20-22 დეკემბერს, კავკასიური სახლის მოწვევით, ამერიკაში მოღვაწე ისტორიის სოციოლოგი, პროფესორი გიორგი დერლუგიანი წაიკითხავს სამდღიან ლექციათა კურსს. ლექციები შეეხება რუსეთისა და კავკასიის რეგიონის ისტორიული განვითარების მიმოხილვას, სხვადასვხა დროს მსოფლიოში არსებული მოდერნიზაციული პროექტების შედარებით ანალიზს, იმას, თუ რა ტიპის მოდერნიზაციული ეტაპები გაიარა კონკრეტულად რუსეთმა, რა გავლენას ახდენდა ეს პროცესები მეზობელ ქვეყნებზე და როგორია დღევანდელი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციო-კულტურული რეალობის არქიტექტურა კავკასიის რეგიონსა და გლობალურ სამყაროში. ლექციები ჩატარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში, 214-ე აუდიტორიაში. ლექციების განრიგი და თემატიკა: 20 დეკემბერი 18:00 აუდიტორია 214, I კორპუსი დასავლეთის აღზევება 1500-2020 წ.წ. 21 დეკემბერი 18:00 აუდიტორია 214, I კორპუსი წესები მიმდევართათვის: მოდერნიზაციის პროცესის…
ავტორი: rd_adm
16 ნოემბერს „კავკასიურ სახლში“ გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე: ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები: პოპულიზმის აღმავლობა თუ დრო რეალური ცვლილებებისთვის. დისკუსიაზე მოწვეული იყვნენ: გია აბაშიძე – პოლიტიკის ანალიტიკოსი თაზო კუპრეიშვილი – ონლაინ გამოცემა on.ge-ს რედაქტორი გურამ ნიკოლაშვილი – საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი მომხსენებლებმა ისაუბრეს ამერიკის შიდა პოლიტიკურ სისტემაზე – რამ განაპირობა ტრამპის მხარდაჭერა და რომელმა სოციალურმა ფენამ დაუჭირა მას მხარი. რამდენად არის მოსალოდნელი ცვლილებები ამერიკის საგარეო პოლიტიკაში; მომხსენებლებმა ასევე განიხილეს ევროპასა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები და ტრამპის გამარჯვება, როგორც არსებული სისტემის კრიზისის ერთ-ერთი სიმპტომი.
კონფლიქტებზე და მათი შედეგების აღმოფხვრაზე სახელმწიფო სტრუქტურის მიერ ყოველწლიურად 88 586 000 ლარი იხარჯება. აქედან 70 მილიონი ლარი არის განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წლიური ბიუჯეტი; 13 400 000 ლარია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ბიუჯეტი; 3.5 მილიონია სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ბიუჯეტი და 1 686 000 ლარია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წლიური ბიუჯეტი. გარდა ამისა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან ყოველწლიურად 10-10.5 მილიონი ლარი იხარჯება დევნილთა შემწეობისთვის. ამ ჩამონათვალში არ შედის სხვა სახელმწიფო სტრუქტურების დანახარჯები, რომელთა საქმიანობაც ეხება კონფლიქტებს, მაგრამ მათით არ შემოიფარგლება. ვიზუალიზაცია შექმნილია პროექტის “სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ახალი არქიტექტურის ფორმირება” ფარგლებში,…
რევაზ ქოიავა, ,,კავკასიური სახლის” მკვლევარი 2016 წლის 8 ნოემბერს, დონალდ ტრამპი აშშ-ს 45-ე პრეზიდენტად აირჩიეს. უმრავლესობა იმედოვნებდა, რომ ამ სიტყვების დაწერა არ მოუწევდა. თუმცა ტრამპმა გააკვირვა ყველა, ვინც გამოკითხვებს ატარებდა და წარმატებულად აყვა რურალური რეგიონების და სამრეწველო სარტყლის[1] ამომრჩევლების მიერ აგორებულ უკმაყოფილების ტალღას. ეს ამომრჩევლები გრძნობდნენ, რომ პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა ისინი ნაპირზე გარიყა. რას ნიშნავს ეს პრაქტიკული თვალსაზრისით? უპირველეს ყოვლისა, ყველა იმედოვნებს, რომ ტრამპი აღმოჩნდება უკეთესი პრეზიდენტი, ვიდრე იგი ერთი შეხედვით ჩანს. ტრამპს მოუწევს მართოს უზარმაზარი ფედერალური ბიუროკრატიული სისტემა, რთული სამართალდამცავი სტრუქტურა და სპეცსამსახურები, ასევე ყველაზე ძლიერი არმია მსოფლიოში. ამერიკული სახელმწიფო მართვის სისტემა კი არ არის პერსონიფიცირებული (not for or about…
გური ბაქრაძე პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორანტი შესავალი თანამედროვე რუსეთის (და არა მხოლოდ) აკადემიურ და პოლიტიკურ წრეებში ხშირია დისკუსია ქვეყნის ეროვნული იდეის თაობაზე, იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს მისი განსაზღვრა, უნდა იქცეს თუ არა ის იდეოლოგიად და რა ფუნდამენტს უნდა ემყარებოდეს იგი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, როდესაც კომუნისტურმა იდეოლოგიამ სრული კრახი განიცადა და პოსტ–საბჭოთა სივრცე ხანგრძლივმა კრიზისმა მოიცვა, სსრკ–ს სამართალმემკვიდრე რუსეთის ფედერაციის ერთ–ერთ პრობლემად, გარდა სამხედრო–პოლიტიკური და ეკონომიკური ხასიათის დაბრკოლებებისა, გამაერთიანებელი იდეის არარსებობა იქცა. 1996 წლის 12 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა, ბორის ელცინმა განკარგულებაც კი გასცა ქვეყნის ეროვნული იდეის შემუშავების შესახებ. ამ დავალების შესასრულებლად რუსეთის ინტელექტუალურ ელიტას ერთი წელი მიეცა. თუმცა, თავად ელცინის…
21 ოქტომბერს, ,,კავკასიურ სახლში“ გაიმართა საჯარო დისკუსია ,,საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები საპარლამენტო არჩევნების“ შემდეგ. შეხვედრაზე მოხსენებები გააკეთეს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა – ანა დოლიძემ, პოლიტოლოგმა და ჟურნალისტმა – ზვიად ავალიანმა და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელმა, პოლიტოლოგმა – კორნელი კაკაჩიამ. ღონისძიებას მოდერირებას უწევდა ,,კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი – გიორგი კანაშვილი. ანა დოლიძემ ისაუბრა ზოგადად რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ტენდენციებზე და ამ კუთხით საქართველოსთვის არსებულ გამოწვევებზე. ზვიად ავალიანმა ყურადღება გაამახვილა არჩევნების შემდეგ შექმნილ პოლიტიკურ ძალთა კონფიგურაციაზე და საგარეო პოლიტიკური მიმართულებების კუთხით გარკვეული პროგნოზები გამოთქვა. კორნელი კაკაჩიამ მიმოიხილა ქვეყნის ურთიერთობები რუსეთთან და დასავლეთთან, და ასევე, მოკლედ შეაფასა რეგიონის სხვა ძალებთან (ირანი, ჩინეთი) ურთიერთობების მნიშვნელობა.…
ოგნი გოგიჩი პოლიტიკის ანალიტიკოსი ბელგრადი კოსოვოს საქმე – გაეროდან ევროკავშირამდე მას შემდეგ რაც კოსოვომ 2008 წლის თებერვალში ერთპიროვნულად გამოაცხადა დამოუკიდებლობა, სერბეთის ხელისუფლებამ ღიად განაცხადა, რომ მზად იყო გამოეყენებინა მის ხელთ არსებული ყველა პოლიტიკური, დიპლომატიური და იურიდიული საშუალება საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიალური მთლიანობის დასაცავად. იმისათვის, რათა უფრო დამაჯერებლად წარმოეჩინა საკუთარი არგუმენტი კოსოვოს ქმედების უკანონობის დასამტკიცებლად, სერბეთმა გადაწყვიტა, საკითხი საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაეცა იმ იმედით, რომ სასურველი ვერდიქტი სხვა სახელმწიფოებს ხალისს დაუკარგავდა კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებისთვის. შესაბამისად, 2008 წლის ოქტომბერში, გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ სერბეთის მოთხოვნისამებრ და კენჭისყრის შემდეგ მიმართა საერთაშორისო სასამართლოს, წარედგინა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, დაარღვია თუ არა საერთაშორისო სამართალი კოსოვომ დამოუკიდებლობის გამოცხადებით.…
სტეპან გონჩაროვი სოციოლოგი, „ლევადა – ცენტრი“ სახელმწიფო დუმის მეშვიდე მოწვევის არჩევნები რუსეთის უახლეს ისტორიაში მოსახლეობის ყველაზე დაბალი აქტივობით ხასიათდებოდა. თავად რუსეთის მოქალაქეთა აზრით, არჩევნები „მოსაწყენი“, „პროგნოზირებადი“ და „ალტერნატივების“ გარეშე იყო. თუმცა, მათივე თქმით, ინტრიგა და იმის შეგრძნება, რომ მომავლის შეცვლის შესაძლებლობა ეძლეოდათ, არც წინასაარჩევნო პერიოდში არსებობდა. სავსებით შესაძლებელია, რომ ხელისუფლებას გათვლა სწორედ ამაზე ჰქონდა გაკეთებული: ბევრი ადამიანი კენჭისყრის ადგილმდებარეობისა და ახალი პროპორციული სისტემის თაობაზე არასაკმარისად იყო ინფორმირებული. რუსეთის მოქალაქეთა უმრავლესობის აზრით, კენჭისყრის რიტუალის სადღესასწაულო განწყობა და იმის რწმენა, რომ ისინი გავლენას ახდენენ ხელისუფლების არჩევაზე, გამქრალია. თუკი აღნიშნული ქმედება ნაწილობრივ ხელისუფლების მიზანმიმართული სტრატეგია იყო, მეორე ფაქტორად, რამაც ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა განაპირობა,…
გიორგი კანაშვილი “კავკასიური სახლი” საქართველო – რუსეთის ურთიერთობებში რაიმე სახის ფუნდამენტური ცვლილებები ნაკლებად სავარაუდოა; საქართველო კონფლიქტებთან მიმართებაში გააგრძელებს „მცირე ნაბიჯების“ პოლიტიკას; რაიმე სახის გარღვევების, ანდა გაბედული ინიციატივების ალბათობა მცირეა; სამხრეთ ოსეთის ფორმალური ანექსია რუსეთის მიერ გაურკვეველი დროით გადაიდო; სამხრეთ ოსეთის „საპრეზიდენტო არჩვენები“ ამ პროცესზე ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს; საქართველოს ჩრდილო კავკასიური პოლიტიკა განაგრძობს ლეთარგიულ ძილს; რუსეთის მხრიდან შემდგომ ნაბიჯებს უნდა ველოდეთ: უვიზო მიმოსვლის საკითხის ხელახლა წამოწევა, ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე მიმართული ინიციატივები, „რბილი ძალის“ შემდგომი აქტივიზაცია; ბოლო დროს გამოკვეთილი ტენდენციები, მათ შორის „პატრიოტთა ალიანსის“ პარლამენტში შესვლა, რუსეთში სავარაუდოდ განამტკიცებს აზრს, რომ საქართველოში განწყობებისათვის ბრძოლა ჯერ შორსაა დასასრულისაგან.
სერგეი მინასიანი კავკასიური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სერგეი მინასიანი 2016 წლის ივლისის თვის მეორე ნახევარში, სომხეთი ღრმა შიდაპოლიტიკურმა კრიზისმა მოიცვა. 17 ივლისის დილას, მთიანი-ყარაბაღის ომის აქტიური მონაწილის ჟირაირ სეფილიანის მხარდამჭერთა შეაირაღებული დაჯგუფება ერებუნის პოლიციის განყოფილებაში შეიჭრა, შედეგად ერთი პოლიციელი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაიჭრა. კიდევ რამდენიმე პოლიციელი, მათ შორის მაღალჩინოსანები მძევლად იქნენ აყვანილი, ერთი პოლიციელი მოგვიანებით სნაიპერის გასროლას ემსხვერპლა. შეიარაღებულმა ჯგუფმა ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენა, მათი ლიდერის ციხიდან გათავისუფლებას და პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვდნენ. სეფილიანს იარაღის უკანონოდ შენახვა ედებოდა ბრალად. სეფილიანის მხარდამჭერებმა საკუთარი ქმედება, გარდა სურვილისა გატარებულიყო შიდაპოლიტიკური და სოციო-ეკონომიკური ცვლილებები, განმარტეს იმითაც, რომ არ სურდათ, დაეშვათ რაიმე…
