მაია ურუშაძე “კავკასიური სახლი” 26 იანვარს გამართულ პრეს-კონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ პანკისის ხეობაში ტერორისტების საფრთხე არ გამქრალა. როგორ უნდა გავიგოთ რუსეთის პირველი დიპლომატის ეს განცხადება? 1. საქართველოს დისკრედიტაციის მცდელობა აღნიშნული განცხადება სხვა არაფერია თუ არა საქართველოს დისკრედიტაციის მცდელობა მისი დასავლელი პარტნიორების წინაშე. სულ მცირე შესაძლებელია გაჩნდეს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ახერხებს საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ტერიტორიის ეფექტიან კონტროლს. შედეგად, საქართველოს ხელისუფლება ავტომატურად თავის მართლების რეჟიმში ექცევა. 2. აიძულოს საქართველო დათმობებზე წავიდეს სავარაუდოდ, პანკისის ხეობიდან მომავალ საფრთხეებზე ყურადღების გამახვილებით, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო პროპაგანდის წამოწყებას ცდილობს. სანაცვლოდ, კი მან შესაძლებელია აიძულოს საქართველო სხვადასხვა სახის დათმობაზე წავიდეს…
ავტორი: rd_adm
ალექსანდრე იურინი აღმოსავლეთ ევროპული კვლევების მაგისტრი; გაეროს უნივერსიტეტის რეგიონული ინტეგრაციის შედარებითი კვლევითი ინსტიტუტის (UNU – CRIS) მკვლევარი Nicht Armeen, nicht Krieg, nicht Zwang – sondern das Wort kann den Lauf der Dinge prägen.[1] ფრანკ-ვოლტერ შტაინმაიერი როგორ უნდა ვისაუბრობთ სოციალური კონფლიქტების შესახებ? როგორ ვაწარმოოთ დიალოგი კონფლიქტის სხვადასხვა მხარეებს შორის? როგორ ჩამოვაყალიბოთ კვლევითი პოზიცია კონფლიქტებთან
[vc_row][vc_column][vc_images_carousel images=”6006,6007,6008,6009,6010,6011,6012,6013″ img_size=”full”][vc_column_text]5 დეკემბერს დასრულდა ,,კონფლიქტების ტრანსფორმაციის საერთაშორისო უნივერსიტეტი“. ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა უკრაინელი, რუსი, მოლდოველი, ბელორუსი, ქართველი, აფხაზი და ოსი ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის აემაღლებინათ ცოდნა რეგიონალურ კონფლიქტებზე და კონსტრუქციული დისკუსიის ფარგლებში გაეცვალათ მოსაზრებები კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაციის შესაძლო გზებზე. სალექციო დღეების განმავლობაში განხილულ იქნა ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური და დნესტრისპირეთის კონფლიქტები; ასევე უკრაინის გარშემო არსებულ სიტუაციაზე იმსჯელეს და მათეული მიდგომები გააცნეს, როგორც უკრაინელმა ისე რუსმა ანალიტიკოსებმა. უკანასკნელმა საკითხმა მონაწილეების მხრიდან ცხარე დისკუსია გამოიწვია. სიმულაციური თამაშების დროს მონაწილეებმა კი სირიაში არსებული სიტუაციის განმუხტვის შესაძლო სცენარები შეიმუშავეს. გარდა პოსტ-საბჭოთა სივრცეში არსებული კონფლიქტებისა, სალექციო კურსის ბოლო ორი ლექცია მიძღვნა კოსოვოს საკითხისა და კატალონიის გამოცდილების განხილვას. ვინაიდან…
გიორგი კანაშვილი “კავკასიური სახლის” აღმასრულებელი დირექტორი რუსეთის “რბილი ძალის” შესახებ ბევრი ითქვა და ბევრიც დაიწერა, ხარისხიანიც და ნაკლებად. დაახლოებით ერთი წლის წინ მეც დავწერე მცირე ანალიტიკური ნაშრომი. მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა, მაგრამ რუსეთის “რბილი ძალის” პოტენციალთან დაკავშირებით ჩემი აზრი არ შემიცვლია, რომელიც უბრალო ფორმულით შეიძლება გამოიხატოს: ა) რუსეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული საქართველოში, თუ ჩვენი სვლა ევროპისკენ რაიმე მიზეზთა გამო შეფერხდება. მეტი ევროპა, ჩემის აზრით, ავტომატურად ნიშნავს ნაკლებ რუსეთს (პოლიტიკურ გავლენას ვგულისხმობ). ბ) ასევე ფრიად მნიშვნელოვანია, დასავლეთთან ინტეგრაციის პროცესის თანმდევი სიკეთეების თანაზიარი არა მხოლოდ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ელიტა, არამედ „ჩვეულებრივი“ მოკვდავნიც იყვნენ. ამ მარტივ ჭეშმარიტებას ემპირიაც ამყარებს – სადაც…
სალექციო კურსი სამოქალაქო განათლებასა და კონფლიქტების ანალიზში „კავკასიური სახლი“ აცხადებს კონკურსს სალექციო კურსში „სამოქალაქო განათლება და კონფლიქტების ანალიზი“ მონაწილეობის მისაღებად პროექტის შინაარსი „კავკასიური სახლი“ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „International Alert“-თან ერთად ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა“. პროექტის მიზანია სამხრეთ კავკასიაში მცხოვრებ ახალგაზრდებს საფუძვლიანი ცოდნა მისცეს დემოკრატიის, სამოქალაქო განათლების, ადამიანის უფლებების, კონფლიქტის ანალიზისა და ნაციონალიზმის საკითხებზე. სალექციო კურსი დაყოფილია ორ ნაწილად. ლექცია-სემინარები აკადემიურ და თეორიულ საკითხებზე ჩატარდება კვირაში ორჯერ კავკასიურ სახლში. სალექციო კურსის მეორე ნაწილი გულისხმობს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან; ასევე თემატური ფილმების ჩვენებასა და დისკუსიებს. პროექტის შედეგად მონაწილეები შეიძენენ ცოდნას და უნარებს, რაც მნიშვნელოვანი იქნება სამომავლოდ…
„კავკასიური სახლი“ გიწვევთ ქართველ და რუს ექსპერტებს შორის დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად.შეხვედრები გაიმართება ,,კავკასიური სახლის“ პროექტის ,,ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, 27-28 თებერვალს, დაბა ბაკურიანში. პროექტის შინაარსი ,,კავკასიური სახლი“ პროექტს „ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისათვის“ ახორციელებს 2011 წლიდან, დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია, ერთი მხრივ, ქართველ და რუს მკვლევრებს შორის დიალოგის წახალისება და აქტუალიზაცია; მეორე მხრივ, გადაწყვეტილების მიმღები პირებისათვის რეკომენდაციებისა და პოლიტიკური ალტერნატივების შემუშავება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში რეგულარულად იმართება ქართველი და რუსი ექსპერტების ვიზიტები საქართველოსა და რუსეთში. პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ შეხვდნენ ოფიციალურ პირებს და დამოუკიდებელ ექსპერტებს. ასევე მონაწილეობა მიიღონ ორმხრივ ფორუმებში, სადაც განიხილება რეგიონისა და ორ…
არჩილ სიხარულიძე, მკვლევარი (თსუ) და ექსპერტი რუსეთმცოდნეობის მიმართულებით 2009 წელს მიღებული სტრატეგიის (რომელიც 2020 წლამდე უნდა გაგრძელებულიყო, 2015 წელს გადახედვის უფლებით) ჩანაცვლებით პუტინმა აჩვენა, რომ მსოფლიოში უსაფრთხოების თვალსაზრისით ვითარება შეიცვალა და შესაბამისად, უნდა შეიცვალოს კრემლისადმი დამოკიდებულებაც. ახალ სტრატეგიაში ნათლად ჩანს სახელმწიფო ინტერესების უპირატესობა სოციალურ-პოლიტიკურ განვითარებასა და დემოკრატიზაციის პროცესებთან შედარებით, რომელთა შესახებაც უფრო მეტად იყო გამახვილებული ყურადღება მედვედევის პრეზიდენტობის დროს მიღებულ დოკუმენტში. ახალ კონცეფციაში მეტი ყურადღება ეთმობა საგარეო ამოცანებს. რუსეთი კვლავაც მზადაა ვაშინგტონთან თანამშრომლობისთვის სხვადასხვა სფეროში. ამასთან ხაზგასმულია, აშშ-სა და ნატო-ს ნეგატიური როლი რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხებში. მაგალითად, ცალკე პარაგრაფად არის გამოყოფილი უკრაინისა და ე.წ. არაბული გაზაფხულის შემთხვევები, როგორც…
17 დეკემბერს, ყოველწლიურ შემაჯამებელ კონფერენციაზე, პუტინმა განაცხადა, რომ ,,რუსეთი მზად არის საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის“.
ირაკლი ხორბალაძე, რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი აღნიშნული მოხსენება გაკეთდა კონფერენციის – „სამხრეთ კავკასია: მშვიდობისა და უსაფრთხოების რეგიონული არქიტექტურა“ – ფარგლებში, რომელიც გაიმართა ქალაქ ერევანში 2015 წლის 26-27 სექტემბერს. შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო აფხაზეთში ადამიანთა გადაადგილების საკითხი. ჩემი მოხსენებაც სწორედ აღნიშნული საკითხის მიმოხილვას ეძღვნება. მოხსენებაში მოკლედ შევეხები ისეთ თემებს როგორიცაა:
4 დეკემბერს დასრულდა ,,კონფლიქტების ტრანსფორმაციის საერთაშორისო უნივერსიტეტი“. ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა უკრაინელი, რუსი, მოლდოველი, ბელორუსი, ქართველი, აფხაზი და ოსი ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის აემაღლებინათ ცოდნა რეგიონალურ კონფლიქტებზე და კონსტრუქციული დისკუსიის ფარგლებში გაეცვალათ მოსაზრებები კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაციის შესაძლო გზებზე. სალექციო დღეების განმავლობაში განხილულ იქნა ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური და დნესტრისპირეთის კონფლიქტები; ასევე უკრაინის გარშემო არსებულ სიტუაციაზე იმსჯელეს და მათეული მიდგომები გააცნეს, როგორც უკრაინელმა ისე რუსმა ანალიტიკოსებმა. უკანასკნელმა საკითხმა მონაწილეების მხრიდან ცხარე დისკუსია გამოიწვია. სიმულაციური თამაშების დროს მონაწილეებმა კი სირიაში არსებული სიტუაციის განმუხტვის შესაძლო სცენარები შეიმუშავეს. გარდა პოსტ-საბჭოთა სივრცეში არსებული კონფლიქტებისა, სალექციო კურსის ბოლო ორი ლექცია მიძღვნა კოსოვოს საკითხისა და კატალონიის გამოცდილების განხილვას. ვინაიდან ღონისძიება გაიმარტა…
