„კავკასიურმა სახლმა“ დაიწყო განაცხადების მიღება სალექციო კურსში „ქალაქის ურბანული და ეკოლოგიური განვითარება“ მონაწილეობის მისაღებად. ბოლო კვლევების თანახმად, თბილისის მოსახლეობისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ქალაქის ეკოლოგია და ურბანული განვითარება წარმოადგენს. ქაოტური მშენებლობა, საგზაო და სატრანსპორტო სისტემა, ჰაერის დაბინძურება და საჯარო სივრცეების არარსებობა არის ის საკითხები, რომლებიც თბილისის მოსახლეობისთვის გამოწვევად იქცა. სალექციო კურსი აღნიშნული საკითხების განხილვას დაეთმობა. კურსის მიზანია თბილისში მცხოვრებ ახალგაზრდებს საფუძვლიანი ცოდნა მისცეს ურბანული განვითარებისა და ეკოლოგიური საკითხების შესახებ, აამაღლოს მათი ცოდნის დონე დედაქალაქში არსებული პრობლემების შესახებ, და ამგვარად, ხელი შეუწყოს მათ სამოქალაქო ჩართულობას. სალექციო კურსის ფარგლებში ჩატარდება 10 ლექცია, რომლებსაც წაიკითხავენ დარგის სპეციალისტები. ასევე, პროექტის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, შეხვდნენ ეკოლოგიის…
ავტორი: rd_adm
21 თებერვალს, 14:00 სთ-ზე თელავში, გეპატიჟებათ გიორგი ხაინდრავას ფილმის „ოცნებების სასაფლაოს“ ჩვენებაზე. ფილმის შესახებ: ფილმი გადაღებულია აფხაზეთში და მასში ომის დოკუმენტური კადრებია გამოყენებული. 2015 წელს “ოცნებების სასაფლაოს” ნეგატივს რესტავრაცია ჩაუტარდა. გოგა ხაინდრავას ცნობილ ნამუშევარის აქამდე ერთადერთი ორიგინალი საფრანგეთში ინახებოდა. “ოცნებების სასაფლაო” არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. ფილმის გმირები უმეტესწილად აფხაზეთის ომის მონაწილე რეალური პირები არიან. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია კონფლიქტების თემაზე. მომხსენებელი: პაატა ზაქარეიშვილი – კონფლიქტოლოგი ტრეილერი: მისამართი: ქალაქი თელავი, ილია ჭავჭავაძის 160 ენა: ქართული დასწრება თავისუფალია! ფილმის ჩვენება ტარდება საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფინანსური მხარდაჭერით
20 თებერვალს 19:00 სთ-ზე ,,კავკასიური სახლი“ გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე – 100 წელი საქართველოს რესპუბლიკის გამოცხადებიდან: ისტორიული მნიშვნელობა და თანამედროვე გამოძახილი 2018 წელი საქართველოს რესპუბლიკის 100 წლის იუბილეა. საბჭოთა პერიოდში ისტორიის გაყალბების, ასევე ამ პირობებში თაობათა ცვლის ფონზე, დღეს მოქალაქეებს დიდად არ ესმით 1918 წელს მსოფლიოს ისტორიაში პირველი სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებისა და მისი სამწლიანი არსებობის პოლიტიკური, სოციალური და კულტურული მნიშვნელობა. რა შეგვიძლია, დღეს, ერთი საუკუნის შემდეგ, ვისწავლოთ პირველი რესპუბლიკის პრეცედენტისაგან, რა პასუხისმგებლობები და სტიმულები შეიძლება გვქონდეს ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე და პირველი რესპუბლიკის ისტორიიდან რა საკითხები რჩება ჯერ ისევ გაუაზრებელი? მომხსენებლები: დავით უსუფაშვილი – საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ხვადაგიანი – საბჭოთა…
24 იანვარს 19:00 სთ-ზე ,,კავკასიური სახლი“ გაიმართა საჯარო დისკუსია „პატიმართა გაცვლის პროცესი და მისი შესაძლო პოლიტიკური შედეგები სოხუმისთვის“ 5 დეკემბერს, სოხუმის დრანდის ციხიდან თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი ლუკავა გათავისუფლდა და იგი ქართულ მხარეს გადმოეცა. ქართული მხარე ამ ფაქტს ჰუმანიტარულ საკითხებზე თანამშრომლობისა და ურთიერთობის პოზიტიურ მაგალითად აფასებს. თუმცა, ლუკავას გაშვებას სოხუმში ანტისამთავრობო გამოსვლები მოჰყვა. ოპოზიციის წევრებმა და აქტივისტებმა რაულ ხაჯიმბა ლუკავას თბილისისთვის გადაცემის გამო გააკრიტიკეს და მისი გადადგომა მოითხოვეს. დისკუსიის მომხსენებლები იყვნენ: ლაშა დარსალია – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე მედეა ტურაშვილი – სახალხო დამცველის მთავარი მრჩეველი კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საკითხებში…
24 იანვარს 19:00 სთ-ზე ,,კავკასიური სახლი“ გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე „პატიმართა გაცვლის პროცესი და მისი შესაძლო პოლიტიკური შედეგები სოხუმისთვის“ 5 დეკემბერს, სოხუმის დრანდის ციხიდან თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი ლუკავა გათავისუფლდა და იგი ქართულ მხარეს გადმოეცა. ქართული მხარე ამ ფაქტს ჰუმანიტარულ საკითხებზე თანამშრომლობისა და ურთიერთობის პოზიტიურ მაგალითად აფასებს. თუმცა, ლუკავას გაშვებას სოხუმში ანტისამთავრობო გამოსვლები მოჰყვა. ოპოზიციის წევრებმა და აქტივისტებმა რაულ ხაჯიმბა ლუკავას თბილისისთვის გადაცემის გამო გააკრიტიკეს და მისი გადადგომა მოითხოვეს. დისკუსიაზე მომხსენებლები ისაუბრებენ თუ კონკრეტულად რატომ გამოიწვია გიორგი ლუკავას გათავისუფლებამ ვნებათაღელვა სოხუმში, რა პოლიტიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ფაქტს რაულ ხაჯიმბასათვის და რას ნიშნავს პატიმრების გაცვლის პროცესი ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისთვის. მომხსენებლები: ლაშა…
10 იანვარს „კავკასიურ სახლში“ გაიმართა საჯარო დისკუსია: რა ხდება ირანში? ირანის ისლამურ რესპუბლიკაში არეულობები 28 დეკემბერს ქალაქ მეშჰედში დაიწყო. მომიტინგეები თავდაპირველად ქვეყნის ეკონომიკურ სტაგნაციას აპროტესტებდნენ. თუმცა მალევე სოციალურმა მოთხოვნებმა პოლიტიკური სახე მიიღო და სხვა ქალაქებშიც გავრცელდა. პოლიციასთან შეტაკებებისას დაიღუპა სულ მცირე 21 ადამიანი. გარდა ამისა, დაკავებულია ასობით მომიტინგე. ირაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკმაოდ წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ვრცელდება ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებსა და საერთაშორისო მედიაში. თეირანის ხელისუფლება ქვეყანაში დაწყებულ არეულობებში გარე ძალების კვალს ხედავს. მეორეს მხრივ, ცალსახაა ირანში არსებული ეკონომიკური პრობლემებიც. საპროტესტო აქციის მონაწილეებს გამოკვეთილი ლიდერი და ორგანიზატორი არ ჰყავთ. ამდენად, მომიტინგეების მოთხოვნები არაერთგვაროვანია, რაც გარეშე დამკვირვებლისათვის ქაოსურ სურათს ქმნის. დისკუსიაზე განხილული იქნა…
10 იანვარს 19:00 სთ-ზე ,,კავკასიური სახლი“ გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე – რა ხდება ირანში? ირანის ისლამურ რესპუბლიკაში არეულობები 28 დეკემბერს ქალაქ მეშჰედში დაიწყო. მომიტინგეები თავდაპირველად ქვეყნის ეკონომიკურ სტაგნაციას აპროტესტებდნენ. თუმცა მალევე სოციალურმა მოთხოვნებმა პოლიტიკური სახე მიიღო და სხვა ქალაქებშიც გავრცელდა. პოლიციასთან შეტაკებებისას დაიღუპა სულ მცირე 21 ადამიანი. გარდა ამისა, დაკავებულია ასობით მომიტინგე. ირაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკმაოდ წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ვრცელდება ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებსა და საერთაშორისო მედიაში. თეირანის ხელისუფლება ქვეყანაში დაწყებულ არეულობებში გარე ძალების კვალს ხედავს. მეორეს მხრივ, ცალსახაა ირანში არსებული ეკონომიკური პრობლემებიც. საპროტესტო აქციის მონაწილეებს გამოკვეთილი ლიდერი და ორგანიზატორი არ ჰყავთ. ამდენად, მომიტინგეების მოთხოვნები არაერთგვაროვანია, რაც გარეშე დამკვირვებლისათვის ქაოსურ სურათს ქმნის.…
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა netgazeti.ge -ზე მაია ურუშაძე კავკასიური სახლის ანალიტიკოსი 2008 წლის ომის შემდგომ კავკასიის რეგიონში შექმნილმა ახალმა რეალობამ, მოკლევადიან პერსპექტივაში, თბილისისთვის სოხუმსა და ცხინვალთან ურთიერთობების დალაგების შესაძლებლობა მინიმუმამდე შეამცირა. ამავდროულად, უკანასკნელ წლებში საქართველოს მიერ ევროკავშირთან დაახლოების კუთხით მიღწეულმა პროგრესმა ქართულ საექსპერტო სივრცეში გაააქტიურა დისკუსია მასზედ, რომ საქართველოს მთავრობის მთავარი მიზანი პოლიტიკური და ეკონომიკური პროგრესის მიღწევა უნდა იყოს, რაც უზრუნველყოფდა საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში გარდაუვალ ინტეგრაციას. თავისმხრივ, საქართველოს გაზრდილი მიმზიდველობა კი იქნებოდა კატალიზატორი სეპარატისტული რეგიონებისთვის, გარკვეულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, გადაეხედათ მათი პოლიტიკური არჩევანისთვის. ცხადია, რომ აღნიშნული სცენარი კვიპროსის მაგალითითაა ,,შთაგონებული“. უკვე ათ წელზე მეტია, რაც კვიპროსის კონფლიქტის გარშემო მიმდინარე პროცესები ქართულ საზოგადოებაშიც დიდ ინტერესს…
წინამდებარე ნაშრომი მომზადდა 2017 წელს. იგი შეეხება საქართველოში 2008 წელს მიღებულ კანონს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“. ნაშრომში გაანალიზებულია კანონის რეგულირების სხვადასხვა სფერო საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობაში. ანალიზის საფუძველზე გამოვლენილია კანონის ის ძირითადი ხარვეზები, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლით დადგენილ ნორმებს, ასევე ნაჩვენებია საერთაშორისო პრაქტიკები, რომლებიც არეგულირებენ ეთნიკური კონფლიქტებისა თუ ოკუპაციის შემთხვევაში მოქმედ სამართლებრივ და პოლიტიკურ რეჟიმებს გამოცემის წელი: 2017 ISBN: ტეგები: საერთაშორისო სამართალი, საქართველო, კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ჩამოტვირთეთ სრული ტექსტი
25 დეკემბერს 19 სთ-ზე, ბათუმში თანამედროვე ხელოვნების სივრცეში „კავკასიური სახლი“ გეპატიჟებათ თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის „მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე“ ჩვენებაზე. დოკუმენტური ფილმი ასახავს ხურვალეთში მცხოვრები ოჯახის ისტორიას, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა აღმოჩნდა. ფილმი კიდევ ერთხელ გვახსენებს აგვისტოს ომის შედეგად დაზარებული ადამიანების ყოველდღიურ სირთულეებს. ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა პრაღაში კინოფესტივალ One World-ზე, ხოლო ქართველი მაყურებლისთვის ფილმის წარდგენა დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე CinéDOC-Tbilisi შედგა. ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომელსაც ფილმის რეჟისორიც დაესწრება. დისკუსიის დროს შესაძლებლობა გექნებათ რეჟისორთან ერთად განიხილოთ დოკუმენტურ ფილმთან დაკავშირებული თქვენთვის საინტერესო თემები. ტრეილერი: მოდერატორი: გიორგი მასალკინი – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ენა: ქართული ინგლისური…
