ავტორი: rd_adm

5 აპრილს კავკასიური სახლის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე ,,ისლამი საქართველოში – სახელმწიფო პოლიტიკა და ხედვა რეგიონებიდან“. კონფერენცია გაიხსნა ისლამის რელიგიური და პოლიტიკური ასპექტებზე მსჯელობით. ასევე განხილულ იქნა თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში სეკულარიზმის მნიშვნელობა. მოხსენებებით წარდგნენ კავკასიური სახლის აზიური მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ლობჟანიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი სანიკიძე და ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი. კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო სახელმწიფო უწყებების საქმიანობის ანალიზს მუსლიმურ თემთან მიმართებით. აღნიშნულ საკითხზე ვრცლად ისაუბრა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავჯდომარემ – ზაზა ვაშაყმაძემ. მოხსენება შეეხებოდა ხელისუფლების მიერ საქართველოში წარმოდგენილი ძირითადი კონფესიების მხარდაჭერას და მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მუსლიმურ თემზე. კონფერენციაზე შეკრებილ საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს…

Read More

სალექციო კურსის „სამოქალაქო განათლება და კონფლიქტების ანალიზი“ ფარგლებში მორიგეები ლექციები წაიკითხეს ირაკლი მენაღარიშვილმა და ლევან გიგინეიშვილმა. ირაკლი მენაღარიშვილმა ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე და ქვეყნის საგარეო პრიორიტეტების  განსაზღვრაზე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. მეორე ლექცია დაეთმო თემას „რელიგია და სახელმწიფო“. ლევან გიგინეიშვილმა ისაუბრა რელიგიისა და სახელმწიფოს მიმართებაზე ანტიკურ, შუა საუკუნეებსა და თანამედროვე ეპოქაში.

Read More

სალექციო კურსის „სამოქალაქო განათლება და კონფლიქტების ანალიზი“ ფარგლებში მორიგი ლექცია წაიკითხა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა. მინისტრმა ისაუბრა სახელმწიფო პოლიტიკაზე კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობაზე. გარდა ამისა, იგი შეეხო საერთაშორისო გამოცდილებას და მიმოიხილა სხვა ქვეყნებში არსებული კონფლიქტები.

Read More

ალექსეი ტოკარევი პოლიტიკის მეცნიერებათა კანდიდატი, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტის (MGIMO) საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. /სტატიის ორიგინალური ვერსია ხელმისაწვდომია რუსულ ენაზე/ პოსტსაბჭოთა ვარიანტებს შორის სეცესიებთან დაკავშირებით სამი სტრატეგიის გამოყოფა არის შესაძლებელი: ურთიერთსაპირისპირო რუსული და ქართული და შუალედური მოლდოვური ვარიანტი. სამივე შემთხვევაში სეცესიური ტერიტორიების (იმ პოლიტიკური ერთეულების ჩათვლით, რომლებიც აღარ განეკუთვნება ამ კატეგორიას) და ,,დედა სახელმწიფოს“ ურთიერთობა აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს ახლო მომავალში არ გულისხმობს. დონბასთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთების სირთულის მიუხედავად, (ინსტიტუციონალური სტრუქტურა არ არის ჩამოყალიბებული, აქტორების ფასეულობებსა და ქცევით სტრატეგიებზე რომ არაფერი ვთქვათ), გთავაზობთ, შევადაროთ აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებული სეცესიური ფაქტორები იმას, როგორც ეს რუსეთში, საქართველოსა და მოლდოვაში განხორციელდა. ვიღებთ რა…

Read More

28 მარტს „კავკასიურ სახლში“ გაიმართა საჯარო დისკუსია და პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია თემაზე: ,,ირან-საქართველოს ურთიერთობები და ახალი გამოწვევები ბირთვული შეთანხმების შემდეგ“. დოკუმენტი დაიწერა პროექტის ,,რუსულ-ქართული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისათვის“ ფარგლებში „კავკასიური სახლის“ მკვლევარ ედიშერ ბაღათურიას მიერ. დოკუმენტში განხილულია საქართველოსა და ირანის ურთიერთობები 1991 წლიდან დღემდე და მისი განვითარების შესაძლებლობები ვენის ბირთვული შეთანხმების შემდეგ. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები დანახულია საქართველოში მოქმედი რეგიონული ძალების ინტერესებისა და გავლენის დაბალანსების კონტექსტში. პრეზენტაციაზე მოხსენებით გამოვიდა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი საქართველოში მოჰსენ ქებრიაიზადე. მან ისაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე და ბოლო დროს რეგიონში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე. კვლევის ავტორმა ედიშერ ბაღათურიამ კი ყურადღება გაამახვილა…

Read More

[vc_row][vc_column width=”2/3″][vc_column_text]დოკუმენტში განხილულია საქართველოსა და ირანის ურთიერთობები 1991 წლიდან დღემდე და მისი განვითარების შესაძლებლობები 2015 წლის ვენის ბირთვული შეთანხმების შემდეგ. ორ ქვეყანს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები დანახულია საქართველოში მოქმედი რეგიონული ძალების ინტერესებისა და გავლენის დაბალანსების კონტექსტში. ჩამოტვირთეთ სრული ტექსტი[/vc_column_text][/vc_column][vc_column width=”1/3″][vc_column_text]გამოცემის წელი: 2016 ISBN: 978 9941 400 91 9 ტეგები: საქართველო, ირანი, კვლევა, ბირთვული შეთანხმება[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]

Read More