ავტორი: სასკია სასენი თარგმანი: ნიკოლოზ სუხიაშვილი სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. არის თუ არა 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, უცხოური და ეროვნული კორპორაციების მიერ ურბანული შენობებისა და მიწის მასობრივი შეძენა ახალი ეტაპის დასაწყისი მეგაპოლისებისთვის? 2013 წლის შუა პერიოდიდან 2014 წლის შუა პერიოდამდე უძრავი ქონების კორპორაციულმა შესყიდვამ 600 მილიარდ დოლარს (395 მილიარდი ფუნტი) გადააჭარბა პირველ 100 ქალაქში, ხოლო მომდევნო წელს შესყიდვებმა 1 ტრილიონ დოლარს მიაღწია და ეს მხოლოდ დიდი შენაძენების გათვალისწინებით (მაგ.მინიმუმ 5 მილიონი დოლარი ნიუ-იორკის შემთხვევაში). მე მსურს, გამოვიკვლიო ამ მსხვილი კორპორაციული ფულის დაბანდების ბუმის ფენომენი და მისი მნიშვნელობა. ქალაქები წარმოადგენენ იმ სივრცეს, სადაც ძალაუფლების არმქონეებს ისტორიისა…
ავტორი: rd_adm
თათია ქინქლაძე თანამედროვე ქალაქები მკვეთრად ურბანიზებულია. ქალაქების გაფართოება მოსახლეობის რაოდენობის ზრდის ფონზე მიმდინარეობს. ერთის მხრივ, ვიღებთ ქალაქის ცენტრებს, სადაც ე.წ თანამედროვე არქიტექტურული ობიექტებისა და მრავალბინიანი სახლების მშენებლობა მიმდინარეობს და გარეუბნებს, სადაც შედარებით დაბალია სიმჭიდროვის ხარისხი და განაშენიანება. ამ ფონზე სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება კითხვა, თუ როგორ უნდა გახდეს არსებული სივრცე უფრო ფუნქციური ისე, რომ შევინარჩუნოთ მნიშვნელოვანი კულტურული ობიექტები და ამავე დროს ქალაქის ცალკეული უბნების სპეციფიკიდან და მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე სივრცე ოპტიმალურდ იქნას ათვისებული. ურბანიზაციის პროცესში თანდათან უფრო იზრდება მოთხოვნა ფუნქციურ ქალაქზე და ეს განპირობებულია სოციალურ ცხოვრებაში ქალაქის გავლენის ზრდით. არსებულ პირობებში ქალაქი ადამიანებს მხოლოდ მზარდი საცხოვრებელი და სამუშაო…
13 ივლისს კავკასიური სახლში გაიმართა გამოფენა ,,ქალაქის ურბანული და ეკოლოგიური განვითარება’’. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო კავკასიური სახლის სალექციო კურსის მონაწილეების სამოყვარულო ფოტო ნამუშევრები. ღონისძიებაზე ჟიურის მიერ გამოვლენილი საუკეთესო ფოტოს ავტორი ცია ლაბაძე დაჯილდოვდა ფოტოაპარატით Fujifilm Intax 8 Mini . ხოლო საუკეთესო ბლოგის ავტორს თათია ქინქლაძეს გადაეცა ქინდლი. გამარჯვებული ბლოგი განთავსდება კავკასიური სახლის ანალიტიკურ ვებ-გვერდზე regional-dialogue.com კონკურსი ჩატარდა კავკასიური სახლის სალექციო კურსის კურსდამთავრებულთა ინიციატივით, კავკასიური სახლისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International Alert-ის პროექტის “ახალგაზრდული სამოქალაქო ინიციატივა” ფარგლებში.
პროექტის აღწერა „კავკასიური სახლის“ ორგანიზებით, 10-13 აგვისტოს, საქართველოში მცხოვრები ქართველი და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის, ლაგოდეხში ეწყობა საზაფხულო ახალგაზრდული ბანაკი „აგორა“ სამოქალაქო აქტივიზმის თემატიკაზე. პროექტის ფარგლებში სამი დღის განმავლობაში ჩატარდება ინტენსიური ტრეინინგი თემებზე, როგორებიცაა სამოქალაქო აქტივიზმის იდეა, მისი სახეები და ტრანსფორმაცია მსოფლიო ისტორიაში, გამოხატვის ფორმები, ვიზუალური ხელოვნება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ბანაკი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ასპექტებს. პროექტის ფარგლებში მოწვეულნი იქნებიან აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ ბანაკის მონაწილეებს. მიზნები: 1. აღნიშნული პროექტის მიზანია მონაწილეთა მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება 2. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობა ქართულ საზოგადოებაში. პროექტში მონაწილეობის კრიტერიუმები: • აუცილებელია იყო საქართველოში მცხოვრები…
ესმა გუმბერიძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა წარმომადგენლობითი არასამთავრობო ორგანიზაცია „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“ თავმჯდომარე ბლოგი მომზადებულია კავკასიური სახლის სალექციო კურსის „სამოქალაქო განათლებისა და მშვიდობის მშენებლობის“ ფარგლებში ქალთა საკუთრების უფლება ქართულ კანონმდებლობაში საკუთრების უფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირეული უფლებაა. მასზე, როგორც სამიდან ერთ–ერთ ბუნებით უფლებაზე, მიუთითებდა ჯერ კიდევ ჯონ ლოკი, მე–17 საუკუნის ინგლისელი მოაზროვნე. საკუთრების უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლით, რომელიც განთავსებულია მე–2 თავში: „ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები“, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციაც საკუთრებას ადამიანის ერთ–ერთ ძირითად უფლებად აღიარებს. საქართველოს კონსტიტუციის ამავე თავში განთავსებული მე–14 მუხლი კი ადგენს ადამიანთა კანონის წინაშე თანასწორობას, განურჩევლად მათი სქესისა. ანუ კონსტიტუციის 21–ე მუხლი მე–14 მუხლთან…
ანგარიშში ნაჩვენებია, რომ 1991 წლიდან დღემდე – 2016 წლამდე, საქართველომ რუსეთთან ურთიერთობებში სხვადასხვაგვარი პოლიტიკა გამოიარა. ამ პოლიტიკებს შორის ზღვარი უმთავრესად იმ ოთხი ხელისუფლების მმართველობის წლებს ემთხვეოდა, რომელიც ამ პერიოდში საქართველოში დამყარდა. აღსანიშნავია, რომ ამ 25 წლის მანძილზე საქართველომ თითქმის ყველანაირი პოლიტიკა სცადა რუსეთთან ურთიერთობაში, უკიდურესი კონფრონტაციიდან – მიტმასნებამდე. გამოცემის წელი: 2017 ISBN: 978-9941-9510-8-4 ტეგები: რუსეთი, საქართველო, 25 წელი ჩამოტვირთეთ სრული ტექსტი
9 მარტს 19 საათზე „კავკასიური სახლი“ ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსიას თემაზე: ქალთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში. მრავალი კვლევისა თუ გამოკითხვის შედეგად ნათლად ჩანს რომ დღესდღეობით საქართველოში მწვავედ დგას გენდერული უთანასწორობის პრობლემა. ნომინალურია ქალთა წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში, აღმასრულებელ ხელისუფლებასა და კერძო სექტორში. დისკუსიაზე იდენტიფიცირებული იქნება ის მთავარი გამოწვევები, რომელიც დგას ქვეყანაში ქალთა უფლებების დაცვის კუთხით. ასევე მიმოიხილება გენდერული უთანასწორობის კულტურული და ეკონომიკური ასპექტები. მომხსენებლები იყვნენ: ნინო წილოსანი – საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი ეკატერინე სხილაძე – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე თამარ ცხადაძე – ფილოსოფოსი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მოდერატორი – ნორა გიგინეიშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალგაზრდობის…
13 მარტს 17:00 სთ-ზე, წყალტუბოში, სოციალურ კაფე „ღია სივრცეში“ გეპატიჟებით „კავკასიური სახლის“ დოკუმენტური ფილმის „აფხაზეთი: 10 წლის შემდეგ“ ჩვენებაზე. დოკუმენტური ფილმი გადაღებულია „კავკასიური სახლის“ სტუდიის მიერ 2003 წელს ნახევრად პროფესიონალური ვიდეო კამერით. გადამღებ ჯგუფს არ ჰქონია რაიმე წინასწარი სცენარი, არც წინასწარ განსაზღვრული გადაღების გრაფიკი, არამედ მხოლოდ იდეა, რომლის ინიციატორი „კავკასიური სახლის“ დირექტორი ნაირა გელაშვილი გახლდათ. ინიციატივა კი მდგომარეობდა შემდეგში: „ ჩავიდეთ და ვკითხოთ აფხაზებს – როგორ ხართ?“. სწორედ ამ ერთადერთი მისიით „კავკასიური სახლის“ თანამშრომლები: ანა აბრამიშვილი-წვინარია, თამარ უჯუხუ, მიხეილ ბეროშვილი და თეა გალდავა, გაემგზავრნენ აფხაზეთში ერთი ვიდეო-კამერით და ამ ერთკვირიანი მოგზაურობის შედეგია დოკუმენტური ფილმი „აფხაზეთი-ათი წლის შემდეგ“. ფილმის ჩვენების შემდეგ…
9 მარტს 19 საათზე „კავკასიური სახლი“ ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მართავს დისკუსიას თემაზე: ქალთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში. მრავალი კვლევისა თუ გამოკითხვის შედეგად ნათლად ჩანს რომ დღესდღეობით საქართველოში მწვავედ დგას გენდერული უთანასწორობის პრობლემა. ნომინალურია ქალთა წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში, აღმასრულებელ ხელისუფლებასა და კერძო სექტორში. დისკუსიაზე იდენტიფიცირებული იქნება ის მთავარი გამოწვევები, რომელიც დგას ქვეყანაში ქალთა უფლებების დაცვის კუთხით. ასევე მიმოიხილება გენდერული უთანასწორობის კულტურული და ეკონომიკური ასპექტები. მომხსენებლები: ნინო წილოსანი – საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი ეკატერინე სხილაძე – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე თამარ ცხადაძე – ფილოსოფოსი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მოდერატორი – ნორა გიგინეიშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის…
კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად სასწავლო პროექტში ,,შავი ზღვისა და აღმოსავლეთ ევროპის დიალოგი: ახალგაზრდები მდგრადი მშვიდობისთვის“ პროექტის მიზანი სადისკუსიო პლატფორმა ,,შავი ზღვისა და აღმოსავლეთ ევროპის დიალოგი: ახალგაზრდები მდგრადი მშვიდობისთვის“ ითვალისწინებს შავი ზღვის აუზისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ახალგაზრდა პროფესიონალებისა და სტუდენტების ჩართვას მნიშვნელოვან რეგიონალურ საკითხებზე დისკუსიის წასახალისებლად. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს უკეთესად შეიცნონ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, პოსტ-სოციალისტურ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ტრანსფორმაციის პროცესები. განხილული იქნება ასევე ის გამოწვევებიც, რომლის წინაშეც ეს ქვეყნები დღესაც დგანან. თითოეული მათგანი ადგას თავის უნიკალურ გზას დემოკრატიზაციისკენ, რომელსაც ახლავს სოციალური და რიგ შემთხვევაში ეთნიკური კონფლიქტები. მსოფლიოს ამ ნაწილში…
