ავტორი: rd_adm

კავკასიური სახლი იწყებს საჯარო დისკუსიების ახალ ფორმატს: „შეხვედრები დიპლომატებთან კავკასიურ სახლში“.  შეხვედრები გაიმართება საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. საუბრები დაეთმობა ისეთ თემებს, როგორებიცაა: საქართველოს საგარეო პოლიტიკა და უცხოური წარმომადგენლობების როლი ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში; რეგიონულ თუ საერთაშორისო ურთიერთობებში დღეს არსებული აქტუალური მოვლენები და მათი ანალიზი; სხვადასხვა ქვეყნის ელჩებისა და სხვა უმაღლესი რანგის წარმომადგენელთა დიპლომატიური საქმიანობის გამოცდილების გაზიარება აუდიტორიისთვის. აღნიშნულ დისკუსიათა სერიის პირველი სტუმარი იქნება თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და  სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ზაქი ლევენთ გუმრუქჩუ. მოხსენების თემა: საქართველო-თურქეთს შორის ურთიერთობები და თურქეთის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში. დრო: 21 ივნისი, 18:30 სთ მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის # 20 სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული…

Read More

9 ივნისს, 18:00 საათზე, სასტუმრო Betsy’s-ში, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის, კავკასიური სახლის, ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს და იგორ გაიდარის ფონდის ორგანიზებით გაიმართება დისკუსია თემაზე „საქართველო – რუსეთი, რეფორმების 25 წელი”. დისკუსიაზე მოხდება პარალელების გავლება საქართველოსა და რუსეთში ბოლო 25 წლის განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებზე, დისკუსიის შემდეგ კი შედგება ეგორ გაიდარის წიგნის “იმპერიის დაცემის“ პრეზენტაცია.ამასთან, გაიმართება ამავე სახელწოდების ფილმის ჩვენება. დასწრება თავისუფალია! კონფერენციის პროგრამა იხილეთ ბმულზე.

Read More

გიორგი კანაშვილი “კავკასიური სახლის” აღმასრულებელი დირექტორი სტატია გამოქვეყნდა netgazeti.ge-ზე ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ისმის ამგვარი თეზა: „ნატო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნის და ზოგადადაც, გაუგებარია, რატომ მივისწრაფვით ნატოსკენ, როდესაც მისი კარი ჩვენთვის დახურულია“; რომლის ართქმული გაგრძელებაა: „რადგან ამ საქმიდან არაფერი სახეირო არ გამოდის, ხომ არ აჯობებს, ისევ რუსეთთან გვეცადა ბედი“. პოლიტიკოსები, ექსპერტები, საზოგადოების ნაწილი, რომლებიც ამ კითხვებს სვამენ, დისკუსიაში შედიან მეორე ნაწილთან, რომელიც სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს. წარმოდგენილ სტატიაში შევეცდები გავაანალიზო ქვეყნის საგარეო ორიენტაციისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთმიმართება, რაშიც ორი ძირითადი კითხვა დამეხმარება: – გვაშორებს თუ გვაახლოებს დასავლეთი ტერიტორიულ მთლიანობასთან? – რა საფასური უნდა გადავუხადოთ რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის…

Read More

[vc_row][vc_column width=”2/3″][vc_column_text]„კონფლიქტის საფასური: ქართულ-სამხრეთოსური კონტექსტი“  წარმოადგენს სტატიების კრებულს, რომელშიც შესულია ქართველი, ოსი და საერთაშორისო ექსპერტების მრავალფეროვანი და ზოგჯერ წინააღმდეგობრივი თვალსაზრისი კონფლიქტის საფასურის შესახებ. პუბლიკაცია მომზადდა ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტისა და კონფლიქტების ტრანსფორმაცის ალიანსის (აშშ) მიერ დიდი ბრიტანეთის კონფლიქტების აღმოფხვრის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის ფონდისა და აშშ განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ჩამოტვირთეთ სრული ტექსტი[/vc_column_text][/vc_column][vc_column width=”1/3″][vc_column_text]გამოცემის წელი: 2016 გამომცემლობა: ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტი, აშშ ტეგები: კონფლიქტები,სამხრეთ-ოსეთი, ეკონომიკა, აგვისტო 2008, რუსეთი[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]

Read More

16 მაისს „კავკასიურ სახლში“ გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე „სალაფიზმი საქართველოსა და მსოფლიოში: თეოლოგიური და პოლიტიკური ასპექტები“. შეხვედრა მიეძღვნა ისლამს და მუსლიმურ თემს საქართველოში, კერძოდ კი მის ერთ-ერთ მიმდინარეობას, სალაფიზმს. კავკასიური სახლისთვის ეს თემა არ არის ახალი. ორგანიზაცია სხვადასხვა კუთხით ყოველთვის მუშაობდა ამ საკითხებზე. წელს „კავკასიურმა სახლმა“ ჩაატარა კვლევა საქართველოში ისლამური თემის და ხელისუფლების პოლიტიკის შესახებ, რომელიც უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება. დისკუსიაზე მომხსენებლებმა ისაუბრეს სალაფიზმის ფორმირების ისტორიაზე, მის თანმიმდევრულ მიმდინარეობად ჩამოყალიბების ასპექტებზე, კავკასიაში სალაფიტური მოძრაობის რელიგიურ, სოციალურ და პოლიტიკურ აქტივიზმზე და პანკისის ხეობაში არსებულ ვითარებაზე. დისკუსია გახსნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი სანიკიძემ, თემით: სალაფიზმის ფორმირების ისტორია და მის თანმიმდევრულ მოძრაობად ჩამოყალიბების…

Read More

 რევაზ ქოიავა,  ,,კავკასიური სახლის” მკვლევარი შესავალი „რუსეთისა და დასავლეთის“ პრობლემა რუსული ფილოსოფიის, ლიტერატურისა და ზოგადად რუსული კულტურისთვის XIX საუკუნის დასაწყისიდან დღემდე ცენტრალური თემაა. „რუსულ ფილოსოფიაზე“ (და არა ფილოსოფიაში რუსეთზე) საუბრისას სწორედ ამ პრობლემის ირგვლივ ფორმირებულ დისკუსიას გულისხმობენ და სამართლიანად მიიჩნევენ, რომ რუსული აზრი ყველაზე საინტერესოდ და ორიგინალურად სწორედ აღნიშნულ დისკუსიებში წარმოჩინდა (ალექსანდრ კოირე,[1] ალექსანდრ კოჟევი[2]). ერთი შეხედვით, შეიძლება ჩანდეს, რომ თემა „რუსეთი და დასავლეთი“ მხოლოდ რეგიონულ მნიშვნელობას ატარებს და ამიტომაც ფილოსოფიისა და კულტურული თეორიისთვის რუსეთის საზღვრებს მიღმა უინტერესო იქნება, რადგან ფილოსოფია საყოველთაო ჭეშმარიტებებისა და აზროვნების უნივერსალური კანონების ძიებითაა დაკავებული. გარკვეული ტიპის რაციონალურ და ლოგიკურ ახსნაზე პრეტენზია ეფუძნება რწმენას, რომ…

Read More

16 მაისს, 19:00 საათზე, ,,კავკასიური სახლი” გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე: „სალაფიზმი საქართველოსა და მსოფლიოში: თეოლოგიური და პოლიტიკური ასპექტები“ მომხსენებლები: ვახტანგ ფარეულიძე – პანკისის ხეობის ერთ-ერთი იმამი; საქართველოს მუსლიმთა განათლების, კულტურისა და განვითარების ორგანიზაციის დირექტორი; არაბული ენისა და ისლამური რელიგიის სპეციალისტი. გიორგი სანიკიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გელა ხმალაძე – კავკასიური სახლის მოწვეული მკვლევარი მოდერატორი: რევაზ ქოიავა – კავკასიური სახლის მკვლევარი მსოფლიოში ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ისლამის თემის ხელახალი აქტუალიზება გამოიწვია. სალაფიტური მოძრაობის აღმასვლა არაბული გაზაფხულის შემდეგ სამეცნიერო-ანალიტიკურ წრეებში დიდ ყურადღებას იპყრობს. ისლამის სახელით განხორციელებული ტერორისტული თავდასხმები მსოფლიოს მასთან ურთიერთობის ახალი ფორმების გამონახვას აიძულებს. გეოპოლიტიკური მდებარეობიდან და ქვეყნის რელიგიური შემადგენლობიდან გამომდინარე…

Read More

გიორგი კანაშვილი “კავკასიური სახლის” აღმასრულებელი დირექტორი აზერბაიჯანი მოგებები  საკუთარ ძალებში დარწმუნება. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო ჯამში, აზერბაიჯანის ჯარმა დაკავებული ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ვერ შეინარჩუნა, ამ რამოდენიმე დღიანი დაპრისპირების შედეგად აზერბაიჯანმა, გარკვეულ წილად, მოახერხა ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია.  კრიზისის შედეგად საფუძვლიანად დაიძაბა სომხურ-რუსული ურთიეთობები, რაც აზერბაიჯანს ასევე შეუძლია საკუთარ აქტივებში მიითვალოს.  საერთაშორისო საზოგადოებას შეახსენა, რომ იგი უკმაყოფილოა არსებული სტატუსით. წაგებები  კრიზისის შედეგად გაძლიერდა რუსეთის პოზიციები რეგიონში, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში თითქოსდა არ უნდა შედიოდეს აზერბაიჯანის ინტერესებში. სომხეთი და ყარაბაღი მოგებები  სომხეთისა და ყარაბაღის შემთხვევაში რაიმე სახის მოგებაზე საუბარი ფრიად რთულია. წაგებები  პირველად კონფლქიტის შეიარაღებული ფაზის დასრულების შემდეგ,…

Read More

15 აპრილს, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის  (MGIMO) ინიციატივით, ,,კავკასიურ სახლთან” ერთად, გაიმართა ვიდეოკონფერენცია რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე. ვიდეოკონფერციის დროს რუსმა და ქართველმა ანალიტიკოსებმა ისაუბრეს ქართულ-რუსულ ურთიერთობებში არსებულ ტენდენციებზე და შესაძლო განვითარების სცენარებზე. საქართველოს მხრიდან მოხსენებით წარდგა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი გიორგი გობრონიძე. მოხსენება შეეხებოდა ,,საქართველოში საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხეებს“, რომლის დროსაც ყურადღება გამახვილდა ამ კუთხით საქართველოში არსებულ ვითარებაზე. ამასთან, ავტორმა შეაფასა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მომხდარი ტერორისტული აქტების მიზეზები და მიზნები, და შეეცადა არგუმენტირებულად დაესაბუთებინა, თუ რატომ ვერ იქნება საქართველო საერთაშორისო ტერორისტების სამიზნე. ქართული მოხსენებებიდან მომდევნო შეეხებოდა ,,საქართველოში მუსლიმური თემის ინტეგრაციის პროცესში არსებულ გამოწვევებს პანკისის ხეობის მაგალითზე“. აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა ,,კავკასიური სახლის“ თანამშრომელმა…

Read More

სალექციო კურსის „სამოქალაქო განათლება და კონფლიქტების ანალიზი“ ფარგლებში კავკასიურ სახლში გაიმართა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუასთან. დავით დონდუამ ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, ევროატლანტიკური ორიენტაციის საკითხებზე. შეხვედრის დროს ასევე ყურადღება გამახვილდა ჟენევის ფორმატზე, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებზე და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებზე

Read More