ავტორი: rd_adm

სერგეი მინასიანი პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სომხეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა უმეტეს წილად საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ სავაჭრო და ენერგეტიკულ ტრანზიტს ეფუძნება. ამავდროულად, ამ კონტექსტში სომხეთის მიმართულებას საქართველოსთვის საკმაოდ მოკრძალებული მნიშვნელობა აქვს. თუმცა, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული შეთანხმებების მიღწევის შემდეგ ირანის საერთაშორისო სანქციების რეჟიმიდან გამოსვლის პერსპექტივების ზრდის და აგრეთვე დაძაბული რუსულ-ქართული ურთიერთობების შენარჩუნების შემთხვევაში, სომხეთი ასევე შეიძლება განხილულ იქნას საქართველოს რეგიონალური და ტრანზიტული ინტერესების სამომავლო  პერსპექტივების ჭრილში. მოცემული სტატია მიზნად ისახავს სომხეთსა და საქართველოს შორის  სატრანზიტო პოტენციალის ზოგიერთი ასპექტის გაშუქებას ორი ქვეყნის გრძელვადიანი პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კონტექსტში. ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანზიტო თანამშრომლობის საერთო…

Read More

ინგა ორმოცაძე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი სტატია დაიწერა სალექციო კურსის “სამოქალაქო განათლება და კონფლიქტების ანალიზი” ფარგლებში   დემოკრატიზაციის პროცესის შესწავლისას აუცილებელია ქვეყანაში არსებული იმ წინაპირობების განსაზღვრა, რომლებიც ხელშემწყობ ან პირიქით, ხელისშემშლელ როლს თამაშობენ დემოკრატიის გამყარებისთვის. მკვლევარები დემოკრატიზაციის პროცესს ხშირად უკავშირებენ ქვეყანაში არსებულ ისეთ წინაპირობებს, როგორებიც პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაა. მათ გარეშე დემოკრატიის გამყარება თითქმის წარმოუდგენელია.1 პოლიტოლოგთა გარკვეული ნაწილი დემოკრატიზაციის პროცესის განვითარებაში რელიგიასაც დადებით კონტექსტში განიხილავს. მაგალითად, ამერიკელი პოლიტოლოგი ერნესტ გრიფიტი იუდო-ქრისტიანულ ეთიკას პირდაპირ უკავშირებს დემოკრატიული ინტიტუტების გამყარების პროცესს.2ამავდროულად ამ პროცესში წარმოუდგენელია სოციო-ეკონომიკური ფაქტორების უგულებელყოფა. ამერიკელი პოლიტიკური სოციოლოგი სეიმურ მარტინ ლიპსეტი მიიჩნევდა, რომ ორი სტრუქტურული მახასიათებელი, რომელიც მნიშვნელოვანია მყარი დემოკრატიზაციისთვის, არის…

Read More

გური ბაქრაძე პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორანტი შესავალი 2016 წლის 27 ივნისს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს, წერილი გაუგზავნა, სადაც 2015 წლის 24 ნოემბერს თურქული ავია-გამანადგურებლის მიერ რუსული ბომბდამშენი Су-24-ის ჩამოგდების თაობაზე მწუხარება გამოთქვა, ოჯახს მიუსამძიმრა და ბოდიში მოიხადა.[1] აღნიშნული ფაქტი რუსეთ-თურქეთს შორის ბოლო შვიდი თვის დაძაბული ურთიერთობების ფონზე, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის აღდგენის წინაპირობად შეიძლება იქცეს. როგორც ცნობილია, რუსული მხარე თურქეთისგან სწორედ ოფიციალურ ბოდიშს ითხოვდა. გარდა ამისა, მოსკოვის მოთხოვნებში ზარალის კომპენსაცია და დამნაშავეების დასჯაც შედის. ამ ეტაპზე ანკარა კომპენსაციისგან თავს იკავებს. გამანადგურებლის პილოტის დასჯა კი, სავარაუდოდ, სხვა მოტივებითაც, კერძოდ, 16 ივლისს სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობის ბრალდებით მოხდება.…

Read More

14-16 ივლისს, „კავკასიური სახლის“ ორგანიზებით, პროექტ “რუსულ-ქართული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის” ფარგლებში, ქალაქ ბათუმში გაიმართა რეგიონალური დიალოგი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს რუსმა, ქართველმა და სომეხმა ექსპერტებმა. ფორუმის თემატიკა ეხებოდა რეგიონულ უსაფრთხოებას და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ისლამის რადიკალიზაციის საფრთხეს კავკასიის რეგიონში,  სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არსებულ ვითარებას, რუსულ-ქართულ ურთიერთობებსა და ყარაბაღის კრიზისის გავლენას რეგიონზე. შეხვედრები “Chatham House”-ს წესებით წარიმართა. გარდა ამისა, შედგა ვიზიტები ადგილობრივი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან. მონაწილეები შეხვდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს ბატონ თამაზ შავაძეს, რომელმაც ისაუბრა რეგიონში არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე, მიმდინარე და დაგეგმილ ეკონომიკურ პროექტებზე. დისკუსიაში ჩაერთო ექსპერტი კავკასიის საკითხებში ბატონი მამუკა არეშიძე. ასევე მონაწილეები შეხვდნენ სრულიად საქართველოს…

Read More

14-16 ივლისს, „კავკასიური სახლის“ ორგანიზებით, პროექტ “რუსულ-ქართული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის” ფარგლებში, ქალაქ ბათუმში გაიმართა რეგიონალური დიალოგი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს რუსმა, ქართველმა და სომეხმა ექსპერტებმა. ფორუმის თემატიკა ეხებოდა რეგიონულ უსაფრთხოებას და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ისლამის რადიკალიზაციის საფრთხეს კავკასიის რეგიონში,  სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არსებულ ვითარებას, რუსულ-ქართულ ურთიერთობებსა და ყარაბაღის კრიზისის გავლენას რეგიონზე. შეხვედრები “Chatham House”-ს წესებით წარიმართა. გარდა ამისა, შედგა ვიზიტები ადგილობრივი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან. მონაწილეები შეხვდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს ბატონ თამაზ შავაძეს, რომელმაც ისაუბრა რეგიონში არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე, მიმდინარე და დაგეგმილ ეკონომიკურ პროექტებზე. დისკუსიაში ჩაერთო ექსპერტი კავკასიის საკითხებში ბატონი მამუკა არეშიძე. ასევე მონაწილეები…

Read More

დღეს, 14 ივლისს, ქ. ბათუმში ,,კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის – კავკასიური სახლის“ ორგანიზებით პროექტის ,,ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში დაიწყო სამდღიანი რეგიონალური ფორუმი: ,,ახალი გამოწვევები სამხრეთ კავკასიაში და ქართულ-რუსული ურთიერთობები“. ღონისძიებაში მონაწილებას იღებენ კავკასიის რეგიონზე მომუშავე ანალიტიკოსები რუსეთიდან და საქართველოდან. ფორუმზე განიხილება ისეთი საკითხები როგორიცაა რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და უსაფრთხოების პრობლემები, მათ შორის განიხილება ყარაბაღის კრიზისის გავლენა რეგიონალურ ურთიერთობებზე, აფხაზეთსა და ოსეთის გარშემო არსებული ვითარება, რეგიონში ისლამის რადიკალიზაციის საფრთხე და ქართულ-რუსული  ურთიერთობები. ფორუმზე მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს და მიიღონ პირდაპირი და ობიექტური ინფორმაცია რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს რაციონალური და ობიექტური…

Read More

,,იდეოლოგიური კლიშეებიდან გამოსვლა, საკუთარი ემპირიული ხედვისა და ვნებების მდგომარეობიდან გათავისუფლება დაგვეხმარება რეალობის ობიექტურ დანახვაში“ მერაბ მამარდაშვილი ევროინტეგრაცია და ევროპული სტრუქტურებისკენ სწრაფვა უპირველესი თუ არა, ერთ-ერთი უმთავრესი სახელმწიფოებრივი საკითხია საქართველოსთვის. ქართველების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას და ამას აუცილებელ ამოცანადაც კი მიიჩნევს. რა თქმა უნდა, უცნაური და საგულისხმო არაფერია ამგვარ მიდგომებში, რომ არა თავად ევროპის ხშირად გაუცნობიერებელი და დამახინჯებული აღქმა, მისი იდეური და არსობრივი სტრუქტურის და ამ რეალობაში საქართველოს ადგილის სიღრმისეული გააზრების ნაკლებობა. მოდით, ყველაფერი დავიწყოთ სახელმწიფოსა და ერის დახასიათებით. უნდა ითქვას, რომ ქვეყანა, გარკვეული ნიშნით, მისი შემადგენელი სუბიექტების – მოქალაქეების ,,ცხოვრებით ცხოვრობს“. მის წინაშე დაახლოებით მსგავსი გამოწვევები და…

Read More

„კავკასიურ სახლში“ დაიწყო საჯარო დისკუსიების ციკლი „შეხვედრები დიპლომატებთან კავკასიურ სახლში“. შეხვედრები იმართება საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. 21 ივნისს პირველი შეხვედრა გაიმართა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ზაქი ლევენთ გუმრუქჩუსთან. ბატონმა გუმრუქჩუმ განიხილა საერთაშორისო პოლიტიკაში მიმდინარე ტენდენციები ცივი ომის დასრულებიდან დღემდე და ხაზი გაუსვა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონს მსოფლიო უსაფრთხოების დღის წესრიგში სათანადო ყურადღება არ ექცეოდა,  რაც  შეცდომა იყო. ძირითადი აქცენტი გადატანილი იყო ჯერ აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაზე, ხოლო 2011 წლის შემდეგ, – ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთზე. ასეთ ვითარებაში კი, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა დარჩა. პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რუსეთის პოლიტიკა…

Read More

ალექსანდრ იურინი აღმოსავლეთ ევროპის კვლევების მაგისტრი; ფილოსოფოსი შესავალი ბოლო წლებია, უსაფრთხოების საკითხები გვევლინება ერთ-ერთ ყველაზე განხილვად თემად, არა მხოლოდ ვიწრო  საექსპერტო საზოგადოებისთვის, არამედ უფრო ფართო სადისკუსიო სივრცეებში. უსაფრთხოება იქცა ნომერ პირველ თემად მსოფლიო მას-მედიისათვის, უკრაინის კრიზისმა და მისმა მასშტაბებმა კი ბიძგი მისცეს საუბრებს „ახალ ცივ ომზე“.  უსაფრთხოების თემას დღეს პირდაპირ უკავშირებენ ახალ მსოფლიო წესრიგსა და მოწყობას, ამავდროულად კი ლაპარაკია ახალ გამოწვევებზეც, რომელთა წინაშეც ხსენებული მსოფლიო აღმოჩნდა.[1] იმისათვის რომ გავცეთ პასუხი კითხვაზე, თუ რა  შეიძლება განვიხილოთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებად დღეს არსებულ სიტუაციებთან შესაბამისობაში, უნდა დავაკვირდეთ, ერთი მხრივ, უსაფრთხოების, როგორც კონცეფციის ევოლუციის პროცესს, მეორე მხრივ,  უსაფრთხოების შესწავლაში არსებულ რიგ თანამედროვე მიდგომებს. ყურადღება…

Read More

[vc_row][vc_column width=”2/3″][vc_column_text]დოკუმენტი მომზადდა 2016 წელს პროექტის „ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში. დოკუმენტის მიზანია ქართული რბილი ძალის პოტენციალის შესწავლა და მისი პოზიტიური გავლენის ჩვენება საქართველოს საგარეო პოლიტიკის წარმოებაზე ჩამოტვირთეთ სრული ტექსტი[/vc_column_text][/vc_column][vc_column width=”1/3″][vc_column_text]გამოცემის წელი: 2016 ISBN: 478-9941-400-93-3 ტეგები: საქართველო, რბილი ძალა, საგარეო პოლიტიკა[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]

Read More