ავტორი: rd_adm

“ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის სომხური კომიტეტი,”  “კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ – კავკასიური სახლთან“ და  „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტთან“ თანამშრომლობით გიწვევთ სამხრეთ კავკასიის კონფლიქტებთან დაკავშირებით დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად, პროექტის  ,,დიალოგის პროცესის გაძლიერება ახალგაზრდა პროფესიონალების ჩართულობით“ ფარგლებში. შეხვედრას დაესწრებიან აფხაზი, ოსი, სომეხი, აზერბაიჯანელი და ბელორუსი მონაწილეები. პროექტის შინაარსი 2015 წლის ივნისში “ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის სომხურმა კომიტეტმა,” “კავკასიურ სახლთან“ და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტთან” თანამშრომლობით, ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო პროექტის ,,დიალოგის პროცესის გაძლიერება ახალგაზრდა პროფესიონალების ჩართულობით“ განხორციელება. პროექტი ითვალისწინებს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე  დიალოგისა და კომუნიკაციის პროცესის ხელშეწყობას. შეხვედრების მიზანია სხვადასხვა დარგის   სპეციალისტებისა და ახალი თაობის ექსპერტების  ჩართულობის გზით,…

Read More

“კავკასიური სახლის“ ორგანიზებით 28 ნოემბერიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, ტარტუს უნივერსიტეტის მოწვეულმა პროფესორმა ანდრეი მაკარიჩევმა თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაატარა 3 დღიანი საჯარო ლექციების კურსი რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე. გთავაზობთ ლექციების ვიდეო ჩანაწერებს.

Read More

30 ნოემბერს, ქ. მინსკში (ბელორუსი) დაიწყო ,,კონფლიქტების ტრანსფორმაციის საერთაშორისო უნივერსიტეტი“. ,,კავკასიური სახლის“ მიმდინარე პროექტი მიზნად ისახავს სალექციო კურსის საშუალებით, ხელი შეუწყოს რეგიონალური კონფლიქტების უკეთ გააზრებას და ამასთანავე, მათი მშვიდობიანი ტრანსფორმაციის შესაძლო გზების გაანალიზირებას. 3 დღის განმავლობაში განხილულ იქნა ქართული კონფლიქტები, რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული ურთიერთობები. ასევე, აქტიური დისკუსია გაიმართა რუსეთის  საგარეო პოლიტიკასა და მის ძირითად პრიორიტეტებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ მონაწილეებს საშუალება მიეცათ სიმულაციური თამაშის მეშვეობით შეემუშავებინათ სირიის კრიზისიდან გამოსვლის პოტენციური გეგმა და ამით უფრო სიღრმისეულად ჩასწვდომოდნენ არსებულ რეგიონალურ გამოწვევებს. ამასთან, ,,კონფლიქტების ტრანსფორმაციის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ მონაწილეებს საშუალება მიეცათ მოესმინათ მასპინძელი მომხსენებლების ლექციები ბელორუსის საგარეო პოლიტიკაზე და მის ეკონომიკურ არჩევანზე. მომდევნო…

Read More

“კავკასიური სახლის“ ორგანიზებით 28 ნოემბერიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, ტარტუს უნივერსიტეტის მოწვეულმა პროფესორმა ანდრეი მაკარიჩევმა თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაატარა 3 დღიანი საჯარო ლექციების კურსი რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე. ლექციების პირველი დღე რუსეთის იდენტობის ფორმირებასა და რუსეთში ევროსკეპტიცისზმის წყაროებს დაეთმო. მეორე დღეს ანდრეი მაკარიჩევმა რუსეთის სამეზობლო პოლიტიკა განიხილა, ხოლო ბოლო ლექციაზე სირიის კრიზისსა და რუსეთში უსაფრთხოების ახალ დღის წესრიგზე გამახვილდა ყურადღება. ლექციებს ესწრებოდნენ სტუდენტები, ახალგაზრდა მკვლევრები და საკითხით დაინტერესებული პირები. ლექციების კურსი ჩატარდა პროექტის „ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით    

Read More

სანდრო ბაკურაძე – მკვლევარი თურქოლოგიის მიმართულებით (ჰაჯეთთეფეს უნივერსიტეტი, ანკარა) ედიშერ ბაღათურია – ,,კავკასიურ სახლის” მკვლევარი იმისათვის, რომ გავაანალიზოთ თურქეთის მიერ რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების მიზეზები, საჭიროა შევაფასოთ რუსეთის მოტივები თუ რატომ არღვევდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ასე ,,თავხედურად“ თურქეთის საჰაერო სივრცეს. საქმე იმაშია, რომ თურქეთი წარმოადგენს ნატოს წევრ სახელმწიფოს და შესაბამისად, რუსეთის ეს ნაბიჯები შეგვიძლია აღვიქვათ არა მხოლოდ უშუალოდ თურქეთის წინააღმდეგ. რუსეთი მსგავსი პროვოკაციებით შესაძლებელია კიდევ ერთხელ ცდილობდა ,,გამოეცადა“ ნატოს ერთიანობა, თუ რამდენად ეფექტურად რეაგირებს ის ამგვარ პატარა გამოწვევებზე და მოეხდინა მისი საჰაერო სივრცის გარკვეულიწილად დისკრედიტაცია (თუნდაც როგორც იქცეოდა რუსეთი ბალტიის ქვეყნებთან მიმართებაში). თურქეთისთვის ნატოს წევრობა უდავოდ იყო ის ფაქტორი,…

Read More

მარიამ გაჩეჩილაძე “კავკასიური სახლის” მკვლევარი  საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განვითარებული სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური გარდაქმნებით გამოწვეული ცხოვრების გაუსაძლისი პირობების გამო, მოსახლეობის საკმაოდ დიდმა ნაწილმა დატოვა საქართველო. ემიგრაციის ნაკადები თავდაპირველად უმეტესწილად რუსეთში, მოგვიანებით თურქეთში, აშშ-სა და ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში მიემართებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია მეტ ნაკლებად დასტაბილურდა, მოსახლეობის გადინება კვლავ რჩება თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად. 2002 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერით დადგინდა, რომ საქართველოში 1989 წლიდან 2002  წლამდე პერიოდის განმავლობაში მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა 20%-ით[1]. შესაძლოა ეს დავუკავშიროთ შობადობის შემცირებასაც, თუმცა, ამგვარი ვარდნა მხოლოდ ამ უკანასკნელი ფაქტორით ვერ აიხსნება. ბევრი სტატისტიკოსი მიუთითებს, რომ 20%-იანი კლება მოხდა იმის ხარჯზეც, რომ…

Read More

[vc_row][vc_column width=”2/3″][vc_column_text]წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტისა“ და „კავკასიური სახლის“ ინიციატივით შეკრებილ ექსპერტთა ჯგუფის ნამუშევარს, რომელიც აანალიზებს საერთაშორისო და ადგილობრივ კონტექსტს საქართველოს კონფლიქტებთან მიმართებაში კონკრეტული, ახალი, ქმედითი ინსტრუმენტების შემუშავების მიზნით. ჩამოტვირთეთ სრული ტექსტი[/vc_column_text][/vc_column][vc_column width=”1/3″][vc_column_text]გამოცემის წელი: 2015 ISBN: – ტეგები: საქართველო, კონფლიქტის რეზოლუცია[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]

Read More

[vc_row][vc_column width=”2/3″][vc_column_text]დოკუმენტის პირველ ნაწილში აღწერილია ის ფაქტორები, რომელთაც ხელი შეუწყვეს უკრაინის კრიზისის „გადმოღვრას“ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. დოკუმენტის მეორე ნაწილი ეთმობა საქართველოსთვის იმ ობიექტურ ეკონომიკურ პრობლემებს, რომელიც მოჰყვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. ჩამოტვირთეთ სრული ტექსტი[/vc_column_text][/vc_column][vc_column width=”1/3″][vc_column_text]გამოცემის წელი: 201 ISBN: – ტეგები: უკრაინა, საქართველო[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]

Read More

[vc_row][vc_column width=”2/3″][vc_column_text]ანგარიში დაყოფილია სამ ნაწილად. პირველი ნაწილი ეხება საზოგადოებრივი ჯგუფების, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების იდეური ბაზის აღწერას; მეორე ნაწილი ფოკუსირდება საგარეო პოლიტიკის წარმოებაში აღნიშნული ჯგუფების მონაწილეობასა და დამოკიდებულებაზე, ხოლო მესამე ნაწილში წარმოდგენილია კვლევის სამიზნე აქტორების სკეპტიკური ან/და კრიტიკული დამოკიდებულებისა და ალტერნატიული ხედვების ანალიზი. ჩამოტვირთეთ სრული ტექსტი[/vc_column_text][/vc_column][vc_column width=”1/3″][vc_column_text]გამოცემის წელი: 2015 ISBN: 978-9941-400-88-9 ტეგები: ევროინტეგრაცია, საქართველო, ევროსკეპტიციზმი[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]

Read More

[vc_row][vc_column width=”2/3″][vc_column_text]ნაშრომში რუსი და უკრაინელი ექსპერტები მიმოიხილავენ რუსეთ უკრაინის ურთიერობებს. ორი ქვეყნის ურთიერთობების მომავალს კონფლიქტის ფონზე და სამომავლოდ ორ ქვეყანას შორის შიდა ეთნიკური დაპირისპირების თავიდან აცილების გზებს. ჩამოტვირთეთ სრული ტექსტი[/vc_column_text][/vc_column][vc_column width=”1/3″][vc_column_text]გამოცემის წელი: 2015 ISBN: 978-9941-86-5 ტეგები: უკრაინა, რუსეთი[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]

Read More