლიკაზე გამახვილდება. „კავკასიური სახლმა“ პირველ მკვლევრად სანდრო ბაკურაძე შეარჩია. სანდრო ბაკურაძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების თურქული განყოფილება. ამასთანავე, სწავლობდა თანამედროვე თურქულ ლიტერატურას ანკარის ჰეჯეთთეფეს უნივერსიტეტში. თურქოლოგი საქართველოს მეზობელი სახელმწიფოს პოლიტიკის, ისტორიის, რელიგიის, საზოგადოებისა და კულტურის შესახებ ხუთ სტატიას მოამზადებს, რომლებიც ჩვენი ორგანიზაციის…
ფსონად დადებული სიცოცხლე ბოლო ათწლეულში აზარტული თამაშები ქართული ეკონომიკისა და საზოგადოების ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად იქცა. აზარტული თამაშებისგან გამოწვეული პრობლემები წლიდან წლამდე მწვავდება, თუმცა საგანგაშო სტატისტიკისა და ფაქტების ზრდის მიუხედავად, ქვეყნის ხელისუფლება სიტუაციის გამოსასწორებლად არაფერს აკეთებს. ბუკმეიკერული კომპანიები საქართველოს ეკონომიკის პარაზიტებად იქცნენ. ისინი ქვეყნის ეკონომიკიდან ყოველწლიურად მილიარდობით თანხებს ისრუტავენ, საიდანაც ბიუჯეტში მინიმალური თანხები მიემართება. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული მოსახლეობის რაოდენობის მასშტაბურობიდან გამოდინარე, გემბლინგმა ქართული საზოგადოების თითქმის ყველა ასაკობრივი კატეგორია მოიცვა, თუმცა პრობლემა განსაკუთრებული სიმწვავით ახალგაზრდებში ვლინდება. გემბლინგი XXI საუკუნის ერთ-ერთი სენია. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას მეცნიერულ ენაზე ლუდომანია ეწოდება, რომელიც თავისი მასშტაბითა და საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების დოზით ნარკომანიას არაფრით ჩამოუვარდება. გემბლინგს ნარკომანიის კლასიკური…
ახალი დეკადა ახლო აღმოსავლეთში ახალი ეპიზოდით დაიწყო, რომელმაც ერთგვარად მომდევნო ათწლეულის რეგიონის პოლიტიკური პროცესების მიმართულება დააანონსა. 3 იანვარს, აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ ირანული ყუდის ძალების მეთაურის, ყასემ სულეიმანის ლიკვიდაცია ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და ბიძგი მისცა მოვლენების განვითარების მრავალგვარ სპეკულაციას, მათ შორის მესამე მსოფლიო ომის დასაწყისსაც. თუმცა, აღნიშნული მოვლენა ლოგიკური გამოვლინებაა აშშ-ირანის ურთიერთობების იმ ახალი ფაზისა, რომელიც თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მოსვლიდან დაიწყო. ირანი აშშ-ის ახლო აღმოსავლურ პოლიტიკაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, აშშ-ის პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ეყრდნობოდა მოკავშირე ქვეყნებს შორის ძალთა ბალანსის დაცვას ისე, რომ თავად უშუალო აქტიურ სამხედრო და ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურ მონაწილეობას რეგიონულ პოლიტიკაში არ იღებდა. ვაშინგტონი…
1991 წლის შემდეგ საქართველოში მომხდარი კონფლიქტები, ის ისტორიული ეპიზოდებია, რომლებიც დღემდე განსაზღვრავენ ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრგს და განვითარების ტრაექტორიას. კონფლიქტს საფუძვლად ედო ისტორიული, სოციალური და ეკონომიკური უკმაყოფილება, მაგრამ მათი გააზრება და ანალიზი სამეცნიერო-საკვლევ საგანთან ერთად, პოლიტიკური ნების საკითხსაც წარმოადგენს. რა პერსპექტივით ვწერთ ისტორიას? რა გვახსოვს და რას ვივიწყებთ? რა ცოდნას გადავცემთ ამ კონფლიქტების შესახებ ახალ თაობას? როგორ მოვახერხოთ, რომ წარსულის ანალიზმა და განსჯამ ურთიერთდადანაშაულების ნაცვლად, ურთიერთგაგებამდე და ურთიერთპატივისცემამდე მიგვიყვანოს? ამ კითხვებს არსებითი მნიშვნელობა ენიჭება, იმის გათვალისწინებით, რომ შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გაჩენილი ნაპრალი სულ უფრო ღრმავდება. ისტორიის სახელმძღვანელოებს ხშირად ერის ისტორიის ოფიციალური ვერსიის გავრცელების მისია ეკისრებათ, რაც მათ საკრალურ დატვირთვას…
ესმა გუმბერიძე – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა წარმომადგენლობითი არასამთავრობო ორგანიზაციის „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“ თავმჯდომარე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის საშუალოდ 10 პროცენტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. ამავე ორგანიზაციის ცნობით, შშმ პირთა პროცენტული წილი მოსახლეობაში კიდევ უფრო მაღალია საომარ ან პოსტკონფლიქტურ მდგომარეობაში მყოფ, ასევე ღარიბ და საშუალოზე დაბალშემოსავლიან სახელმწიფოებში (სადაც ჯანდაცვის დაბალი ხარისხის მომსახურების და საომარ მოქმედებათა შედეგად დასახიჩრებულთა დიდი ოდენობაა). ყოველივე ამის გათვალისწინებით, საქართველოს მინიმუმ 400 ათასი შშმ მოქალაქე შეიძლება, ყავდეს. თუ ვივარაუდებთ, რომ თითო შშმ პირს 2 ოჯახის წევრი, ნათესავი ან მეგობარი მაინც ყავს, აღმოჩნდება, რომ საქართველოში მილიონი ადამიანი მაინც ყოველდღიურ შემხებლობაშია შეზღუდულ შესაძლებლობებთან. ამის მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობები არ…
გიორგი მურჯიკნელი დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2018 წელი ჩრდილოეთ კავკასიისთვის მრავალმხრივ იყო გამორჩეული. მართალია რევოლუციური მასშტაბის ცვლილებები არ მომხდარა, თუმცა განვითარებული მოვლენები შესაძლოა მომავალში სტატუს-კვოს ცვლილების განმაპირობებელი ფაქტორები აღმოჩნდეს. სტატიაში განხილული და გაანალიზებულია ის ძირითადი მოვლენები და ფაქტები, რომლებიც გასული წლის განმავლობაში ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში განვითარდა. ტერიტორიული დავები ისტორიულად ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონისთვის დამახასიათებელია ტერიტორიული დავები, როგორც რესპუბლიკების შიგნით, ასევე სხვა ფედერალურ ერთეულებთან. კონფლიქტების საფუძველს წარმოადგენს რეგიონის ეთნიკური სიჭრელე და საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული ადმინისტრაციული საზღვრების ხშირი ცვლილება. გასული წელი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში ტერიტორიული დავების კუთხით გამორჩეული იყო. 2018 წლის 25 სექტემბერს ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში ჩეჩნეთის, ინგუშეთის,…
დავა ურბანული დაგეგმარების ნაკლოვანებებსა და უპირატესობებზე რიჩარდ ე. კლოსტერმანი თარგმანი მომზადებულია კავკასიური სახლისა და International Alert-ის პროექტის ფარგლებში „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა”. თარგმნა ალექსი იასაშვილმა მთავრობათა ოფიციალური მცდელობები – დაეგეგმათ და მიმართულება მიეცათ სოციალური ცვლილებებისთვის ყოველთვის აზრთა სხვადასხვაობას იწვევდნენ. თუმცა დაგეგმარებამ საჯარო და აკადემიური ყურადღების ზენიტს 1930-იან 1940-იანი წლების „დიდი დებატების“ პერიოდში მიაღწია სამთავრობო დაგეგმარების ისეთ მომხრეებს შორის, როგორიც კარლ მანჰეიმი, რექსფორდ ტუგველი და ბარბარა ვუტონია და, მეორე მხრივ, „თავისუფალი“ ბაზრისა და Laissez-faire პრინციპის დამცველებს ფრიდრიხ ჰეიეკსა და ლუდვიგ ვონ მაისს შორის. 1950-იანი წლებისთვის დებატები, ერთი შეხედვით, შეწყდა: მთავარი კითხვები იმაზე, თუ რამდენად სასურველი და განხორციელებადი იყო დაგეგმარება, ჩაანაცვლა უფრო კონკრეტულმა…
