ავტორი: rd_adm

23 მარტს სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“  „კავკასიური სახლის“ ორგანიზებით, გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით – „დიასპორის ახლებური გააზრება – საერთაშორისო გამოცდილება და ქართული რეალობა“. კონფერენცია ჩატარდა კავკასიური სახლის პროექტის „ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. კონფერენციის მიზანი იყო ქართული დიასპორის თემის ქართულ საჯარო-პოლიტიკურ სივრცეში გააქტიურება და დიასპორული  საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. კონფერენცია გახსნა „კავკასიური სახლის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კანაშვილმა და თბილისში დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელმა სოფო ბერიშვილმა. გიორგი კანაშვილმა საზოგადოებას გააცნო აღნიშნული პროექტის შინაარსი და ხაზი გაუსვა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველოში მეტი ყურადღება დაეთმოს საზღვარგარეთ მცხოვრებ მრავალათასიან ქართულ დიასპორას. სოფო ბერიშვილმა ისაუბრა დიდი…

Read More

[vc_row][vc_column width=”2/3″][vc_column_text]წინამდებარე კვლევის მიზანია გამოვლინდეს ის, თუ რა ხედვები და განწყობები არსებობს რუსეთის ქართულ დიასპორაში ქართულ-რუსული ურთიერთობების შესახებ, რამდენად კონსოლიდირებულია რუსეთის ქართული დიასპორა და რამდენად აქვს პოტენციალი, საკუთარი წვლილი შეიტანოს ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირებაში. ჩამოტვირთეთ სრული ტექსტი[/vc_column_text][/vc_column][vc_column width=”1/3″][vc_column_text]გამოცემის წელი: 2016 ISBN: 978 9941 400 92 6 ტეგები: ქართული დიასპორა, რუსეთი, კვლევა[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]

Read More

სალექციო კურსის „სამოქალაქო განათლება და კონფლიქტების ანალიზი“ ფარგლებში ,,კავკასიურ სახლში” გაიმართა ლექცია „საპარლამენტო დემოკრატიის განვითარება საქართველოში“. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ ისაუბრა საქართველოში პარლამენტარიზმის განვითარების ისტორიულ პროცესზე და დღეს მის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ლექციის დროს ყურადღება გამახვილდა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ მოწვეული პარლამენტების მუშაობის პროცესზე, კანონშემოქმედებით საქმიანობაზე და პარლამენტის ურთიერთობაზე ხელისუფლების სხვა შტოებთან.            

Read More

23 მარტს სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“  „კავკასიური სახლის“ ორგანიზებით, გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით – „დიასპორის ახლებური გააზრება – საერთაშორისო გამოცდილება და ქართული რეალობა“. კონფერენცია ჩატარდა კავკასიური სახლის პროექტის „ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. კონფერენციის მიზანი იყო ქართული დიასპორის თემის ქართულ საჯარო-პოლიტიკურ სივრცეში გააქტიურება და დიასპორული  საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. კონფერენცია გახსნა „კავკასიური სახლის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კანაშვილმა და თბილისში დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელმა სოფო ბერიშვილმა. გიორგი კანაშვილმა საზოგადოებას გააცნო აღნიშნული პროექტის შინაარსი და ხაზი გაუსვა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველოში მეტი ყურადღება დაეთმოს საზღვარგარეთ მცხოვრებ მრავალათასიან ქართულ დიასპორას. სოფო ბერიშვილმა ისაუბრა დიდი ბრიტანეთის…

Read More

ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიამ და ომმა აღმოსავლეთ უკრაინაში კვლავ ცხადყო ის, რაც მანამდეც ვიცოდით – დასავლეთს რუსეთის ფედერაციასთან ღიად დაპირისპირება არ ეხალისება…

Read More

საქართველოსა და რუსეთს რთული ორმხრივი ურთიერთობები აქვთ. პოსტსაბჭოთა დროიდან მოყოლებული, თბილისი და მოსკოვი ვერ რიგდებიან ისეთ ძირეულად მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობა, ეთნიკური უმცირესობები და ასევე, თუ რა წესებით „ითამაშონ“ საერთაშორისო გავლენის სფეროების რთული „თამაში“.

Read More

2 მარტს გაიხსნა სალექციო კურსი „სამოქალაქო განათლებასა და კონფლიქტების ანალიზში“. სალექციო კურსის მიზანია საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს საფუძვლიანი ცოდნა მისცეს დემოკრატიის, სამოქალაქო განათლების, ადამიანის უფლებების, კონფლიქტის ანალიზისა და ნაციონალიზმის საკითხებზე. იგი მოიცავს როგორც ლექცია-სემინარებს აკადემიურ და თეორიულ საკითხებზე, ასევე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან. პირველი ლექცია გაიმართა კავკასიურ სახლში. ლექციის თემა იყო „სამოქალაქო საზოგადოების როლი ტრანზიციული დემოკრატიის ქვეყნებში“. ლექცია წაიკითხა ქეთევან ვაშაკიძემ, ევროპის ფონდის პრეზიდენტმა. ქეთევან ვაშაკიძემ ისაუბრა სამოქალაქო საზოგადოების კონცეფციაზე და ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო სექტორის განვითარებასა და მნიშვნელობაზე საქართველოში.

Read More

25-28 თებერვალს „კავკასიურმა სახლმა“,  პროექტ „ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში,  რუსული უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულ ექსპერტთა ჯგუფს უმასპინძლა. ვიზიტის პირველი ორი დღის განმავლობაში მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს. მათ შორის, აღსანიშნავია, შეხვედრები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ენერგეტიკის სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.              27-28 თებერვალს კი დაბა ბაკურიანში გაიმართა ქართველი და რუსი ანალიტიკოსების ორდღიანი ფორუმი სახელწოდებით „ახალი გამოწვევები სამხრეთ კავკასიაში და ქართულ-რუსული ურთიერთობები“. შეხვედრებზე განხილულ იქნა ისეთი აქტუალური საკითხები როგორიცაა: რეგიონალური უსაფრთხოება, ისლამის რადიკალიზაციის პროცესი კავკასიაში და რუსეთ-თურქეთის გართულებული ურთიერთობების ფონზე სამხრეთ კავკასიისთვის არსებული რისკები. ასევე,…

Read More

რევაზ ქოიავა ,,კავკასიური სახლის” მკვლევარი შესავალი ქართული ნაციონალიზმი, ისევე როგორც ყველა ცალკეული ქვეყნის ნაციონალიზმი, თავისი ბუნებით განსაკუთრებულია. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოში ნაციონალიზმის თითქმის ყველა ძირითადი ფორმა იყო გამოხატული, რომელთაც საკუთარი გავლენა მოახდინეს ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების წარმოშობასა და მათ შემდგომ განვითარებაზე. სტატიაში ინდივიდუალურად განხილულია საქართველოს სამი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძეს და მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს განვითარებული ქართული ნაციონალიზმის ტიპები. აღსანიშნავია, რომ სამივე ლიდერს შეიძლება ვუწოდოთ ნაციონალისტი, თუმცა მათ განსხვავებული იდეები ჰქონდათ ნაციონალიზმისა და მისი გავლენის შესახებ. სამივე პრეზიდენტი სხვადასხვა ქართულ ნაციონალიზმს წარმოადგენს და იმ დაპირისპირების მაჩვენებელია, რომელიც ერთი მხრივ ნაციონალიზმს, ხოლო მეორე მხრივ დემოკრატიასა და თვითგამორკვევის უფლებას შორის არსებობს. 1990-იანი…

Read More

ფაინა ნაკონეჩნაია ბელორუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის (BSU) საერთაშორისო ჟურნალისტიკის მიმართულების (ჟურნალისტიკის დეპარტამენტი) სტუდენტი. მუშაობს BSU-ის მედია-ცენტრში, ელექტრონულ ჟურნალ ,,AGENDA-Magazine”-სთვის კორესპონდენტად საერთაშორისო მოვლენებისა და ინტერკულტურული კომუნიკაციის სხვადასხვა ასპექტების: პოლიტიკა, ეკონომიკა, ბელორუსის სოციალური ცხოვრება გაშუქების კუთხით. /სტატიის ორიგინალური ვერსია ხელმისაწვდომია რუსულ ენაზე/ საკონტაქტო ჯგუფის ისტორია და განვითარება 2015 წელს დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ სახალხო რესპუბლიკებში კონფლიქტის საკითხებზე მომუშავე საკონტაქტო ჯგუფის ბოლო შეხვედრაზე, მხარეებმა ზამთრის დღესასწაულების განმავლობაში სროლის შეჩერების თაობაზე იმედი გამოთქვეს. ეუთოს მხრიდან წარმომადგენელმა მარტინ საიდიკმა გააკეთა პროგნოზი, რომ სამხედრო მანევრებისა და ძალების გადაადგილებისგან თავშეკავების შესახებ შეთანხმება დაცული იქნება: „ჩვენ გამოვხატავთ იმედსა და მოლოდინს, რომ აღმოსავლეთ უკრაინის მაცხოვრებლები სრულ უსაფრთხოებასა და მშვიდობაში…

Read More